როგორ ვრეცხავ მძიმე პლედს, რომელიც სარეცხ მანქანაში არ ეტევა

0
22122

სარეცხი მანქანა კაცობრიობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიღწევაა, რომელიც თანამედროვე დიასახლისის ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა. თუმცა, როგორც არ უნდა გვინდოდეს, მასში ყველაფრის გარეცხვა არ შეიძლება. რა თქმა უნდა, შეგიძლიათ სცადოთ, თუმცა, უკეთეს შემთხვევაში, მოწყობილობა უბრალოდ ვერ დაატრიალებს მძიმე თეთრეულს, უარეს შემთხვევაში კი დაგემშვიდობებათ. მოვიფიქროთ, როგორ გავრეცხოთ მძიმე საბნები.

Photo credit: Depositphotos

პლედი ისედაც საკმაოდ დიდი ზომისაა ხოლმე, მაგრამ, როცა დასველდება, იმდენად მძიმე ხდება, რომ მანქანას მისი ატანა არ შეუძლია. სველი პლედის წამოწევა ზრდასრულ მამაკაცსაც გაუჭირდება, არადა, მას ხომ სჭირდება დაწურვაცა და გავლებაც. Paparazzi.ge-ის რედაქციამ გადაწყვიტა, გაგანდოთ სასარგებლო ხრიკები, რომლებიც დაგეხმარებათ ამ თავსატეხის ამოხსნაში.

როგორ გავრეცხოთ მძიმე საბანი

ჩვენ შევისწავლეთ საკითხი და დავასკვენით, რომ მსგავსი პრობლემა გამონაკლისს არ წარმოადგენს. დიდი და ფუმფულა საბნების გასარეცხავად, დიასახლისები წვალობენ, ქმრის დახმარების გარეშე კი ვერაფერს ხდებიან. ნანობენ, რომ თავის დროზე უფრო დიდი მანქანა არ იყიდეს. მაგრამ, ვერც უფრო დიდი ზომის მანქანა შეძლებდა დახმარებას.

Photo credit: Depositphotos

თითქოს, ამაზე მარტივი არაფერია, არა? წაიღებთ ქიმწმენდაში ან სამრეცხაოში, სადაც უფო დიდი და ამტანი მანქანებია. თუმცა, ეს ყველაფერი ფინანსურ ხარჯებთანაა დაკავშირებული, ქიმწმენდა ყოველთვის არ ამართლებს მოლოდინს, ზოგიერთი საბნის რეცხვა კი საერთოდ არ შეიძლება მანქანაში – მხოლოდ ხელით რეცხვა! აბა, როგორ გინდათ?

ჩვენი ხრიკები მარტივი და უფასოა. კარგი იქნება, თუ აბაზანა გექნებათ. უფრო სწორად, ეს აუცილებეი პირობაა. აგრეთვე, დაგჭირდებათ დიდი ზომის ვარცლი, რამდენიმე გრძელი (1მ+) ჯოხი (გამოდგება იატაკის ჯოხები) და რეზინის სუფთა ჩექმები, თუმცა, ეს აუცილებელი არაა. მოკლედ.

Photo credit: Depositphotos

1. პროცესი ხანგრძლივია, ამიტომ მისთვის კარგად უნდა მოემზადოთ. გაიგეთ, როგორ უნდა გაირეცხოს თქვენი საყვარელი საბანი და რომელი საშუალებების გამოყენებაა რეკომენდებული მწარმოებლის მიერ. ჩვენ გამოვიყენებთ ბანალურ თბილ წყალსა და ცოტაოდენ სარეცხ ფხვნილს.

2. გაავსეთ აბაზანაში თბილი წყალი, თქვენი კანისთვის კომფორტულ ტემპერატურაზე, და მოათავსეთ მასში პლედი. წყალმა იგი მთლიანად უნდა დაფაროს, თუმცა, არ უნდა იცურაოს. ბევრ ფხვნილს ნუ მოაყრით, მერე გაჭირდება მისი ჩამორეცხვა.

3. ახლა ჩადექით აბაზანაში და 10 წუთის განმავლობაში კარგად “გათელეთ” საბანი ფეხებით. აი, რისთვისაა სასურველი რეზინის ჩექმები. იქნებ, ერთი წვეთი Fairy-ის დამატებაც მოგინდეთ, ლაქის ამოსაყვანად? სხვათა შორის, თუ ფეხების კანზე არ დარდობთ, ფეხშიშველა რეცხვაც შეგიძლიათ.

Photo credit: Depositphotos

4. ჩაუშვით ბინძური წყალი და დატოვეთ პლედი აბაზანაში, ცოტა დაიწრიტოს. თავიდან გაავსეთ წყალი და თელეთ საბანი მანამ, სანამ სუფთა წყალი არ გაუვა. დატოვეთ კიდევ 30 წუთით, დასაწრეტავად.

5. ახლა დადგით აბაზანის გვერდით ვარცლი და საბანი ისე მოათავსეთ, რომ მისი ნახევარი ვარცლში იყოს, ნახევარი – აბაზანაში. ჯოხები დაალაგეთ აბაზანაზე განივად და აბაზანაში დარჩენილი საბნის ნაწილი გადაკიდეთ მათზე. აცადეთ დაწრეტა დილამდე.

6. თუ ვარცლი არ გაქვთ, გამოიყენეთ მხოლოდ ჯოხები. 2 საკმარისი იქნება. თუმცა, რაც მეტი, მით უკეთესი – ასე პლედი სითხეს უფრო სწრაფად და ეფექტურად დაემშვიდობება.

7. დილით გადაიტანეთ საბანი თოკზე ან მომზადებულ საშრობზე. ამ დროისთვის, მისი წამოწევა უკვე მარტივი იქნება. მზადაა!

Photo credit: Depositphotos

გეთანხმებით, ეს საკმაოდ კუსტარული მეთოდია და უცნაურია, რომ დღემდე მას ვიყენებთ. მიუხედავად ამისა, წელს მაინც არ მოიტეხთ სველი პლედის წამოწევისას! თქვენ როგორ რეცხავთ მსგავს ნაკეთობებს?