ჩვენ ყველა ვივსებით ახალი იმედებით. წელს იმდენი უსიამოვნება დაგვატყდა თავს, რომ უკვე აღარ ვიცით, რას ველოდოთ მომავალში. თითქოს, ყველაფერი ცუდი უკვე მოხდა, არა? მოდით, არ დავკარგოთ უკეთესი მომავლის რწმენა. გაიარეთ მარტივი ტესტი და გაიგეთ, რა გელოდებათ. 2021 წლის ახალი წინასწარმეტყველება უკვე მალე შევა ძალაში.
ახალი წინასწარმეტყველება 2021 წლისთვის
თოვლის ბაბუა ყოველთვის იმ ბავშვებთან მოდის, რომლებიც მთელი წლის განმავლობაში კარგად იქცეოდნენ. შესაძლოა, მან ზრდასრულებსაც შეუაროს სახლში. მაშინაც კი, თუ გასული წლის ყოველ წუთს მისაბაძი ადამიანი არ ყოფილხართ, მაინც მიიღებთ სურპრიზს. თქვენ წინაშეა სამი ტომარა. თითოეულ მათგანშია რამდენიმე რჩევა და მნიშვნელოვანი წინასწარმეტყველება თქვენთვის. აირჩიეთ ერთ-ერთი მათგანი და წაიკითხეთ მისი შიგთავსი ქვემოთ.
ნუ შეუშინდებით მომავალში შეჭვრეტას. ნუ აღიქვამთ მას ზედმეტად სერიოზუად, ეცადეთ, მუდმივად ფხიზლად იყოთ! შეიძლება ვერ შეძლოთ ზოგიერთი გარემოების შეცვლა, თუმცა, შეგიძლიათ ამ მოვლენების აღქმა შეცვალოთ. ჩვენ ყველა სამყაროს საკუთარი წარსულის პრიზმის, მომავლის იმედის გავლით ვუყურებთ… ეცადეთ, იცხოვროთ ამ მომენტით და რეალობა მიიღოთ წარსულისა და მომავლისკენ მიუხედავად.
რას მოგიტანთ ხარის წელი?
1. პირველი ტომარა
თქვენს ცხოვრებაში მრავალი ცვლილება მომხდარა. ახლა სიმშვიდისა და ზომიერების დროა. ნუ იჩქარებთ. ახლა უბრალოდ შეჩერდით, დამშვიდდით და მიეცით სამყაროს საშუალება, ყველაფერი საუკეთესო წესით მოაწყოს. ძილი დაკარგეთ? მთელი ცხოვრება, თითქოს, თქვენ გვერდით მიდის? ნუ იდარდებთ იმაზე, რომ რაღაც მნიშვნელოვანს გამოტოვებთ. ეს წელი სწორედ იმისთვის მოგეცემათ, რომ ცოტათი ამოისუნთქოთ, რაღაც გლობალურის დადგომამდე.
ნუ მოსთხოვთ საკუთარ თავს ზედმეტს და ნუ დაადანაშაულებთ საკუთარ თავს უმოქმედობაში. დაე, ეს პერიოდი თქვენთვის მედიტაციური იყოს და მოგიტანოთ ბევრი კარგი აზრი, ახალი იდეები. დამიჯერეთ, ისინი ნამდვილად გამოგადგებათ.
2. მეორე ტომარა
წელს სწორედ თქვენ გარშემო განვითარდება მნიშვნელოვანი მოვლენები. თვქნეს გარშემომყოფებს თქვენი მხარდაჭერა დასჭირდებათ, არამხოლოდ მეგობრებსა და ნათესავებს, არამედ უბრალო ნაცნობებსაც. არ იდარდოთ, ეს თქვენთვის რთული მისია არ იქნება. ძალას იპოვით ყველასთვის, ვისაც თქვენი დახმარება დასჭირდება. დროც საკმარისი გექნებათ.
ხარის წელს მნიშვნელოვანი კავშირების ჩამოყალიბება დაიწყება. ახალი ნაცნობობა და ურთიერთობის გაუმჯობესება მათთან, ვინც უკვე თქვენს ცხოვრებაშია, თქვენთვის ძალიან სასარგებლო იქნება არამხოლოდ წელს, არამედ თქვენი ცხოვრების შემდეგ ეტაპებზეც. ამიტომ, არ დაგეზაროთ და მხარი დაუჭირეთ გვერდით მყოფ თითოეულ ადამიანს, სანაცვლოდ ხომ გაცილებით მეტს მიიღებთ. და მაინც, არ დაგავიწყდეთ კარგად დასვენებაც!
3. მესამე ტომარა
თუ შესაფერის დროს ეძებდით პირადი შინაგანი და გარეგანი ცვლილებებისთვის, სიხარულით გაცნობებთ, რომ ეს დრო თითქმის დადგა. თუ 2021 წელს შრომის პერიოდად აქცევთ, სასიამოვნოდ გაგაოცებთ სწრაფი და ხანგრძლივი შედეგები. ცვლილებებისთვის მთელ აუცილებელ ცოდნასა და მოთმინებას სამყარო უზრუნველყოფს. თქვენგან მხოლოდ ცოტაოდენი შეუპოვრობაა საჭირო. პირველი ეტაპი ყოველთვის ყველაზე რთულია!
2021 წელს ყველა დადებითი ცვლილება ძალიან ხანგრძლივი იქნება თქვენთვის და ყოველდღე გაგახარებთ. მიეძალეთ!
ხარი ყოველთვის ასოცირდება შეუპოვრობასა და სიჯიუტესთან. შესაძლოა, სწორედ ეს იყოს ის, რაც ყველაზე მეტად გვჭირდება. ცოტაოდენი სიჯიუტე და ბევრი დაჟინებულობა. ნებისმიერ უსიამოვნებას მარტივად გადავლახავთ!