ლოგიკური ამოცანა, რომელიც რამდენიმე წუთით სასკოლო მერხთან დაგაბრუნებთ

869
Photo credit: Depositphotos

ლოგიკური ამოცანები ციფრებით სკოლაში ძალიან მნიშვნელოვანია. მათი ამოხსნა ხომ თვალსაჩინოდ ასახავს ბავშვის ურთიერთობას მათემატიკასთან, მის უნარს, გამოიყენოს სხვადასხვა ფორმულა და დაითვალოს. გარდა ამისა, ასეთი ამოცანების ამოხსნა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება, თუ ლოგიკურად აზროვნება შეგიძლიათ.

თუმცა, გონების მსგავსი გამოცდა და გავარჯიშება არამხოლოდ სკოლის მოსწავლეებს, არამედ ზრდასრულ ადამიანებსაც სჭირდებათ. სოლიდურ ასაკში თავსატეხების ამოხსნა კი ტვინის ტონუსის შენარჩუნებისთვის აუცილებელიც კია.

სწორედ ამიტომ, Paparazzi.ge-ის რედაქცია ისევ გთავაზობთ რამდენიმე სახალისო ამოცანას, რომელთა ამოხსნა შეიძლება მარტო ან ბავშვებთან ერთად. ესაა კარგი შესაძლებლობა, გაიხსენოთ სკოლის დრო და მათემატიკის მკაცრი მასწავლებელი, რომელიც ცდილობდა, ყველაფრი აეხსნა.

ლოგიკური ამოცანები

ამოცანების მოცემულობები

1. უნდა მიხვდეთ, რომელი ციფრები იმალება გამოსახული იხვებისა და ძროხების მიღმა. მხოლოდ ასე ამოხსნით ბოლო მაგალითს და განსაზღვრავთ, რომელი ციფრი მოიაზრება სტაფილოს მიღმა. ამოხსნისას, არ დაგავიწყდეთ იმის გათვალისწინება, რომ ჯერ გამრავლება უნდა შესრულდეს, შემდეგ კი მიმატება და გამოკლება.

2. მეორე ამოცანის მოცემულობა ასეთია: 1.5 წუთში, 1.5 ციყვი 1.5 კაკალს ჭამს. უნდა გამოთვალოთ, რამდენ კაკალს შეჭამს 9 ასეთი ციყვი 9 წუთში.

Photo credit: Depositphotos

3. მესამე ამოცანის მოცემულობა საბავშვო ზღაპრის გმირს – ფიფქიას ეხება. ცნობილია, რომ 7 ჯუჯის საშუალო ასაკი 284 წელს უდრის. თუმცა, თუ მათ ფიფქიასაც დავუმატებთ, 8 პერსონაჟის საშუალო ასაკი 250.25 წელს შეადგენს. შეგვიძლია ფიფქიას ასაკის დადგენა? თუ კი, როგორ?

Photo credit: Depositphotos

ამოცანების ამოხსნა

  1. თუ ჩვენს მაგალითს უფრო “მათემატიკურ” სახეს მივცემთ, 2x + x² = 24. აქედან, მარტივია იმის გარკვევა, რომ x=4. ამ შემთხვევაში, ძროხის უკან რჩება რიცხვი 38-8(ორი იხვი)=30. ამიტომ, სტაფილოს მნიშვნელობის საპოვნელად, უბრალოდ ამოხსენით მარტივი მაგალითი – 42-30-4=8.
  2. მეორე ამოცანის პირობების მიხედვით, გასაგებია, რომ 1 ციყვს 1 კაკლის შესაჭმელად 1.5 წუთი სჭირდება. ესე იგი, 1 ციყვი 9 წუთში მიირთმევს 9/1.5=6 კაკალს. ამიტომ, 9 ციყვი ამ დროში 6*9=54 კაკლით ამოივსებს კუჭს.
  3. 3. პირველ რიგში, საჭიროა 7 ჯუჯის საერთო ასაკის გამოთვლა, რაც 284*7=1988 წლის ტოლია. ახლა ვიპოვოთ 8 ადამიანისგან შემდგარი ჯგუფის საერთო ასაკი – 250.25*8=2002. ფიფქიას ასაკის დასადგენად, უბრალოდ იპოვეთ სხვაობა ამ ორ რიცხვს შორის: 2002-1988=14 წელს.
Photo credit: Depositphotos

იმედია, ამ ამოცანების ამოხსნა ძალიან არ გერთულად, თავად პროცესი კი სასიამოვნო და სახალისო იყო. თუ ასეა, დიდი ალბათობით, მათემატიკის მასწავლებლებმა ხარისხიანად შეასრულეს თავიანთი საქმე და შეძლეს ჩვენს თავებში სასარგებლო ცოდნის ჩამატება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს