საჩუქრები, რომლებიც არავის უნდა აჩუქოთ

0
393

ჯერ კიდევ გაუგებარია, როგორ შევხვდებით ახალ წელს, როგორი რეჟიმი გვექნება, თუმცა დროა საჩუქრებზე იზრუნოთ. როგორც არ უნდა იყოს, ახლობლების გახარება გვინდა. მნიშვნელოვანია არ შეცდეთ და ცუდი, შეუსაბამო საჩუქარი არ შეარჩიოთ.

Photo credit: pixabay

„პაპარაცი“ შეგახსენებთ, თუ რისი ჩუქება არ შეიძლება. ასევე გთავაზობთ საჩუქრებს, რომლებიც პანდემიის დროს უადგილოა. სამწუხაროდ, ახალ რეალობასთან დაკავშირებით შეიძლება რაღაც უტაქტოდ გავაკეთოთ, რაც გასულ წელს მისაღებად ითვლებოდა.

ცუდი საჩუქრები

რა არის ცუდი საჩუქარი? ჩვეულებრივ, საერთოდ არაპრაქტიკული ნივთი, რომელიც ცხადყოფს, რომ ადამიანი არ გიცნობთ და თქვენს გაგებას არ ცდილობს. საჩუქარი მეტნაკლებად უკავშირდება ცრურწმენებს და კონკრეტული საზოგადოების ტრადიციებს. ვნახოთ, რა მოხვდა ჩვენს სიაში.

Photo credit: pixabay

1. საათი

საათი უთანხმოების და ჩხუბის ნიშნად ითვლება, აღმოსავლეთში საერთოდ გიჟი ეგონებით. ისინი დარწმუნებულნი არიან, რომ საათი უკუათვლის სიმბოლოა. თქვენ ხომ მიხვდით. ცრურწმენებს თუ არ დავუჯერებთ, საათი მაინც საუკეთესო მოდური გადაწყვეტილება არაა. რთული მისახვედრია, თუ ადამიანს როგორი ფორმა, ფერი და მასალა მოწონს. ადამიანს ძალიან კარგად უნდა იცნობდეთ და დარწმუნებული იყოთ, რომ ნამდვილად ეს სურს.

2. დანა ან წინდები

დანა იარაღად ითვლება. უწყინარი, სამზარეულოს და ბლაგვი დანაც კი. ამბობენ, რომ ასეთ საჩუქარს ჩხუბი და უსიამოვნება მოაქვს. რაც შეეხება წინდებს, უბრალოდ „გამოტოვეთ“. ეს ისეთი ყურადღება არაა, როგორის მიღებაც თქვენ საყვარელ მამაკაცს სურს. ამბობენ, თუ საყვარელ ადამიანს წინდებს აჩუქებთ, ის სახლს დატოვებს და წავა.

Photo credit: pixabay

3. წიგნები და სარკე

უცნობია, მაგრამ ხალხში წიგნის ჩუქებას დაშორებად მიიჩნევენ. თავისი არსით, ასეთი საჩუქრის გაკეთება შეიძლება, თუ ადამიანის გემოვნება იცით. წინააღმდეგ შემთხვევაში ახლობელს სიხარულს ვერ მოუტანს. სარკე მისტიკურ ატრიბუტად მიიჩნევა, რომელიც ბნელ ენერგიას უკავშირდება. გასაგებია, რომ ასეთი საჩუქრის მიმღები, როგორც მინიმუმ, შეშინდება.

4. მარგალიტი

ძალიან მაგარი და ძვირადღირებული საჩუქარია, რომელზეც უარის თქმა რთულია. თუმცა ბერძნული ცრურწმენის მიხედვით, მარგალიტს ნიმფის ცრემლებს უწოდებენ, ამიტომ ასეთი საჩუქრიდან მხოლოდ ცრემლებს უნდა ელოდოთ. ცრურწმენის გარეშე კი დაფიქრდით, ასეთი საჩუქრით ადამიანს უხერხულ მდგომარეობაში ხომ არ ჩააყენებთ.

Photo credit: pixabay

5. ჭურჭელი

ბანალურია. თითოეულ სახლში ჭურჭელი აქვთ, ეჭვი არ შეგეპაროთ. სხვა საქმეა, თუ ვერცხლის ჭურჭელს ყიდულობთ. ამბობენ, რომ ამ შემთხვევაში ჭურჭელში ხურდა ან ფულის ქაღალდი უნდა ჩადოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში საჩუქარი უფულობას გამოიწვევს. მოკლედ, სჯობს უფრო სასარგებლო საჩუქარი შეარჩიოთ.

საჩუქრები პანდემიის დროს

როგორც ხვდებით, საათი ნამდვილად არ გამოგადგებათ, რადგან ეს დაცინვად გამოჩნდება. ცხადია, რომ დიდ წვეულებებზე დაპატიჟებაც არ ღირს, სადაც ბევრი ადამიანი იქნება – დაინფიცირების რისკი მაღალია, მეგობრები კი იძულებულნი იქნებიან წავიდნენ, რომ არ გაწყენინოთ.

Photo credit: pixabay

არ გირჩევთ ცხოველის ჩუქებას, განსაკუთრებით შესაძლო მფლობელთან განხილვის გარეშე. პირველ რიგში, ნებისმიერი სახის ალერგია უნდა გამორიცხოთ. მეორეც, ცხოველს მოვლა სჭირდება. შინაურმა ცხოველმა შეიძლება უამრავი უსიამოვნება მოგიტანოთ.

ზღვაზე ან სხვა ქვეყანაში მოგზაურობა, თუნდაც კანონის ფარგლებში. ასეთი გადაწყვეტილება თქვენს წრეში, ოჯახში უნდა მიიღოთ. ასეთი საჩუქრის გაკეთებისას აუცილებლად დაეკითხეთ მას, ვისთვისაც ჩუქება გსურთ. ფული ტყუილად არ დახარჯოთ და სხვები უხერხულ მდგომარეობაში არ ჩააყენოთ. შესაძლოა, ნაცნობი ტერიტორიის დატოვებას არ გეგმავენ.

Photo credit: pixabay

გაიხსენეთ ჩუსტები. ერთი შეხედვით, ამის დაჯერება აბსურდულია, მაგრამ ადრე ასეთ საჩუქარზე ნერვიულობდნენ. ჩუსტები ხანგრძლივ უსიამოვნებას უკავშირდება. მხოლოდ იმ შემთხვევაში აჩუქეთ, თუ ვინმეს შეურაცხყოფას აპირებთ. თუ არა, იცოდეთ, რომ ასეთ საჩუქარს ადამიანები განსხვავებულად აღიქვამენ.

Photo credit: pixabay

რედაქციისგან

ვთვლით, რომ ამჯერად სიურპრიზების გაკეთება არ ღირს. სცადეთ, ზუსტად გაარკვიოთ, თუ რა სურს თქვენს ახლობელს. ჩვენ, ყველა სახლში ვსხედვართ, ამიტომ ფილმების გამოწერა, ინტერნეტის 1 წლით გადახდა, მაღაზიიდან მიწოდების სერვისის გააქტიურება მნიშვნელოვანია. ბოლოს და ბოლოს, დიდი ტელევიზორი აჩუქეთ, რომ ზამთრის საღამოები ერთად გაატაროთ.

ცუდი საჩუქრები შეიძლება ძალიან ცუდი არ იყოს, თუ ახლობლებს და ნათესავებს ამის მიღების იმედი აქვთ. აუცილებლად მოგვწერეთ, რომელ საჩუქარს თვლით გონივრულად და რომელს არა.