მზარეული, რესტორატორი და ტელეწამყვანი ჯეიმი ოლივერი თავისი ექსტრავაგანტული კულინარიული შოუს „ჯეიმის სამზარეულო“ და „30 წუთში ვამზადებთ“ წყალობით პოპულარული გახდა. ინგლისურ ენოვან სამყაროში სახლის სამზარეულოს და ჯანსაღი კვების პროპაგანტისტის სახითაც იცნობენ.
„პაპარაცი“ ყვავილოვანი კომბოსტოს სამ უჩვეულო რეცეპტს გთავაზობთ, რომელსაც ცნობილი შეფ-მზარეული გვიზიარებს. ამ კერძების მომზადების შემდეგ მიხვდებით, რომ ყვავილოვანი კომბოსტო ძალიან გემრიელია!
როგორ მოვამზადოთ ყვავილოვანი კომბოსტო ღუმელში
ინგლისში ყვავილოვანი კომბოსტო იმდენად პოპულარულია, რომ არსებობს გამონათქვამი: „საუკეთესო ყვავილები ყვავილოვანი კომბოსტოს ყვავილებია“. და სულ ტყუილად არა, სასარგებლო ნივთიერებების შემცველობით და მათი ათვისების უნარით დიეტოლოგები ამ კომბოსტოს ერთ-ერთ ყველაზე სასარგებლო ბოსტნეულად მიიჩნევენ.
მის სარგებელს ყველაზე მეტად ქალები აფასებენ. ის ქალის ორგანიზმში ჰორნომალური ბალანსს არეგულირებს, რაც 30 წლის შემდეგ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ონკოლოგიური დაავადებების, მათ შორის მკერდის სიმსივნის განვითარებას აფერხებს.
ჯეიმი ოლივერის თქმით, გამომცხვარი ყვავილოვანი კომბოსტო შეიძლება წასახემსებელიც იყოს, გარნირიც და მთავარი კერძიც. საკმარისია, რომ მომზადების დროს სათანადო ყურადღება მიაქციოთ, სანელებლები დაუმატოთ და ის ნამდვილ ფანტასტიურ კერძად გადაიქცევა.
ყვავილოვანი კომბოსტო ნიორთან, პაპრიკასთან და პომიდორთან ერთად
ეს კერძი სტუმრებს და ოჯახის წევრებს გულგრილს არ დატოვებს. სადღესასწაულო სუფრისთვის გამოდგება და თქვენს დიეტას საფრთხეს არ შეუქმნის. შეგიძლიათ სუფრაზე ხორცთან, თევზთან, ბოსტნეულთან, ჭვავის პურთან, მაკარონთან ან ბრინჯთან ერთად გაიტანოთ.
ინგრედიენტები:
- 1 კგ ყვავილოვანი კომბოსტო
- 4 კბილი ნიორი
- 4 ს/კ მშრალი ჰერესი
- 1 ჩ/კ პაპრიკა
- 400 მლ კონსერვირებული პომიდორი ჩერი
- 40 გრ ნუშის ფანტელები
- ნახევარი კონა ოხრახუში
- ნახევარი კონა ბეგქონდარა
- 1 ლიმონის ცედრა და წვენი
- ზეითუნის ზეთი
- ზღვის მარილი გემოვნებით
- დაფქული შავი წიწაკა გემოვნებით
მომზადება:
- ნიორი გაწმინდეთ, შემდეგ წითელ წიწაკასთან და ნახევარ ბეგქონდარასთან ერთად დანაყეთ. 2 ს/კ ზეითუნის ზეთი დაუმატეთ და გემოვნების მიხედვით აურიეთ.
- ლიმონის ცედრა გახეხეთ და ცალკე ჭურჭელში მოათავსეთ.
- ყვავილოვანი კომბოსტოს გარე ფოთლები მოაშორეთ. ყუნწი მოაჭერით, რომ კომბოსტო ზედაპირზე სწორად დადოთ.
- კომბოსტოს ნივრის ნარევი წაუსვით, შემდეგ საცხობ ფორმაში მოათავსეთ. ჰერესი და ლიმონის წვენი მოასხით.
- ცხელ ღუმელში 1 საათი და 20 წუთით კომბოსტოს დარბილებამდე აცხვეთ.
- ღუმელიდან გამოიღეთ და დაჭრილი პომიდორი დაუმატეთ. კომბოსტოს ლიმონის ცედრა და დარჩენილი ბეგქონდარა მოაყარეთ.
- ფორმა ღუმელში დააბრუნეთ და კიდევ 10 წუთით აცხვეთ, რომ კომბოსტო შეწითლდეს.
- ნუში მშრალ ტაფაზე 2-3 წუთით შეწვით.
- კომბოსტოს კაკალი და უხეშად დაჭრილი ოხრახუში მოაყარეთ. ზეითუნის ზეთი მოასხით და პორციულ ნაჭრებად დაჭერით.
- ჯეიმი ოლივერის რეცეპტით ყვავილოვანი კომბოსტოს გამომცხვარი მზადაა. გემრიელად მიირთვით!
ყვავილოვანი კომბოსტო ძირასთან, ქინძთან და ნუშთან ერთად
ინგრედიენტები:
- 1 თავი ყვავილოვანი კომბოსტო, თანაყვავილები დაჭერით
- 1 ლიმონის ცედრა
- 1 ს/კ კარაქი
- 1-2 ხმელი ჩილის წიწაკა
- 1 მუშა ხმელი და დაქუცმაცებული ნუში
- 2 ჩ/კ ძირის თესლი
- 2 ჩ/კ ქინძის თესლი
- ზეითუნის ზეთი
- მარილი გემოვნებით
მომზადება:
- მარიწყალში ყვავილოვანი კომბოსტო მოხარშეთ (რამდენიმე წუთი საკმარისი იქნება), შემდეგ საწურზე დადეთ, რომ წყლისგან დაიცალოს.
- ჩილი, სანელებლები და მარილი დანაყეთ, შემდეგ ნუში, ზეითუნის ზეთი და კარაქი აურიეთ. ტაფაზე მოათავსეთ და შეწვით.
- რამდენიმე წუთში ყვავილოვანი კომბოსტო დაუმატეთ.
- როცა კარგად შეწითლდება ლიმონის ცედრა მოაყარეთ და კარგად აურიეთ.
- ამის შემდეგ კომბოსტო 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 15 წუთით აცხვეთ, სანამ კომბოსტოს ხრაშუნა კანი არ ექნება.
- გემრიელად მიირთვით!
ყვავილოვანი კომბოსტო ქაფშიებით და ზაფრანით ღვინის სოუსში
ინგრედიენტები:
- 1 დიდი თავი ყვავილოვანი კომბოსტო
- 3 საშუალო ზომის ხახვი
- 6 ფილე ქაფშია ზეთში
- 6 კბილი ნიორი
- 6 დიდი მწვანე ზეთისხილი (კურკებიანად)
- 500 გრ თეთრი ღვინო
- 1 მწიკვი ზაფრანა (აუცილებელი არაა)
- ზეითუნის ზეთი
მომზადება:
- ხახვი ოთხად გაჭერით, ფენებად დააცალკევეთ და ღრმა ტაფაში მოათავსეთ.
- 1 ს/კ ზეითუნის ზეთი, ქაფშიები დაუმატეთ და შეწვით. პერიოდულად აურიეთ.
- ნიორი გაასუფთავეთ, ზეთისხილი დაკურკეთ, ხახვს და ქაფშიებს დაუმატეთ.
- კიდევ 2-3 წუთით ამზადეთ, შემდეგ ღვინო დაასხით და ზაფრანა ან სხვა სანელებელი დაუმატეთ. სოუსი მზადაა.
- ყვავილოვანი კომბოსტოს მომზადება დაიწყეთ. ზედა ფოთლები მოაჭერით. ყუნწი მოაჭერით, რომ კომბოსტო ზედაპირზე სწორად გაჩერდეს, შემდეგ ყუნწის გადანაჭერი ღრმად ჯვარედინად ჩაჭერით.
- კომბოსტო ყუნწით ქვემოთ დადეთ, ზემოდან 1 ს/კ ზეთი დაასხით.
- ყვავილოვან კომბოსტოს სოუსი დაასხით, ზემოდან ცოტა ხახვი მოაყარეთ და სოუსის ადუღებას დაელოდეთ.
- ტაფა ღუმელში 1 საათით და 30 წუთით, ან კომბოსტოს დარბილებამდე შედგით. ცხობის დროს წვენის დასხმა გააგრძელეთ.
- ყვავილოვანი კომბოსტო თეფშზე გადაიტანეთ და ზემოდან რბილი ხახვით, ზეთისხილით და არომატული სოუსის წვენით მორთეთ.
- გემრიელად მიირთვით!
თუ რეცეპტები მოგეწონათ, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.