რომელ პოზას უკრძალავს მოდელებს გამოცდილი ფოტოგრაფი

0
402
Photo credit: Depositphotos

საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ ადამიანები კამერის წინ წარმოუდგენლად ნერვიულობენ. გვეშინია, რომ ფოტოში არაფოტოგენური და უშნო გამოვჩნდებით. „პაპარაცი“ გიამბობთ, როგორ იპოზიოროთ ლამაზად, რომ წარმატებული ფოტო მიიღოთ.

Photo credit: Depositphotos

ლამაზად პოზირება

პოზირების შესახებ რჩევები ერთ–ერთმა ჩვენმა მკითხველმა გაგვიზიარა. მას ბრძენ და გამოცდილ ფოტოგრაფთან თავისი გამოცდილება დღემდე ახსოვს. მასწავლებელი მოდელებს მითითებებს ხშირად აძლევდა. მან პოზების, ხელების, ფეხების, თავის და ა.შ. მდებარეობის შესახებ რჩევების მთელი ნაკრები შეიმუშავა. დღეს კადრში ფეხების პოზირებაზე გიამბობთ.

აღსანიშნავია, რომ ამ სტატიაში მოცემული რჩევები გამხდარ და ფუმფულა ფორმების მქონე გოგოებზე განსხვავებულად მუშაობს. უფრო ზუსტად, რეკომენდაციები აქტუალურია სავსე ფორმების მქონე ქალებისთვის, რადგან არასწორი პოზა სხეულის ნაკლოვანებებს ხაზს უსვამს. ამის მიუხედავად, სასარგებლო რჩევას თითოეული ქალი აღმოაჩენს. მოკლედ, რიგის მიხედვით!

ფეხის პოზა, თუ ზიხართ

1. ფეხი ვიზუალურად გრძელი რომ გამოჩნდეს, ტანთან ახლოს არ მიწიოთ, არამედ გაასწორეთ. ასევე ფეხის მიმართულებისკენ თითის წვერები დაჭიმეთ.

2. ოპტიკის მახასიათებლები გაითვალისწინეთ. თუ ფეხს პირდაპირ კამერაში გაწელავთ, ის უფრო „დაგრძელდება“. სჯობს ფეხი ფოტოგრაფიდან გვერდზე გაწელოთ და ჰორიზონტალური კადრები გადაიღოთ.

3. ფეხის ფეხზე გადადებით ბარძაყებს უფრო ფართოს გამოაჩენთ. თუ თან სხეული შიშველია, შეიძლება კადრში ცელულიტები მოხვდეს. დახურული ბარძაყები ამ უსიამოვნების თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ.

Photo credit: Depositphotos

4. მუხლების სხეულისკენ მიწევა და ხელებით ჩახუტება ყველას არ გამოდის. ამასთან, პოზა საკმაოდ საინტერესოა და პროფესიონალურ გადაღებებზე ხშირად იყენებენ.

5. სკამზე ან სავარძელზე ჯდომისას ფეხები ფართოდ გაშალეთ და ხელები მათ შორის მოათავსეთ. ასეთი პოზისთვის გრძელი კაბა, ქვედაბოლო ან უბრალოდ შარვალი უნდა შეარჩიოთ.

Photo credit: Depositphotos

ფეხის პოზა, თუ დგახართ

  1. მდგომარე პოზაში ფეხების გადაჯვარედინება მხოლოდ მაღალ მოდელებს შეუძლიათ. თუ მოკლე ფეხი გაქვთ, პოზა ფეხს ვიზუალურად კიდევ უფრო დაამოკლებს. სჯობს ბარძაყების მიდამოში ფეხები არ გადააჯვარედინოთ. წვივების გადაჯვარედინება საკმარისი იქნება.
  2. ეცადეთ, ფოტოზე ორივე ფეხზე თანაბარი ძალით დადგეთ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მხოლოდ ერთი საყრდენი ფეხი უნდა არსებობს. ამავე დროს, მენჯი და ბარძაყი ოდნავ გვერდზე გაწიეთ, რომ სილუეტს S ფორმა მიანიჭოთ.
  3. შეგიძლიათ ფეხები სხვადასხვა დონეზე მოათავსოთ. ამისთვის გამოიყენეთ კიბე, დაბალი პანდუსი და მსგავსი რამ.
Photo credit: Depositphotos

ფეხის პოზა, თუ წევხართ

  1. ფეხები კადრში რომ ჩანდეს (თუ ფოტოგრაფი თქვენი თვალის დონეზე იღებს), მუხლებში მოხარეთ და ზემოთ ასწიეთ. ეს კლასიკური, საყვარელი პოზაა მწოლარე პოზაში.
  2. გვერდზე დაწექით, ქვედა ფეხი გაასწორეთ, ოდნავ მუხლში მოხრილი დატოვეთ. მეორე ფეხი უფრო მეტად მოხარეთ. ამასთან თითის წვერები წინ დაჭიმული გქონდეთ. შეგიძლიათ წელი ოდნავ დაჭიმოთ. ეს ყველაფერი კადრში გრაციოზულობას შეგმატებთ.
Photo credit: Depositphotos

გადაჯვარედინებული ფეხები

  1. მდგომარე პოზაში ფეხების გადაჯვარედინება არ ღირს. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი ბარძაყები გაბრტყელებული გამოჩნდება.
  2. ფეხების გადაჯვარედინებისას ყურადღება მიაქციეთ, რომ ტერფებს შორის მცირე სივრცე დარჩეს. თუ ასე არაა, ფეხები კადრში ერთ უწყვეტ ლაქად გამოჩნდება.
Photo credit: Depositphotos

ტერფები და თითის წვერები

  1. თითის წვერები თითქმის ყოველთვის წინ უნდა დაჭიმოთ, განსაკუთრებით ფეხშიშველა გადაღების დროს.
  2. ტერფები ჩვეულებრივ ბუნებრივ პოზაშია. ზედმეტად გვერდზე არ გაწიოთ და შიგნით ძალიან ნუ შემოიტანთ.
  3. მდგომარე პოზაში თამამად შეგიძლიათ ერთი ფეხით თითის წვერზე დადგეთ და ქუსლი ასწიოთ.
Photo credit: Depositphotos

ზემოთ მოცემული რჩევები სასარგებლო იყო? თქვენი შთაბეჭდილებები გაგვიზიარეთ. ახლა უკვე იცით, როგორ გამოჩნდეთ კადრში ლამაზად. წარმატებები!