ახალი წელი – ესაა სასწაულებისა და ნამდვილი დღესასწაულის დრო. ბევრისთვის, ეს განსაკუთრებული დღესასწაულია და, რაღა თქმა უნდა, გვინდა, მას სრულყოფილად შევხვდეთ. რა ფერის ტანსაცმელი უნდა ჩაიცვათ ახალი წლის საღამოს, რომ დამდეგი წლის მფარველი გაახაროთ – Paparazzi.ge-ის რედაქცია ახლა სწორედ ამას გიამბობთ.
მართალია, ბევრ ჩვენგანს ამ ღამის გატარება სახლში მოუხდება, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ აქვს აზრი, რას ჩაიცვამთ ახალ წელს. ტანსაცმელი მნიშვნელოვანია, რამდენადაც სწორედ მას შეუძლია ხარის კეთილგანწყობისა და იღბლის მოზიდვა. ჩვენ ხომ სწორედ ეს გვჭირდება მომავალ წელს.
რას იცვამენ ზოდიაქოს ნიშნები ახალ წელს?
ასტროლოგები აქცენტის გაკეთებას ნათელ ფერებზე გვირჩევენ. რამდენადაც ამ წლის მფარველი თეთრი მეტალის ხარია, ფერებიც შესაბამისი უნდა იყოს. ხარს არ უყვარს მკვეთრი ფერები, განსაკუთრებით, წითელი. ამიტომ, ალისფერი კაბა შემდეგი დღესასწაულისთვის შემოინახეთ. კონცენტრირდით უბრალო და ელეგანტურ ელფერებზე.
ხარი, აგრეთვე, აფასებს სისადავესა და თავდაჯერებულობას. უარი თქვით დუსარგებლო დიდებულებასა და თვალშისაცემ სამკაულებზე. სისადავე არის მთავარი, რაც თქვენს საახალწლო ლუქში უნდა ჩანდეს. ახლა გავარკვიოთ, კონკრეტულად რა უნდა ეცვას ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს ახალი წლის საღამოს.
1. ვერძი
მისთვის საუკეთესო ფერი წითელია, ოღონდ არა ახალი წლის ღამეს. წითლის ყველა ელფერი აკრძალულია სადღესასწაულო საღამოს, ამიტომ, იპოვეთ რამე სხვა. ასტროლოგები ვერძს ურჩევენ თეთრი, ვერცხლისფერი ან ნაზი ვარდისფერი ტანსაცმლის არჩევას. დასაშვებია წითელი დეტალი ან აქსესუარი, ოღონდ არა ჭარბი რაოდენობით.
2. კურო
ამ ახალ წელს კუროსთვის იღბლიანი ფერი იქნება შავი და ყავისფერი. შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ეს არც ისეთი სადღესასწაულო ფერებია, თუმცა, ხარის თვალში ნამდვილად ამაღლდებით. ზედმეტი არ იქნება მეტალის აქსესუარები.
3. ტყუპები
დღესასწაულზე ტყუპები ლურჯ ტანსაცმელში უნდა გამოეწყოს. მთავარი ყურადღება კი აქსესუარებს უნდა დაუთმოს. მეტალის ყველა დეტალი მხოლოდ იზიდავს იღბალს, ამიტომ არ ღირს ამ ფერების უგულებელყოფა. აგრეთვე, არ დაგავიწყდეთ ტანსაცმელთან 1-2 მოდური სამკაულის გაკეთებაც. ამბობენ, რომ წყვილი სამკაულები ცხოვრებაში მეორე ნახევარს მოიზიდავს.
4. კირჩხიბი
ამ ნიშანს ასტროლოგები მიწისა და ქვიშისფერ ტანსაცმელს ურჩევენ. ასე შეძლებთ ბალანსის დაცვას თქვენს ფერსა და 2021 წლის სიმბოლოს შორის. არ დაგავიწყდეთ ლუქის შევსება ვერცხლისფერი სამკაულებით.
5. ლომი
ახალი წლის ღამეს, ლომი უნდა ბრწყინავდეს! პირველ რიგში, ეს მას ძალიან უყვარს, მეორეც, ხარს ეს მოეწონება. თუმცა, არ გირჩევთ მხოლოდ ოქროსფერ ტანსაცმელზე ჩაციკლვას. წელს ასტროლოგები ლომებს ცისფერ-ლურჯ ფერებს უხამებენ. ამ ლუქის შევსება კი ოქროსფერი სამკაულებით შეიძლება.
6. ქალწული
ქალწულისთვის იღბლიანი ფერებია ყავისფერი, ყვითელი, მწვანე და ხორცისფერი სწორედ ეს ფერები მოუტანს ქალწულს მომავალ წელს წარმატებას. საღამოს კაბა საუკეთესო არჩევანია ახალი წლის ღამეს.
7. სასწორი
მისთვის მნიშვნელოვანია ბალანსის დაცვა, თუმცა, ახალი წლის ღამეს თავზე გასვლა შეიძლება. ასტროლოგოები გვირჩევენ საღამოს კაბის ყველაზე თამამი ვარიანტის არჩევას. შეიძლება მკაცრი ჭრილის ან ასიმეტრიული დაფარვის ვარიანტის შერჩევა. ფერთა გამა დამდეგი წლისთვის კლასიკური უნდა იყოს: ყავისფერი, ხორცისფერი, თეთრი. ითამაშეთ კომბინაციებით, საინტერესო იქნება.
8. მორიელი
იგი სავსეა ვნებებით, თუმცა, ახალი წლის ღამეს თავისი ხიბლის მოზომვა დასჭირდება. მკვეთრი და მყვირალა ლუქი ხარს არ მოეწონება. უმჯობესია, გამოავლინოთ თავშეკავებულობა, აირჩიეთ პასტელური ტონები. შეავსეთ ლუქი მასიური სამკაულებით.
9. მშვილდოსანი
ამ ნიშნის მთავარი მისია ახალ წელს იქნება კომფორტული ლუქის შექმნა. აირჩიეთ ის მოდელი, რომელიც თქვენ მოგწონთ. საუკეთესო ფერებია თეთრი და მეტალისფერი. თუ ტანსაცმელს მბრწყინავი ელფერი ექნება – სულ უკეთესი. ლუქის სრულყოფა შეგიძლიათ რამე დახვეწილი სამკაულებით.
10. თხის რქა
თხისრქამაც ბუნებრივ პალიტრას უნდა გადახედოს. მწვანე, ყავისფერი და რუხი საუკეთესო ფერებია ახალი წლის საღამოსთვის. აგრეთვე, კარგი არჩევანი იქნება პასტელური ტონები. გაამარავალფეროვნეთ ლუქი თქვენი გემოვნებით.
11. მერწყული
უპირატესობა მიანიჭეთ რუხ ან ლურჯ ტანსაცმელს. ხარს მოეწონება, თუ თქვენი ლუქი თვალშისაცემი და მოელვარე იქნება. დაუმატეთ ლუქს დიდი სამკაულები. საუკეთესო ვარიანტი იქნება სამაჯურები და გულსაბნევები.
12. თევზები
თქვენთვის იდეალური ფერებია თეთრი ან ღია ხორცისფერი. რაც უფრო ღია და ნაზი იქნება ტანსაცმელი, მით უკეთესი. აგრეთვე, არ დაგავიწყდეთ აქცენტების დამატება მაკიაჟისა და აქსესუარების გამოყენებით. მეტალის სამკაულები საუკეთესო ვარიანტია.
ახალი წელი ახალი წლის ღამით იწყება, სწორედ ამიტომ, აუცილებელია, წლის მფარველს თავიდანვე ასიამოვნოთ სწორად შერჩეული ტანსაცმლით. რძისფერი, კრემისფერი, ხორცისფერი, ვერცხლისფერი, ნაცრისფერი – ყველა ეს ფერი მომგებიანი ვარიანტია ზოდიაქოს ნებისმიერი ნიშნისთვის. აგრეთვე, ხარს მოეწონება ცის, ბალახისა და მიწისფერები.