დესერტი მოცარტის სამშობლოდან „ზალცბურგის ნოკერლნი“: წამებში გაქრება

910

ავსტრიაში იციან, თუ როგორ გადააქციონ შაქართან ერთად ათქვეფილი ცილა დესერტად. კარანტინამდე მოცარტის სამშობლოს, ზალცბურგის მონახულება მოვასწარი. ამ მშვენიერი ქალაქის ბუნების სილამაზე და მისი დესერტები ძალიან შემიყვარდა.

დიდი ხანი ვერ ვბედავდი ყველაზე იდუმალი ავსტრიული დესერტის, ზალცბურგის ნოკერლნის, მომზადებას, სანამ ამ რეცეპტს არ გადავაწყდი. გამოთქმა „ეშმაკი ისეთი საშიში არაა, როგორც ხატავენ“ სწორედ ამ დესერტის მომზადებაზეა.

დესერტი განასახიერებს 3 მთას, რომელიც ზალცბურგზეა გარშემორტყმული, ხოლო შაქრის ფხვნილი – დათოვლილი მწვერვალებია. ტრადიციულად, ზალცბურგის ნოკერლნი სუფრაზე შტოშის სიროფთან ან ნაღებთან ერთად გააქვთ. ეს დესერტი ძალიან მომეწონა დედის მიერ მომზადებულ ჟოლოსთან ერთად.

Photo credit: Depositphotos

ათქვეფილი ცილები შაქართან ერთად

დღეს „პაპარაცი“ გიზიარებთ უჩვეულო დესერტის „ზალცბურგის ნოკერლნის“ მომზადების ინსტრუქციას.

დესერტის ინგრედიენტები:

  • 100 გრ შაქარი
  • 5 კვერცხი
  • 50 გრ ჟოლო
  • 2 ს/კ ფქვილი
  • 1 ს/კ სახამებელი
  • 0,5 ჩ/კ ვანილის არომატიზატორი
  • ლიმონის ცედრა
  • 0,5 ჩ/კ გამაფხვიერებელი
  • მწიკვი მარილი
  • შაქრის ფხვნილი მოსაყრელად

სიროფის ინგრედიენტები:

  • 50 გრ ჟოლო
  • 40 მლ ნაღები
  • 10 გრ შაქარი

მომზადება:

1. კვერცხის ცილა და გული დააცალკევეთ. თქვენ დაგჭირდებათ 5 კვერცხის ცილა და 3 გული. ცილები მწიკვ მარილთან ერთად მყარი ქაფის მიღებამდე ათქვიფეთ, შემდეგ შაქარი დაუმატეთ და ათქვეფა გააგრძელეთ.

2. ცალკე თასში კვერცხის გულს ლიმონის ცედრა და ვანილის არომატიზატორი დაუმატეთ. კარგად აურიეთ, შემდეგ კვერცხის გულები ცილების მასაში ჩაასხით. ფქვილი, სახამებელი და გამაფხვიერებელი დაუმატეთ. სილიკონის ჯოხით ნაზად აურიეთ.

3. საცხობ ფორმას ცოტა კარაქი წაუსვით, შემდეგ მასის ნახევარი მოათავსეთ. ზემოდან ჟოლო თანაბრად გადაანაწილეთ, შემდეგ მასის მეორე ნაწილიდან სამი მწვერვალი გააკეთეთ (გახსოვდეთ, რომ ზალცბურგს სულ 3 მთა ახვევია).

4. წინასწარ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 20 წუთით აცხვეთ.

ყურადღება მიაქციეთ, რომ მწვერვალები უნდა შეწითლდეს, მაგრამ ყავისფერი არ გახდეს. თუ ძალიან სწრაფად შეწითლდა (დროზე ადრე), ტემპერატურას დაუწიეთ. გთხოვთ, ღუმელის კარი პროცესის დასრულებამდე არ გააღოთ – ყველაფერი წყალში ჩაგივარდებათ, მწვერვალები ტემპერატურის ცვლილების გამო დაეცემა.

5. სანამ დესერტი ცხვება, შეგიძლიათ ჟოლოს სოუსი მოამზადოთ. ამისთვის ცალკე თასში ჟოლო ჩანგლით დაჭყლიტეთ. ნაღები შაქართან ერთად ათქვიფეთ და ჟოლო აურიეთ.

6. მზა დესერტს შაქრის ფხვნილი მოაყარეთ. სუფრაზე ჟოლოს სოუსთან ერთად გაიტანეთ. გემრიელად მიირთვით!

როგორც ოჯახის წევრებმა მითხრეს: „ათქვეფილი ცილები შაქართან ერთად უბრალოდ შეუდარებელია!“ ნოკერლნი სუფლეს მოყვარულებს ძალიან მოეწონებათ.

გასინჯვის შემდეგ მიხვდებით, თუ რატომ თვლიან მას ავსტრიული კულინარიის მწვერვალად. დესერტი წარმოუდგენლად გემრიელი და ნაზია. გირჩევთ მისი მომზადება სცადოთ!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს