კვება ამოსოვის მიხედვით: შეღავათების, შიმშილის და არარეგულარული სადილის გარეშე

0
877

ადამიანები ყველაფრისთვის მზად არიან, რომ სასწორზე სანუკვარი ციფრი დაინახონ. თუმცა მტანჯველი დიეტები და მკაცრი შეზღუდვები ხანგრძლივ შედეგს არ გვაძლევს. პირველ რიგში, უპასუხეთ ერთ მნიშვნელოვან კითხვას: „გსურთ იყოთ გამხდარი თუ ჯანმრთელი?“ იდეალურ პირობებში ეს ორი გაგება ერთმანეთში იხლართება, ოღონდ იმ პირობით, თუ იცით როგორ იკვებოთ სწორად.

რთული წარმოსადგენია, თუ რამდენი შრომა ეძღვნება კვებას. ინტერნეტი სავსეა სპეციალისტების სხვადასხვა რჩევებით, მეთოდებით და ტექნიკებით. ზოგიერთი მათგანი ყურადღებას ნამდვილად იმსახურებს, ზოგი კი, პირიქით, ადამიანს ზიანს აყენებს.

„პაპარაცი“ სწორ დაბალანსებულ კვებას ემხრობა. სწორედ ამიტომ, დღეს თქვენთვის რაღაც საინტერესო და ღირსეული მოამზადა.

როგორ უნდა იკვებოთ

„ჯანმრთელობა თქვენი ძალისხმევის შედეგია. მის გარეშე მედიცინის იმედი არ გამართლდება“ – ამბობდა საბჭოთა ექიმ–კარდიოლოგი ნიკოლ ამოსოვი. მან სწორი კვების მნიშვნელობაში ბევრი იდეა შეიტანა. დაბალანსებული რაციონი რეგულარულ ფიზიკურ ვარჯიშთან კომბინაციაში ადამიანის ჯანმრთელობას საფუძველს უქმნის.

ლეგენდარული ექიმი მთელი ცხოვრება ცდილობდა, რომ მისი სხეულის მასა ოპტიმალური ყოფილიყო. ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მთელ რიგ პრობლემებთან შეჯახებისას მათი გადაჭრის ვარიანტებს ეძებდა და საკუთარ სხეულზე ექსპერიმენტებს ატარებდა.

მრავალწლიანი მუშაობით შეიქმნა მისი ცნობილი სისტემა ჯანმრთელობის გასაძლიერებლად „1000 მოძრაობა“. ამოსოვმა შეიმუშავა ჯანსაღი კვების გარკვეული წესი, რომლებსაც დღეს გიზიარებთ.

ნიკოლ ამოსოვის კვების წესი

ამოსოვი თვლიდა, რომ ერთნაირად მნიშვნელოვანი, თუ რას ჭამთ და რა რაოდენობით. პირველ რიგში, დღეში 4-5-ჯერ უნდა იკვებოთ. ამასთან ულუფები მცირე უნდა იყოს. მეორეც, ყოველდღე 2-3 ლ სითხის მიღება უკიდურესად მნიშვნელოვანია.

თუ პირველი პუნქტი ყველასთვის ცნობილია, მეორეზე შეგვიძლია ვიკამათოთ. აქ, ყველაფერი პირდაპირ თქვენი სხეულის წონაზეა დამოკიდებული.

ამოსოვი გირჩევთ კალორიების ცხრილი გამოიყენოთ. ამის ცოდნა მნიშვნელოვანია, რომ იცოდეთ, თუ რომელი პროდუქტის ჩამატება შეიძლება რაციონში და რომელი პროდუქტის მიღება უნდა შეზღუდოთ.

სხვათა შორის, ახლა შეგიძლიათ სმარტფონში სპეციალური კვების აპლიკაცია ჩამოტვირთოთ. ასეთი აპლიკაციები ისეა შექმნილი, რომ კალორიებს ავტომატურად ითვლის. ამასთან აჩვენებს, თუ რამდენი ცილები, ცხიმები და ნახშირწყლებია. თქვენ მხოლოდ საჭირო პროდუქტის არჩევა და მისი მითითება მოგიწევთ.

ცილები, ცხიმები და ნახშირწყლები

ამოსოვს ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების მიმართ საკუთარი მოსაზრება ჰქონდა.

კარდიოლოგი გირჩევთ, რომ რაციონიდან მარილი ამოიღოთ ან მისი მოხმარება შეამციროთ. ამ საკითხში ამოსოვს არ ვეთანხმებით, რადგან მარილი ორგანიზმისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, მასზე უარის თქმა არ ღირს.

ამოსოვის ფილოსოფია

ამოსოვი ქირურგიულ საქმიანობას 80 წლამდე აგრძელებდა. დარწმუნებული იყო, რომ ადამიანისთვის შეუძლებელი არაფერია. სისტემური ვარჯიშით (როგორც ფიზიკური, ასევე გონებრივი) ყველაფრის მიღწევა შეიძლება. გასაკვირი არაა, რომ ექიმ–კარდიოლოგმა ასეთი მემკვიდრეობა დატოვა.

მან დიდი წვლილი შეიტანა არა მხოლოდ მსოფლიო კარდიოლოგიაში, არამედ კიბერნეტიკაში. ამოსოვი გახდა უკრაინაში პირველ გულ–ფილტვის აპარატის შემქმნელი. ის ხელოვნური ინტელექტის და ადამიანის სოციალური ქცევის საკითხს სწავლობდა.

უდაოდ, მან მთელი თავისი ცხოვრებისთვის აზრის მიცემა შეძლო. ბევრისთვის დისციპლინირებული და შეუპოვარი ადამიანის მაგალითი, თავისი საქმის პროფესიონალი გახდა. მას პატივს სცემენ, ახსოვთ და უყვართ.

ნიკოლ ამოსოვის კვების წესების შესახებ გსმენიათ? აუცილებლად გვიამბეთ, თუ რას ფიქრობთ ამ საკითხში ექიმის პოზიციაზე.