ოსტეოართროზის (“მარილების დაგროვება”) საწინააღმდეგო ორი ხალხური რეცეპტი.

5765

ხალხში, მრავალი ათეული წლის წინ დამკვიდრებული, დაავადების ტერმინი ,,მარილების დაგროვება“, დღესაც დიდი პოპულარობით სარგებლობს და არა მხოლოდ საქართველოში. სინამდვილეში, არცთუ ბევრმა იცის, რომ ამ დაავადებას კავშირი არ აქვს ქიმიურ ნივთიერება მარილთან და მის ორგანიზმში დაგროვებასთან (განსხვავებით მიკროკრისტალური ართრიტების ჯგუფის დაავადებებისგან). მარტივი ენით რომ ავხსნათ, ეს არის სახსარში შემავალი ძვლების ზედაპირების მფარავი ხრტილოვანი ქსოვილის შემადგენელი ნივთიერებების წარმოქმნასა და დაშლას შორის დისბალანსით მიმდინარე პათოლოგიური პროცესი, რომელიც შემდეგ ვრცელდება სუბქონდრალურ ძვალზე და სახსრის შემადგენელ ყველა კომპონენტზე და დროთა განმავლობაში, ხელს უშლის სახსრის ნორმალურ ფუნქციონირებას, რაც, თავის მხრივ, უარყოფითად ისახება ადამიანის შრომისუნარიანობაზე და სიცოცხლის ხარისხზე.

თუ გსურთ თავი დაიხსნათ მარილების დაგროვებისაგან მაშინ აუცილებლად უნდა გამოიყენოთ ეს რეცეპტები სამკურნალოდ.

რეცეპტი # 1

დაგვჭირდება:

  • 500 გრ შტოში
  • 200 გრ ნიორი
  • 1 კგ თაფლი

მომზადების და გამოყეების წესი:

აიღეთ 500 გრ შტოში და 200 გრ ნიორი, გაატარეთ ხორცსაკეპში, გააჩერეთ ეს ნარევი ერთი დღე – ღამე ოთახის ტემპერატურაზე, დაუატეთ 1 კგ თაფლი – ყოველივე ეს აურიეთ ერთმანეთში და მიიღეთ თითი ჩ/კ -ით 3 – ჯერ დღეში 15 წთ -ით ადრე ჭამამდე.
სამლიტრიანი ქილის დამთავრების შემდეგ გასაოცარ შედეგს მიაღწევთ.

რეცეპტი # 2

ინგრედიენტები:

  • ოხრახუშის 250 გრ ფესვები
  • ოხრახუშის 150 ფოთლები
  • 300 გრ თაფლი
  • 250 გრ ლიმონი

მომზადების და გამოყენების წესი:

ოხრახუში ( 250 გრ ფესვები და 150 გრ ფოთლები ) უნდა გაატაროთ ხორცსაკეპში, დაუმატეთ 300 გრ თაფლი და 250 გრ ლიმონი ქერქიანად. ოღონდ მარცვლების გარეშე. მიიღეთ ჩ/კ – ით ერთი სთ -ით ადრე ჭამამდე მთელი თვის განმავლობაში. წელიწადში უნდა ჩაიტაროთ 4 კურსი. ამ რეცეპტის წყალობით მარილების დაგროვებასთან დაკავშირებული პრობლემები მოგეხსნებათ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს