დეტოქს სასმელი ცხიმს ძილის დროს წვავს: იაფი კოქტეილი ღვიძლს წმენდს და თვეში 15 კგ-ს მოგაშორებთ

0
898

10-დან 8 ადამიანს მუცლის ღრუში (ვისცერალური, მუცლის) ცხიმის საფრთხის შესახებ წარმოდგენაც არ აქვს. ეს ცხიმი მუცლის კუნთების ქვეშ ღრმად მდებარეობს, შინაგანი ორგანოების ირგვლივ გროვდება და მათ მუშაობას ხელს უშლის. ვისცერალური ცხიმი ღვიძლზე ძლიერ დატვირთვას ახდენს.

ღვიძლის გაწმენდა

ითვლება, რომ ღვიძლში ცხიმის ყველაზე დიდი რაოდენობა იწვება. ეს ორგანო ჭარბ საკვებ ცხიმს ქოლესტერინად, შემდეგ ნაღველად აქცევს, რომელიც ნაწლავებიდან გამოიდევნება. საკვებით მიღებული ჭარბი ცხიმი ღვიძლის უჯრედებში გროვდება და აქ სახლდება. ნივთიერებათა ცვლა ნელდება და წონა მატულობს.

ჩაკეტილი წრე იქმნება. ღვიძლის დაზიანებულ უჯრედებს ცვლის პროცესის სწორად რეგულირება არ შეუძლიათ. შედეგად, მკვებავი ნივთიერებები ცხიმად გარდაიქმნება. ღვიძლი ცხიმოვანი უჯრედების დაშლის ნაცვლად მას აგროვებს, კერძოდ მუცლის ღრუში და მის მიმდებარედ.

ღვიძლზე ზრუნვა ერთჯერადი არ უნდა იყოს, არამედ მუდმივი. ამასთან მკაცრი დიეტის დაცვა აუცილებელი არაა. ღვიძლის მუშაობას გამწმენდი სპეციალური სამკურნალო პრეპარატების დახმარებით გააუმჯობესებთ. შესაძლოა, ზოგიერთისთვის მისი აფთიაქში შეძენა მარტივია, მათთვის ფასს მნიშვნელობა არ აქვს. თუმცა ჩემი აზრით, ნატურალური საშუალება უფრო უსაფრთხო და არა ნაკლებად ეფექტური იქნება.

„პაპარაცი“ ღვიძლის დეტოქსიკაციისთვის სასარგებლო კოქტეილის გაკეთებას გასწავლით. ღვიძლი აქტიურ მუშაობას სწორედ ღამით იწყებს, ამიტომ სასმელი ძილის წინ დალიეთ. ღვიძლის გაწმენდამდე ექიმთან კონსულტანცია აუცილებლად გაიარეთ. შესაძლოა, ზოგიერთი კომპონენტი თქვენთვის უკუჩვენებული იყოს.

ღვიძლის გამწმენდი სასმელები

1. ბაყაყურასგან

ბაყაყურა უნიკალური მცენარეული ჰეპატოპროტექტორია. სახლის პირობებში ღვიძლის გასაწმენდად ნომერი პირველი მცენარეა. ბაყაყურას თესლში შემავალი სასარგებლო ნივთიერებები ღვიძლის უჯრედებს იცავენ და მის აღდგენას ხელს უწყობენ.

სასმელის მოსამზადებლად 30 გრ ბაყაყურას თესლი დაგჭირდებათ. მას 0,5 ლ ცივი წყალი დაასხით და დაბალ ცეცხლზე მოცულობის განახევრებამდე ხარშეთ. გადაწურეთ და 2 ს/კ მიღებული ნაყენი 200 მლ თბილ წყალში გახსენით. ძილის წინ დალიეთ.

2. შვრიის

სასმელის მომზადება დილით დაიწყეთ. 1 ს/კ შვრიას 200 მლ მდუღარე წყალი დაასხით. საღამოს ნაყენი გადაწურეთ და 1 ჩ/კ დარიჩინი და 1/3 ჩ/კ კურკუმა დაუმატეთ. სასმელი ორ ნაწილად გაყავით: პირველი ვახშმობამდე ნახევარი საათით ადრე, მეორე კი ძილის წინ, 30 წუთით ადრე დალიეთ.

3. კოჭის

250 მლ თბილ წყალს 1/3 ჩ/კ გახეხილი კოჭის ფესვი, 1 ჩ/კ ახალ დაწურული ლიმონის წვენი და 1 ჩ/კ თაფლი დაუმატეთ. 15 წუთით დააყენეთ და დაძინებამდე 1 საათით ადრე დალიეთ. მაღალი არტერიული წნევის დროს სასმელის დალევა არ შეიძლება.

4. ჭარხლის

4 ჭარხალი გაასუფთავეთ და მსხვილ კუბებად დაჭერით. 2 ლ ცივი წყალი დაასხით. ადუღებამდე მიიყვანეთ და ხარშეთ, სანამ მოცულობის 1/3 ნაწილი არ დარჩება. მიღებული ნაყენი გადაწურეთ და ¾ ჭიქა ძილის წინ დალიეთ.

5. ბალახების ნაკრები

თანაბარი პროპორციით აურიეთ სამკურნალო ბალახები: გვირილა, კრაზანა, არყის კვირტები და უკვდავას ყვავილები. 1 ს/კ მზა ნარევს 500 მლ წყალი დაასხით და თერმოსში 1 დღით დააყენეთ. 1 ჭიქა მიღებული სასმელი ძილის წინ დალიეთ.

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი