“სტატუსური გარდერობი” – ესაა გარდერობი თავდაჯერებული ადამიანისა, რომელიც აფასებს საკუთარ თავს, დროსა და ფულს. ასეთი ქალები ახერხებენ საკუთარი თავის მომგებიანი მხრიდან ჩვენებას. ისინი უსმენენ გარშემომყოფებს, თუმცა, მათი ნებართვა და ქება არ სჭირდებათ, რამდენადაც ისინი, ხშირად, თავად იქცევიან აღფრთოვანების და სამაგალითო ობიექტად. Paparazzi.ge-ის რედაქცია გიამბობთ, თუ გარდერობის რომელი დეტალები მისცემს თქვენს გარეგნობას მდიდრულ და უნაკლო იერს.
მდიდრული ტანსაცმელი
თუ სტატუსური გარდერობის შექმნა გსურთ, აუცილებლად უნდა ორიენტირდეთ შემდეგი პუნქტებით:
1. მშვიდ ფერთა გამა
მკრთალი, მშვიდი, პასტელური და ბუნებრივი ფერები ქმნის ჰარმონიულ, ელეგანტურ ლუქებს. ისინი, თავის მხრივ, სტატუსური გარდერობისთვის ერთგვარი საფუძველია.
2. კლასიკური ფიგურები
თუ ახლა იწყებთ გარდერობში ფიგურების დამატებას, მიანიჭეთ უპირატესობა კლასიკურ ვარიანტებს, ისევ მშვიდ ფერებში.
3. დეტალები მეტალის ერთ ფერში
დიდი ხანია, დავობენ იმის შესახებ, შეიძლება თუ არა ოქროსა და ვერცხლის ერთდროულად ტარება. გირჩევთ, გარდერობი ისე ააწყოთ, რომ მისი თითოეული დეტალი ხაზს უსვამდეს მეორეს, მათ შორის, აქსესუარებს.
4. ბუნებრივი ქსოვილები
სელი, ბამბა, მატყლი, აბრეშუმი ლუქს გაცილებით უფრო “ძვირადღირებულს” ხდის. იაფფასიანი სინთეტიკა, ხშირად, ელვარებს, ლანდავს ან არ აქვს კეთილშობილი ტექსტურა.
5. კარგი დგომა
თქვენი სხეულის პარამეტრების მიხედვით, კომპლექტი უნდა გიხდებოდეთ. ამიტომ, ეცადეთ, აირჩიოთ ისეთი ტანსაცმელი, რომელიც თქვენი ფიგურის ტიპს უხდება. თუ ტანსაცმელი ცუდად დგას ტანზე, ვერავინ შეაფასებს მისი “მოდურობის” ხარისხს.
6. ბუნებრივი ლუქი
დღის მაკიაჟი, სწორად შერჩეული აქცენტებით, ლუქს დასრულებულ იერს მისცემს. დასვით აქცენტი კანისა და თმის ჯანმრთელობაზე. ნუ ეცდებით ყველაფრის დამალვას დეკორატიული კოსმეტიკისა და ველური ვარცხნილობის ქვეშ.
7. სიმარტივე და ლაკონიურობა
სტატუსური გარდერობის შექმნის ყველაზე მარტივი საშუალება მინიმალიზმია. სწორედ ისაა შესაფერისი ნებისმიერი ცხოვრებისეული სიტუაციისთვის.
ჩაინიშნეთ ეს რჩევები და იჩქარეთ საოცნებო გარდერობის შექმნა, რომელიც საშუალებას მოგცემთ, საუკეთესოდ გამოიყურებოდეთ. თუმცა, გახსოვდეთ: არ მიეცეთ წამიერ გატაცებას და არ შეიძინოთ ყველა მოდური ნივთი, რომლებიც ერთმანეთს საერთოდ არ ეხამება.