მოვლენები ისე განვითარდა, რომ დღეისათვის ქალი მყიფე ყვავილი არაა, რომელიც ზედმეტი უსიამოვნებისგან უნდა დაიცვათ, არამედ ცხენი, რომელიც შეუპოვრად ცდილობს საკუთარი ოჯახის შენახვას. ხოლო ქალი, რომელსაც უყვარს, შეიძლება უკიდურესობაში მოხვდეს და სრულად აიღოს თავზე მომპოვებლის როლი, მაშინაც კი, თუ მისი “მეორე ნახევარი” ამას საერთოდ არ იმსახურებს.
ძვირფასო ქალბატონებო, ღირს კი ქორწინება ამდენ წვალებად, თუ უკეთესი იქნება, უბრალოდ მიატოვოთ მუქთახორა, მიუხედავად ყველაფრისა, მათ შორის, საერთო ბავშვებისა?! დღეს ჩვენ 3 ისტორია მოგიმზადეთ, რომლებიც მტკივნეულად ზუსტად ასახავს იმას, თუ როგორ ვცდებით ხოლმე ქალები.
ქალი, რომელსაც ძალიან უყვარს
ისტორია 1: ქორწილი
–“დიდხანს არ ვხვდებოდით, სადღაც 6 თვე. მაშინვე მომეწონა, გიორგი ჰქვია. ზომიერად სიმპათიური, მაღალი. როგორც აღმოჩნდა, კარგ ფირმაში მუშაობდა, თუმცა, თურმე ეს ფირმა მამამისის ყოფილა. მიუხედავად იმისა, რომ ნორმალურ ხელფასს კეთილსინდისიერად გამოიმუშავებდა, 23 წლის ასაკში დიდად არ უნდოდა გაზრდა, არც კარიერული ზრდა აწუხებდა.
მას შემდეგ, რაც დაქორწინება შემომთავაზა, მხოლოდ ერთი ახირება მქონდა: მაგარი ქორწილი მინდოდა. ზღაპრული. კაბით, შამპანურით, ლამაზი ინტერიერით, საჩუქრებით, აღლუმითა და ლამაზი გადაღებით. საქორწილო მოგზაურობასაც უნდა მოიცავდეს, აუცილებლად. ყველაფრისთვის ფული არ გვეყო, ჩემი საქმროს მამამ კი იძუნწა. კრედიტის აღება მოგვიხდა, რა თქმა უნდა, ჩემს სახელზე. ეს ხომ მე ვმუშაობდი ოფიციალურად, ხელფასს კი, როგორც სხვები, კონვერტით არ ვიღებ.
ვიპოვე უმაგრესი ცხელი ტური, ლამის საჩუქრად. მხოლოდ ერთი უარყოფითი ჰქონდა: ქორწილი ჩამოსვლის შემდეგ უნდა გადაგვეხადა, თუმცა, ამაზეც არ მქონია პრობლემა.
მოგზაურობაში მივხვდით, რომ ერთმანეთს ვერ ვუგებდით. რა თქმა უნდა, ეს ყოფაცხოვრებაში გავიგე. თუ დასვენებისას მექცეოდა ასე საშინლად, ყოველდღიურ ცხოვრებაში რა მოხდებოდა? ჩამოვედით, ქორწილი გავაუქმეთ, გამოტანილი კრედიტის თანხა კი, რა თქმა უნდა, არ დამიბრუნეს. აი, ასე ვცხოვრობ ახლა და ვიხდი სესხს.”
ისტორია 2: შემოქმედებითი პიროვნება
-“ქორწილამდე ვიცოდი, რაზე მივდიოდი, თუმცა, მომავალი ქმრის ნიჭით ვიყავი დაბრმავებული. შესანიშნავად ხატავს, სიმართლე უნდა ითქვას. მე კი ძალიან დიდ პატივს ვცემ შემოქმედებით ადამიანს, ამას ვერაფერს ვუხერხებ.
მოკლედ, მხატვრის დაჩაგვრა ყველას შეუძლია, თუმცა, თუ მის ნიჭს შეეხებით – უარესი იქნება. დროთა განმავლობაში, მის ნახატებს ფასი დაუვარდა, არავის სურდა მათი შეძენა. იშვიათი გამოფენები ადრინდელ სარგებელს აღარ იძლეოდა, ჩემი ქმარი კი მიეჩვია მაგარ სასმელებს.
როცა მივხვდი, რომ ასე უიმედოდ ცხოვრება აღარ შემეძლო, ვარიანტების განხილვა დავიწყე. როგორიც არ უნდა იყოს, ეს მაინც ჩემი ქმარია, ერთად გადავლახავთ ყველაფერს. გავიარე ბიზნეს-კურსები, ნაცნობები და მეგობრები გამოვკითხე. წავიკითხე უამრავი სტატია ინტერნეტში. ავიღე კრედიტი და გავხსენი საკუთარი ბიზნესი: პატარა კაფე კარგ რაიონში.
ბუნებრივია, ჩემი მომზადება და ცოდნა საკმარისი არ აღმოჩნდა. ან, იქნებ, უბრალოდ არ გამიმართლა. ბიზნესი ჩამივარდა. ახლა, დეპრესიული ქმრის პრობლემას დაემატა სასესხო ვალდებულება.
ისტორია 3: მოთამაშე
-“ჩემი შეყვარებული ძალიან აზარტული ადამიანი იყო, ყველაფერზე ფულს დებდა. ჩემთანაც კი ყველა სისულელეზე ნიძლავს დებდა ფულზე. თუმცა, იგი სიცოცხლეზე მეტად მიყვარდა, როგორღაც მიმაჯაჭვა. ალბათ, ღია ხასიათითა და შარმით.
ერთხელ საკმაოდ დიდი თანხა მოიგო, საყვარელი საფეხბურთო გუნდის მოგებაზე დადებული ფულით. თუმცა, ამჯერად ისე აღარ გახარებია, მხოლოდ თვალებში განსხვავებული ნაპერწკლები გაუჩნდა. “ახლა ჩვენი ცხოვრება შეიცვლება” – დამპირდა. როგორც შემდეგ ამიხსნა, საქმე შემდეგში იყო.
მან რაღაც უცნობი საიტი იპოვა, რომელზეც ფულისთვის იუწყებიან იმ მატჩების შედეგებს, რომლებიც ჯერ არ ჩატარებულა. ჩემმა საყვარელმაც სცადა და გამართლდა. რამდენადაც ფული არ ჰქონდა, ბანკში კი დიდი ხნის წინ გააშავეს, დასახმარებლად მე მიხმო, ჩემი დაბანდებული ფულის “გასაათმაგებლად”.
გულის კანკალით გამოვიტანე სესხი მეორე დღეს. იმ დღეს 2 თამაში იყო, რომლებზეც სოლიდურ მოგებას გვპირდებოდნენ, რამდენადაც უფრო სუსტ გუნდს უნდა მოეგო.
მას შემდეგ, რაც 2 თამაშზე მთელი ჩემი ფული წავაგეთ, შეყვარებულმა მიმატოვა. მიზეზად რაღაც მოიფიქრა, თურმე, მისი არ მჯერა, და წავიდა. არ დაბრუნებულა. ყველაზე სამწუხარო კი ისაა, რომ, რომც დაბრუნებულიყო, მე არ გავაგდებდი. სამაგიეროდ, ახლა სახსოვრად დამრჩა გადასახდელი კრედიტი, მე კი არ ვიცი, როგორ დავფარო იგი…”
იმედია, ეს ისტორიები გაკვეთილად გამოადგება იმ ქალებს, რომლებიც იმდენად ენდობიან თავიანთ მამაკაცებს, რომ მზად არიან, თავპირისმტვრევით გაიქცნენ იმ მხარეს, საითაც მიუთითებენ. გამოიჩინეთ გონიერება და არ წამოეგოთ ვიღაცის ანკესზე. მხრებზე თავი რომ გადევთ, აქტიურადაც უნდა გამოიყენოთ.