თვალის ინფექციების 7 საშიში სიმპტომი, რომლებიც დროულად უნდა ამოიცნო

515

ტკივილი, სიწითლე, ქავილი, ცრემლდენა – თვალის ინფექციების ამ სიმპტომებს ბევრი ჩვენგანი ცხოვრებაში ერთხელ მაინც შეხვედრია. ასეთი ინფექციების უმრავლესობა მარტივად იკურნება და გართულებების გარეშე ქრება, თუმცა, ზოგიერთი მათგანი რეალურ საფრთხეს უქმნის თვალებს და სიბრმავის გამოწვევაც კი შეუძლია. სწორედ ამ მიზეზითაა მნიშვნელოვანი თვალის ინფექციების სიმპტომების ცოდნა, რათა დროულად მიმართოთ ექიმს და არ დაკავდეთ თვითმკურნალობით.

1. კონიუქტივიტი

ეს თვალის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა, რომელიც კონიუქტივების(გამჭვირვალე მემბრანების, რომლებიც ქუთუთოებს ათანაბრებს) ანთების ან ინფექციის შედეგია. ხშირ შემთხვევაში, დაავადების გამომწვევია ვირუსი, და რაღაც დროის შემდეგ დაავადება თავისით გადადის, თუმცა, ისეც ხდება, რომ სიმპტომები ბაქტერიების ზეგავლენით ჩნდება, რომლებთან გამკლავებაც მხოლოდ ანტიბიოტიკებს შეუძლია. მხოლოდ ექიმის ფუნქციაა ამ პრეპარატების დანიშნვა.

2. ბლეფარიტი

ესაა ქუთუთოს ანთება, რომელიც იწვევს ბაქტერიულ ინფექციებს. როგორც წესი, დაავადება გავლენას არ ახდენს მხედველობაზე, თუმცა სიმპტომები მაინც უსიამოვნოა და ხელს გვიშლის სრულყოფილ ცხოვრებაში.

3. კერატიტი

საშიში ინფექციური დაავადებაა, რომელსაც მხედველობის შეუქცევლად დაზიანება შეუძლია. ბაქტერიები, ვირუსები, პარაზიტები და სოკოები აღწევენ რქოვანაში და იწვევს ანთებით პროცესს. მნიშვნელოვანია მკურნალობის დროული დაწყება და ექიმის დანიშნულების მკაცრად დაცვა.

4. ენდოფტალმიტი

ინფექციური დაავადება, რომლის მწვავე ფორმას სასწრაფო ოპერაციას მოითხოვს. ესაა თვალისშიდა ინფექცია, რომელიც იწვევს სწრაფად განვითარებად ანთებით პროცესს, ეს უკანასკნელი კი – მხედველობის შეუქცევად დაზიანებას.

თვალის ინფექციების სიმპტომები

თვალის პრაქტიკულად ყველა ინფექციურ დაავადებას თან ახლავს მსგავსი სიმპტომები. ძალიან მნიშვნელოვანია, პირველივე სიმპტომების გაჩენის შემდეგ, დაუყოვნებლივ მიმართოთ ექიმს: ზოგიერთი ინფექციის შემთხვევაში, თქვენი მხედველობა სერიოზული საფრთხის ქვეშ შეიძლება იყოს. აი, ძირითადი სიმპტომები თვალის ინფექციებისა:

  • ცრემლიანი ან, პირიქით, გამომშრალი თვალები;
  • გამონადენი თვალიდან;
  • გაწითლებული ან შეშუპებული ქუთუთოები;
  • ქავილი;
  • წვა;
  • ტკივილი;
  • მომატებული მგრძნობელობა სინათლის მიმართ;
  • მხედველობის დაქვეითება ან დაბინდვა(ეს სიმპტომი საგანგებო სიტუაციაა, თუ იგი დადგა, მაშინვე მიმართეთ ექიმს!)
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს