საზრიან ადამიანს ნებისმიერი სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა შეუძლია. ბევრი დარწმუნებულია, რომ ადამიანი ჭკვიანი მხოლოდ დაბადებიდან არის, ხოლო ამ თვისების შეძენა შეუძლებელია. ნამდვილად ასეა?
„პაპარაცი“ დარწმუნებულია, რომ თქვენც შეძლებთ ჭკვიანი იყოთ, თუ ტვინის განვითარებაზე იმუშავებთ. სწორედ ამიტომ, რეგულარულად ვეძებთ საინტერესო ამოცანებს საზრიანობაზე, რომელიც ნებისმიერს ჩიხში მოაქცევს. თუმცა შესაძლოა საზრიანმა ადამიანმა სწრაფად ამოხსნას. შეამოწმეთ საკუთარი თავი.
ამოცანა საზრიანობაზე
1. პირველი ამოცანის ამოსახსნელად გთავაზობთ უმარტივეს მაგალითებს სურათებით, რომ გამოსავლის გზა სწრაფად იპოვოთ. უნდა გაარკვიოთ, თუ რა რიცხვი იმალება თითოეული სურათის მიღმა და რა მნიშვნელობა უნდა იყოს ბოლოში, კითხვის ნიშნის ადგილას.
2. მეორე ამოცანა თავსატეხია. ცნობილია, რომ 5 მანქანა 5 წუთში 5 მაისურს აწარმოებს. ამ მწარმოებლობის გათვალისწინებით, გაარკვიეთ, რამდენი დრო დასჭირდება 100 ერთნაირი სამოსის საწარმოებლად 100 მანქანას.
3. შემდეგ უფრო რთულ ამოცანას გთავაზობთ. აქ უნდა გაარკვიოთ, თუ რა რიცხვი იმალება ლამაზი, შავი კატების, თეთრი თაგვების და ყველის ნაჭრების მიღმა. არა მხოლოდ საზრიანობა, არამედ დაკვირვების უნარიც დაგჭირდებათ.
4. და ბოლოს ამოცანა, სადაც მხოლოდ ერთი ცარიელი უჯრა უნდა შეავსოთ. თუმცა ცხადი გადაწყვეტილება, როგორიცაა 6, აქ არ გამოგადგებათ. შეძლებთ მიხვდეთ, თუ რაზეა აქ საუბარი?
ამოცანების ამოხსნა
1. ბოტასების მიღმა იმალება 30/3=10. აქედან შეგიძლიათ იპოვოთ რიცხვი, რომელიც კაცის გამოსახულების მიღმა იმალება (20-10)/2=5. მაშინ წყვილი შესაკრავების მიღმა იმალება (13-5)=8 ერთი შესაკრავი კი 4 ტოლია.
ახლა ბოლო მაგალითი ამოვხსნათ. აქ მხოლოდ ერთი ბოტასი და 1 სახვევია. თუმცა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ კაცს, რომელსაც ფეხზე აცვია და თითოეულ ხელში შესაკრავი უჭირავს. გამოდის აქ მამაკაცი 5+10+8–23–ია, სწორედ ამიტომ, ბოლო მაგალითი ასე გამოიყურება 5+(23*4)=5+92=97.
2. თუ 5 მანქანა 5 წუთში 5 მაისურს აწარმოებს, გამოდის 1 მანქანას 1 მაისურის საწარმოებლად 5 წუთი სჭირდება. თუ 100 მანქანა გვაქვს, 100 მაისურის წარმოებას 5 წუთი დასჭირდება.
3. შავი კატის მიღმა ციფრის საპოვნელად კვადრატული ფესვი უნდა იპოვოთ (38-2)=36. ის უდრის 6. თაგვებს მიღმა უკვე კვადრატული ფესვი 150/6=25–დან. რაც უდრის 5.
ამ შემთხვევაში 4 ყველის ნაჭრის მიღმა იმალება 180/6/5=30/5=6. 2 ყველის მიღმა კი 3. ბოლო მაგალითი კი ასე გამოიყურება (6*2) – (5*3) =12-15= -3
4. ეს სურათი რიცხვებზე ჩვეულებრივი ამოცანა არაა. ის, რასაც სურათზე ვხედავთ – ავტომობილის გადაცემის აპარატის ყუთის სქემაა. სწორედ ამიტომ, ცარიელ უჯრაში თავს უნდა იწონებდეს ასო R.
ვიმედოვნებთ, რომ ამ ამოცანების ამოხსნა არ გაგიჭირდათ. მოგვწერეთ, რომელი ამოცანა აღმოჩნდა ყველაზე რთული და რომელი ამოხსენით ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე.