ყურადღებასთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებთ არამხოლოდ სკოლის მოსწავლეებს, რომლებიც ქუჩაში იცქირებიან, როცა მასწავლებელი ახალ მასალას ხსნის, არამედ ზრდასრულებსაც უშლის ხელს, თუმცა, ამას ვერც კი იაზრებენ ხოლმე.
ამიტომ, დღეს Paparazzi.ge-ის რედაქცია გთავაზობთ კონცენტრაციის ტესტს, რომელიც გიჩვენებთ, გაქვთ თუ არა ამასთან დაკავშირებული პრობლემები.
კონცენტრაციის ტესტი
1. პირველ რიგში, გთავაზობთ ნახატს, რომელზეც მხიარული თოვლისბაბუებია გამოსახული. თუმცა, მათ შორის დამალულია რამდენიმე მოწყენილი სახეც. ეცადეთ, იპოვოთ ისინი. დავალების შესასრულებლად 10-15 წამზე მეტი არ უნდა დაგჭირდეთ.
2. მეორე დავალება ცოტატი უფრო რთულია. ამ ნახატზე ბევრი მხიარული სახეა. თუმცა, მათ შორის არის ერთი, რომელიც სხვებზე უფრო ბედნიერია. ეცადეთ, იგი არაუმეტეს 30 წამში იპოვოთ.
3. მესამე დავალებაში უნდა იპოვოთ საყვარელი თაგვი სოკოებს შორის. არც ისეთი მარტივი დავალებაა, როგორც ერთი შეხედვით გეჩვენებათ. იპოვეთ?
4. დაბოლოდ, გთავაზობთ დავალებას, რომელსაც მხოლოდ ყველაზე დაკვირვებული ადამიანი გაუმკლავდება. მრავალ რვაფეხას შორის იმალება თევზი. როგორც ჩანს, დამალვა კარგად ეხერხება, რამდენადაც მისი პოვნა ძალიან რთულია. გვჯერა, ამას შეძლებთ!
მინიშნებები:
პირველ დავალებაში, ერთი მოწყენილი ბაბუა თითქმის ცენტრშია მოქცეული, ხოლო მეორე – სულ ბოლოს. მეორეში ყველაზე ფართოდ მერვე რიგის დასაწყისში მოქცეული სახე იღიმის. თეთრი თაგვი ნახატის მარცხენა ნაწილში, სოკოს უკან იმალება. ბოლო ნახატზე კი თევზის გამობერილი თვალი ცენტრიდან ოდნავ მარცხნივ ჩანს.
ეს დავალებები ბავშვებს დაეხმარებათ გამოფხიზლებასა და სამეცადინოდ მომზადებაში. თქვენ რამდენი მათგანი შეასრულეთ?