ანჯელა პერლის ტარო პროგნოზი დეკემბრისთვის სასიამოვნოდ გვახარებს: ზოდიაქოს ნიშნების უმეტესობა ბევრ ფულს მიიღებს, ზოგიერთი მათგანი ლამაზი ურთიერთობის წყალობით ბედნიერებისგან იბრწყინებს. 2020 წლის ბოლო თვე წარმატებულად რომ გაატაროთ, ამ ბრძენი ქალის რჩევები უნდა გაითვალისწინოთ!
დღეს „პაპარაცი“ გიამბობთ, თუ რა ცვლილებებს უნდა ელოდოთ 2020 წლის დეკემბერში ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით.
ტარო პროგნოზი დეკემბრისთვის
ვერძი
დეკემბერში ვერძი იგრძნობს, რომ მიზანთან ახლოსაა. აუცილებელი საქმეების დასრულებაში ნათესავები დაგეხმარებათ. საყოფაცხოვრებო საქმეებმა შეიძლება მთელი თავისუფალი დრო წაგართვათ, ამიტომ სხვების დახმარება აუცილებლად დაგჭირდებათ.
თვის შუა პერიოდში მოსალოდნელია ხანმოკლე, მაგრამ სასიამოვნო მოგზაურობა. ასევე შეიძლება სამსახურის შეცვლაზე შემოთავაზება მიიღოთ. არ ინერვიულოთ, პრობლემები წარსულში დარჩა, წინ მხოლოდ კარგი ამბები გელოდებათ!
კურო
დეკემბერი კუროს კარგი მატერიალური შემოსავლით გაახარებს. კარგი დროა საქმეების შესასრულებლად. დეკემბერში წესრიგი და თვითდისციპლინა ძალიან მნიშვნელოვანია.
თვის ბოლო მთელი ოჯახი ერთ სუფრასთან შეიკრიბებით და ეს მშვენიერია. ოჯახთან ყოფნა სითბოს და სიხარულს მოგიტანთ.
ტყუპები
დიდი ალბათობით, დეკემბერში უფროსობა ან სხვა მაღალი რანგის პირი სამსახურის მიმართ თქვენს სერიოზულ ურთიერთობას შეამჩნევს.
დეკემბერში ბევრი საქმე პირად კონტროლზე უნდა აიყვანოთ და პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღოთ. ეს თვე აქტიური იქნება, მაგრამ ყველაფერს შეძლებთ!
კირჩხიბი
ზეციური ძალების მიერ გამოგზავნილ ნიშნებს ყურადღება მიაქციეთ. ეს თვე სასიამოვნო შეხვედრებით და ნაცნობობით მდიდარი იქნება.
ბევრი კირჩხიბი დეკემბერში მავნე ჩვევების მოშორებას შეძლებს. „დამღუპველ“ დამოკიდებულებაზე „არას“ თქმა ახლა უფრო გაგიმარტივდებათ, ვიდრე სხვა თვეში. არ ინერვიულოთ, გამოგივათ!
ლომი
დეკემბერში კარგ ფინანსურ შედეგს დაინახავთ. დეკემბერში დარგული თესლი ნაყოფს დიდხანს მოგცემთ.
კარგი დროა, რომ იმის შესწავლა დაიწყოთ, რაზეც დიდი ხანია ოცნებობდით. მკაფიო გეგმა შეადგინეთ და ემოციებზე არ გადაერთოთ!
ქალწული
დეკემბერში ბევრ სურვილს აიხდენთ, რამაც შეუძლებელია არ გაგახაროთ. 2020 წლის ბოლო თვეს ქალწული ბედნიერებისა და წარმატებისგან ვარსკვლავივით იბრწყინებს.
ამ თვეს შეძლებთ იმის გაგებას, თუ რისი გაკეთება გსურთ სინამდვილეში. წინსვლისთვის ბევრ შთაგონებას და მოტივაციას იპოვით. თქვენთვის ეს თვე ნამდვილად მშვენიერი იქნება.
სასწორი
მარტოხელა სასწორს ბედი გაუღიმებს. ნანატრი შეხვედრა შუა დეკემბერში შედგება.
მიხვდებით, თუ როგორ იმოძრაოთ წინ. ბევრი ძალა და ენერგია გექნებათ, რომ რაღაც ახალი დაიწყოთ. ახალი ბიზნესი, ახალი ურთიერთობა ან ახალი რამის შესწავლა წარმატებული იქნება. დრო და რესურსი საშუალებას მოგცემთ იქით გადადგათ ნაბიჯი, რაზეც დიდი ხანია ოცნებობდით.
მორიელი
ამ თვემ წარმატებულად რომ ჩაიაროს, ყველაფერში ბალანსი უნდა დაიცვათ. დეკემბერში საკუთარ ძალებში დარწმუნებული იქნებით. რაც არ უნდა მოხდეს, იცოდეთ, რომ ყველაფერს შეძლებთ!
თვის მეორე ნახევარში ბევრ საპრობლემო საკითხს არაფორმალურ გარემოში მოაგვარებთ. გარდა ამისა, სწორედ არაფორმალურ გარემოში შეძლებთ იმ ადამიანის გაცნობას, ვინც თქვენს კარიერულ წინსვლაზე დადებით გავლენას იქონიებს.
მშვილდოსანი
დეკემბერში მშვილდოსანი სტაბილური და მყუდრო ოჯახური გარემოთი სიამოვნებას მიიღებს. ხარჯებთან ფრთხილად იყავით. მოსალოდნელია ნათესავის ან ნანატრი სტუმრის ჩამოსვლა.
მოვლენები სწრაფად განვითარდება. შიში და ეჭვები მოიშორეთ, წინ ღიმილით იარეთ.
თხის რქა
უფრო მეტი დასვენების დღეები აიღეთ. დასვენება ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დეპრესიაში არ ჩავარდეთ.
საქმე ზომიერად, ფანატიზმის გარეშე შეასრულეთ. სურვილს თვის ბოლოს აიხდენთ!
მერწყული
დეკემბერში მნიშვნელოვანი არჩევანის გაკეთება მოგიწევთ, რაც მომავალ სამსახურზე და მატერიალურ კეთილდღეობაზე დიდ გავლენას მოახდენს. კარგი დროა პარტნიორული ურთიერთობისა და მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების განსახორციელებლად.
რაც შეეხება პირად ცხოვრებას, სჯობს მეორე ნახევართან არსებული რთული მდგომაროება და უთანხმოება ხშირად განიხილოთ.
თევზები
დეკემბერში თევზები კარგ ფინანსურ შემოსავალს მიიღებს. წარმატება სამუშაო სფეროს და კარიერას შეეხება. ურთიერთობის კუთხით ახლობელი ადამიანის მიმართ უფრო მეტი ზრუნვა გამოიჩინეთ.
პრობლემების თავიდან ასაცილებლად, ყველაზე მთავარით დაიწყეთ – თქვენი განწყობით. სილამაზით გარშემორტყმული იყავით, სუფთა ჰაერზე მეტი ისეირნეთ და ტოქსიკურ ხალხთან ურთიერთობა შეწყვიტეთ. ყურადღება მიაქციეთ, რომ ყოველთვის კარგი ემოციური განწყობა გქონდეს.
დეკემბერში ბევრი ზოდიაქოს ნიშანი ძველი საქმეების დასრულებას და ნათელი მომავლისთვის ახალ გზაზე სვლას შეძლებს. სიყვარული ბევრს მოტივაციას მისცემს.
გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ 2021 წელი ბევრად უკეთესი იქნება, ვიდრე 2020. თუმცა მასაც მადლობა უნდა ვუთხრათ. ასეთი რთული სიტუაციის გავლა ხომ ადამიანს აძლიერებს და ნამდვილ ადამიანურ ღირებულებებს გვაჩვენებს.
გისურვებთ ძლიერ ჯანმრთელობას და წარმატებას საქმეებში!