15 დეკემბერს მთელი მსოფლიო ჩაის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ჩვენთან ჩაი ძალიან უყვართ და მისი მოდუღება შეუძლიათ. დეკემბრის ცივ ამინდებში რაღაც განსაკუთრებული და ვიტამინებით მდიდარი გვსურს. სწორედ ამიტომ, დღეს „პაპარაცი“ გთავაზობთ ჩაის ქაცვით და ფორთოხლით.
როგორც ქაცვი, ასევე ფორთოხალი მდიდარია ასკორბინის მჟავით – სურდოს მთავარი მტერი. ქაცვის წვენი წნევას არეგულირებს, ქოლესტერინის დონეს ამცირებს და იმუნიტეტს აძლიერებს.
ჩაი ქაცვით და ფორთოხლით
ინგრედიენტები:
- 1 ჭიქა ქაცვი
- 0,5 ფორთოხალი ქერქიანად
- 3 ს/კ შაქარი
- 1 ლიმონის ნაჭერი (სურვილისამებრ)
მომზადება:
1. სასმელისთვის როგორც ახალი, ასევე გაყინული კენკრა გამოგადგებათ. ახალი კენკრა გამდინარე წყალში გარეცხეთ, ხოლო გაყინულს ცხელი წყალი დაასხით და 5 წუთით გააჩერეთ.
2. კენკრა და შაქარი აურიეთ.
3. ერთგვაროვანი მასის მიღებამდე დააბლენდერეთ.
4. ფორთოხალი წვრილად დაჭერით ან დააბლენდერეთ. ფორთოხალი ქერქიანად დავჭერი, შემდეგ ქერქის გარეშე დავაბლენდერე (ვფიქრობდი, რომ ბლენდერის სიძლიერე არ ეყოფოდა). სიმართლე გითხრათ, ჩაის გემო ფორთოხლის ქერქით უფრო მეტად მომეწონა.
ფორთოხლის სახეობასაც დიდი მნიშვნელობა აქვს. თუ ძალიან ტკბილია, შეგიძლიათ 1 ნაჭერი ლიმონი დაუმატოთ, თუ მჟავეა – უფრო მეტი შაქარი ან თაფლი.
5. პრესფილტრიან ჩაიდანში დაქუცმაცებული კენკრა და ფორთოხლის ნაჭერები აურიეთ.
6. ცხელი (არა მდუღარე) წყალი დაასხით.
7. 5 წუთით დააყენეთ.
8. ამის შემდეგ ფილტრი ნელ–ნელა ჩაიდნის ძირამდე დასწიეთ. ამის გაკეთება საჭიროა, რომ კენკრის და ცედრის წვრილი ნაწილები ფინჯანში არ მოხვდეს. როცა სასმელი მზად იქნება, შეგიძლიათ ფინჯნებში გადაანაწილოთ და განუმეორებელი გემოთი ისიამოვნოთ.
9. გემრიელად მიირთვით!
ბოლოს მინდა გითხრათ, რომ ქაცვის გემო პირადად, მე, არ მომეწონა. ფორთოხალთან ერთად უფრო უკეთესი ხდება. ჩაი ქაცვით და ფორთოხლით არა მხოლოდ გაგათბობთ და ენერგიით დაგმუხტავთ, არამედ სიცოცხლით სავსე მდიდარი ნარინჯისფერით გაგახარებთ.