რა ფერში უნდა შეიღებოთ თმა, მზერას საზრიანობა რომ შემატოთ

2399

სულ მალე ახალი წელი მოვა, ჩვენ კი წარსულთან გამომშვიდობების დრო დაგვიდგა. 2020 წელი უკვე ბევრმა გააიგივა საშინელ ყოფილთან, რომლისგან თავის დაღწევასაც ვერ ახერხებენ. რა მოჰყვება ხოლმე უსიამოვნო განშორებას? სწორია, ვარცხნილობის შეცვლა! დაიწყეთ ფიქრი თმის ახალ ფერზე ან შეჭრაზეც, რათა ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყოთ. 2021 წლის ყველაზე მოდურ ფერებს ქვემოთ მოცემულ სიაში იპოვით.

თმის მოდური ფერები 2021 წლისთვის 

2020 წელს იმდენი უსიამოვნო და უეცარი ცვლილება მოხდა, რომ ახლა მოდაც კი დიდი სიფრთხილით წარმოგვიდგენს ახალ იდეებს. აღარავითარი უეცარი ცვლილებები, რომლებიც მთლიანად ცვლის იმიჯს, აღარავითარი მყვირალა ფრები და თვალისმომჭრელი კულულები. მხოლოდ მშვიდი და ნაზი ფერები.

Photo credit: Depositphotos

ალბათ, მსგავსი ტენდენციები დაკავშირებულია სურვილთან, თუნდაც მცირე ცვლილებები შევიტანოთ ცხოვრების რომელიმე სფეროში, ან იმასთან, რომ სახლის პირობებში უბრალოდ შეუძლებელი იქნება შეუქცევადი ექსპერიმენტების ჩატარება. რთულია იმის თქმა, თუ რამ შეასრულა ამაში ძირითადი როლი. თუმცა, გვაქვს ის, რაც გვაქვს. აირციეთ თქვენთვის შესაფერისი ვარიანტი გარდასახვისთვის!

Photo credit: Depositphotos

თმის აქტუალური ფერები 2021 წლისთვის

1. “შოკოლადის ფონდანი”

ასეთი მცირე გარდასახვაც კი აგიმაღლებთ განწყობას და ოდნავ მაინც შეცვლის თქვენს დამოკიდებულებას საკუთარი გარეგნობისადმი. აგრეტვე, თმის ასე შეღებვა შეგიძლიათ დამოუკიდებლადაც, უახლოეს სუპერმარკეტში შეძენილი საღებავით.

2. “მარილიანი კარამელი”

თმაში კარამელისფერი დანართები თქვენს ვარცხნილობას მოცულობასა და სითბოს შემატებს. თუ მუქი ფერის თმა გაქვთ და რადიკალურ ცვლილებებს ერიდებით, კარამელისფერი ბალიაჟი შესანიშნავი გადაწყვეტილება იქნება. იგი არამხოლოდ თავიდან აგაცილებთ თმის ხარისხის გაფუჭებას, არამედ მისი გაკეთება მარტივიცაა.

3. “მარწყვის კოქტეილი”

ქერა ქალბატონებს შეუძლიათ, თმა ვარდისფერ ტონებში შეიღებონ. პასტელური ფერები განსაკუთრებით აქტუალური იქნება 2021 წელს. აუცილებელი არაა, მაინცდამაინც ვარდისფერი აიღოთ. მნიშვნელოვანია მხოლოდ ის, რომ ფერი მარტივად ირეცხებოდეს და შემდეგი ცვლილებისთვის თავისუფალ არჩევანს გიტოვებდეთ.

4. “თაფლის ჩიზქეიქი”

თაფლისფერი თითქმის ყველას უხდება. მუქ კანზე იგი ლამაზ კონტრასტს შექმნის, ხოლო ფერმკრთალ კანს თბილ ხიბლს მატებს. სულაც არაა აუცილებელი, მთლიანი თმა შეიღებოთ, შეგიძლიათ, მხოლოდ რამდენიმე აქცენტი დასვათ. ასეთი შეღებვა საშუალებას მოგცემთ, კორექციის გარეშე გაიზარდოთ შეღებილი თმა.

5. “თხილის პუდინგი”

მკვეთრი ქერა თმის დაბალანსება თბილი თხილისფერი დანართებით შეიძლება, რომლებიც, მართალია, ვარცხნილობას რადიკალურად არ შეცვლის, თუმცა, მოგიტანთ ცვლილებას, რომელიც გჭირდებათ. თუ არ მოგეწონებათ, მარტივად შეძლებთ გამოსწორებას!

როგორც ხედავთ, ფერები ისეა შერჩეული, რომ ვარცხნილობა დიდხანს არ საჭიროებდეს შესწორებას, წამოზრდილი ძირები კი პრობლემად არ გექცეთ. სწორედ ეს გვასწავლა ბოროტმა 2020-მა. იმედია, მსგავსი საჭიროება მალე აღარ გვექნება. მანამდე კი დავტკბეთ ბუნებრივი ფერებითა და მსუბუქი გადასვლებით.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს