სამედიცინო მიდგომა გახდომისადმი – ამ მეთოდში ეჭვი არ უნდა შეგეპაროთ

189

არსებობს უამრავი დიეტა და, როცა დრო დგება ყველაზე შესაფერისის არჩევისა, ჩვენ ხშირად ვაწყდებით სირთულეებს. ბევრი კითხულობს კომენტარებსა და გამოხმაურებებს ან ირჩევს სპონტანურად შერჩეულ მეთოდს და პირადად გამოცდის თითოეულ ვარიანტს.

დღეს ჩვენი რედაქცია გაგაცნობთ სამედიცინო დიეტას, რომელმაც მრავალი დადებითი გამოხმაურება მიითო და ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ და სწორ დიეტად ითვლება.

რა არის სამედიცინო დიეტა?

აღნიშნული დიეტა ექიმებმა იმ პაციენტებისთვის შეიმუშავეს, რომლებსაც გახდომა ოპერაციამდე ან სხვა სერიოზული პროცედურების ჩასატარებლად სჭირდებოდათ. იგი სწრაფი და შედეგიანია, რამდენადაც საშუალებას იძლევა, სწორად გავთავისუფლდეთ ჭარბი კილოგრამებისგან.

თუ არჩევანი სამედიცინო დიეტაზე შეაჩერეთ, გაითვალისწინეთ, რომ მისი რაციონი შეზღუდული რაოდენობის პროდუქტისგან შედგება და შიმშილითაც ი იწყება. კვების სქემა ძალიან მარტივია – გთავაზობენ, ყოველდღე ერთმანეთს ჩაანაცვლოთ დაბალკალორიული და ცარიელი დღეებიც, როცა მხოლოდ წყალი უნდა მიიღოთ. ასეთი სისტემა შესანიშნავად გამოდევნის ორგანიზმიდან დაშლის პროდუქტებს და ანადგურებს ცხიმოვან უჯრედებს.

სამედიცინო დიეტა ძალიან პოპულარულია ექსტრემალური გახდომის მომხმარებლებში. ასევე, მისი გამოყენება შეიძლება განტვირთვის დღეების სახითაც, რამდენადაც ასეთი კვება შესანიშნავად წმენდს ორგანიზმს.

დიეტის პრინციპები

იმისათვის, რომ სასურველი შედეგები მიიღოთ, უნდა დაიცვათ სამედიცინო დიეტის პრინციპები:

  • სწორი სასმლის ბალანსის დაცვა და მხოლოდ სუფთა, არაგაზირებული წყლის მოხმარება;
  • უარის თქმა ძლიერ ფიზიკურ დატვირთვებსა და გადაღლაზე;
  • ყოველდღიური სეირნობა სუფთა ჰაერზე;
  • ნიკოტინსა და ალკოჰოლზე უარის თქმა;
  • გვიანი ვახშმის გამორიცხვა – საკვების მიღების ბოლო დრო 21:00(მაქსიმუმ) უნდა იყოს.

თუ მზად ხართ, მიიღოთ და დაიცვათ ყველა შეზღუდვა, გაეცანით კვების რეჟიმსაც, დიეტის მიხედვით.

დიეტური მენიუ

სამედიცინო დიეტის დაცვა შეგიძლიათ 7 ან 14 დღით, სასურველი შედეგის მიხედვით. როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, პირველ კვირაში 10 კგ-მდე წონას ვიკლებთ, ხოლო ორ კვირაში – 15 კგ-მდე.

აი, დიეტის მენიუ, გათვლილი 7 დღეზე:

I დღე: 1.5 ლ დაყენებული მწვანე, ფოთლოვანი ჩაი და 100 გ თაფლი(გადაანაწილეთ მთელ დღეზე).

II დღე: 600 მლ რძე და 300 გ უცხიმო ხაჭო.

III დღე: 1.5 ლ არატკბილი კომპოტი, მოხარშული 250 გ ჩირისგან.

IV დღე: მაგრად მოხარშული 5 კვერცხი და 200 მლ ყავა უშაქროდ.

V დღე: 0.5 კგ შვრიის ფაფა(არასწრაფი მომზადების), მოხარშული წყალზე, სანელებლების გარეშე, 200 მლ უშაქრო ყავა.

VI დღე: 1.5 კგ მწვანე ვაშლი, უკეთესი იქნება არატკბილი სახეობისა.

VII დღე: 1.5 ლ კეფირი.

დიეტის ყოველ დღეს დაახლოებით 500 გ ჭარბი წონა უნდა დაიკლოთ.

თუ დიეტის გაგრძელება და შედეგის გამყარება გსურთ, კვების რეჟიმი შემდეგი კვირის განმავლობაში უნდა იყოს ასეთი:

08:00: 100 გ უცხიმო ხაჭო, 1 ჩ.კ. თაფლი და 200 მლ უშაქრო ყავა.

11:00: 200 გ უმი, დახეხილი სტაფილო 1 ჩ.კ. მცენარეული ზეთით.

14:00: 50 გ მოხარშული თევზი, 200 გ ჭარხალი და 200 მლ ჩაი.

16:00: მცირე ზომის გრეიფრუტი.

18:00: 150 გ წიწიბურა, 200 მლ ჩაი და 50 გ მყარი ყველი.

21:00: 200 მლ უცხიმო კეფირი და 2 ს.კ. მცენარეული ზეთი.

მენიუ ყოველდღე ერთნაირი უნდა იყოს, იგი მკაცრად უნდა დაიცვათ. დაყოფილი კვების ასეთი სისტემა გვეხმარება ნივთიერებათა ცვლის აღდგენაში და დიეტის დასრულების შემდეგაც კი უწყობს ხელს საჭირო წონის შენარჩუნებას.

სამეიდიცნო დიეტა გახდომის ყველაზე მარტივი საშუალება არ არის, თუმცა ნამდვილად ეფექტურია. მის დაწყებამდე, სპეციალისტები გვირჩევენ, აუცილებლად გავიაროთ კონსულტაცია ექიმთან და ჩავიტაროთ გამოკვლევები, რათა თავიდან ავიცილოთ ორგანიზმისთვის ზიანის მიყენება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს