როგორ შევამოწმოთ კარაქის ხარისხი, სალაროსთან მისვლამდე

0
2132

მაღაზიაში კარაქის საყიდლად წასვლა დღეს დანაღმულ ველზე გასეირნებას ჰგავს. ერთი არასწორი მოძრაობა და – სასარგებლო პროდუქტის ნაცვლად, ხელთ შეგრჩებათ უცნობი წარმოშობის ყალბი პროდუქტი. ამ სტატიაში გასწავლით, როგორ უნდა გაარჩიოთ ხარისხიანი კარაქი უსარგებლო სპრედისგან.

Photo credit: Depositphotos

ნამდვილი კარაქი

რას გვეუბნება ეტიკეტი?

სამწუხაროდ, კარაქის დეგუსტირება მაღაზიაში შეუძლებელია. ამიტომაც, შეძენის ეტაპზე მხოლოდ შეფუთვაზე არსებული წარწერები გვაქვს. პირველ რიგში, იპოვეთ ინფორმაცია სერთიფიკატის შესახებ.

საქართველოში, სტანდარტები რეგლამენტირებს კარაქის სამ სახეობას: ტრადიციული (რძის ნაწარმი,  მიღებული პასტერიზებული ნაღებისგან), რეკომბინირებული (მიღებული ერბოს, მშრალი გაუცხიმოებული  რძისა  და წყლისაგან) და შრატის (მიღებული შრატის ნაღების, ან შრატის ნაღებისა და ნაღების შერევით). თუ კარაქს აწერია “ბუტერბროდის” ან “ჩაის”, ესე იგი, ეს პროდუქტი არ შეესაბამება კარაქის სტანდარტებს და, დიდი ალბათობით, არაა ნატურალური. გამადიდებელი შუშით შესწავლისას, დიდი ალბათობით, სადმე წაიკითხავთ “ბუტერბროდის მასას”, რაც წვრილი შრიფტით წერია.

Photo credit: Depositphotos

სხვათა შორის, ხარისხიანი ნაღების კარაქის ზოგიერთი სახეობა ტექნიკური პირობების მიხედვითაც იწარმოება, ამიტომ, ყურადღება მიაქციეთ შემადგენლობას. ნამდვილი კარაქი არ უნდა შეიცავდეს მცენარეულ ცხიმებს. მხოლოდ ძროხის საღ რძესა და ნაღებს, ხანდახან, მარილსაც.

Photo credit: Depositphotos

თუ კარაქის შემადგენლობაში მცენარეული ცხიმები ან გაურკვეველი “რძის ცხიმების შემცვლელია”, ეჭვიც აღარ შეგეპაროთ – ხელთ ნამდვილი მარგარინი გაქვთ. კარაქის წამოშობაზე მიანიშნებს ფასიც. 1 კგ კარაქის მოსამზადებლად საჭიროა არანაკლებ 20 ლ რძე. შესაბამისად, ნატურალური კარაქი ვერ იქნება ძალიან იაფი.

როგორ შევამოწმოთ კარაქის ხარისხი?

ნატურალური ნაღების კარაქს ღია ყვითელი ფერი აქვს (არც თეთრი და არც მკვეთრი ყვითელი). ზედმეტად ყვითელი კარაქი იმაზე მეტყველებს, რომ შემადგენლობაში საღებავია დამატებული. სხვათა შორის, სტანდარტები საკვებ საღებავ კაროტინის მცირე რაოდენობით გამოყენებას უშვებს.

ნაღების ნამდვილ კარაქს თითქმის არ აქვს საკუთარი არომატი. მომჟავო სუნი უცხო მინარევებზე მიუთითებს. ხარისხიანი კარაქი საყინულედან ამოღების შემდეგ, თითქმის 30 წუთის განმავლობაში ინარჩუნებს სიმყარეს, მარგარინი და სპრედი კი 5 წუთში უკვე წაისმება პურზე.

ხშირად კითხულობენ, უნდა იფშვნებოდეს თუ არა კარაქი, საყინულედან გამოღების შემდეგ. ტექნოლოგიების ექსპერტები ამბობენ, რომ შესაძლოა, ასე ხდებოდეს. თუმცა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კარაქი ბევრ წყალს შეიცავს ან არც ისეთი კარგი ხარისხისაა. თუ სითხისა და ცხიმის პროპორცია სტანდარტს შეესაბამება, ასეთი რამ არ უნდა მოხდეს.

მოათავსეთ კარაქის ნაჭერი ცხელ წყალში. ნატურალური თანაბრად გაიხსნება, მარგარინი კი მარტივ მამრავლებად დაიშლება. დატოვეთ კარაქის ნაჭერი მაგიდაზე. თუ მის ზედაპირზე წყლის წვეთები გაჩნდება, თქვენ წინაშე ჩვეულებრივი სპრედია.

Photo credit: Depositphotos

ბოლოს ვიტყვი, რომ ნატურალური კარაქი მაღაზიებში ნამდვილად არსებობს. უბრალოდ, მისი არჩევა მხოლოდ შეცდომებისა და გამოცდის შემდეგ შეიძლება. შეფუთვაზე არსებული ინფორმაცია ყოველთვის სანდო როდია, ამიტომ, ორიენტირდით თქვენს შეგრძნებებზე, სადავო შემთხვევებში კი გამოსცადეთ პროდუქტი გამოცდილი საშუალებებით.