რას გვირჩევდა 85 წლის ექიმი: როგორ მიაღწია ამ ასაკამდე, საღი გონებით

0
1777

პორფირი ივანოვი ადამიანის ბუნებრივი გზით გამოჯანმრთელების სისტემის ავტორია. სისტემის არსი მდგომარეობის გონების, სხეულისა და სულის ჰარმონიაში. ივანოვმა მთელი თავისი ცხოვრება მიუძღვნა გამოჯანმრთელების გზების ძიებას, რამდენადაც ადამიანის ჯანმრთელობა და დღეგრძელობა ერთმანეთთან მჭიდროდაა დაკავშირებული.

საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით, იგი გვაძლევდა პრაქტიკულ რჩევებს. პორფირი ივანოვი შორტებით, ფეხშიშველი დადიოდა ზაფხულშიცა და ზამთარშიც, საკვების გარეშე 16 დღემდე ძლებდა. მის ცნობილ სწავლებაში “ბავშვი” ავტორი გვაძლევს რჩევებს, რომლებიც დაგვეხმარება ჯანმრთელობის პრობლემების გარეშე ცხოვრებაში.

ადამიანის ჯანმრთელობა და დღეგრძელობა

ივანოვმა გამოჯანმრთელების გზების ძიება 35 წლის ასაკში დაიწყო. იგი საკუთარ წესებს მთელი ცხოვრების განმავლობაში იცავდა. 1982 წელს, ივანოვის გამოცდილების შესახებ დაიწერა ჟურნალ “ოგონეკში”. იქ ჯანმრთელობის გაძლიერებისა და სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესების 12 წესი იყო მოცემული.

1. იბანავეთ ცივი წყლით, დღეში ორჯერ. მდინარეში, ტბაში, აბაზანაში, ჩაეშვით წყალში ან მიიღეთ შხაპი. ყოველთვის დაასრულეთ ცხელი ბანაობა ცივით.

2. ბანაობის შემდეგ ან მანამდე, გადით სუფთა ჰაერზე და დადექით შიშველი ფეხებით მიწაზე, 1-2 წუთით. რამდენჯერმე ჩაისუნთქეთ პირი და გონებაში უსურვეთ საკუთარ თავს ჯანმრთელობა.

Photo credit: Depositphotos

3. უარი თქვით მავნე ჩვევებზე.

4. კვირაში ერთხელ მაინც თქვით უარი საკვებსა და წყალზე. სასურველია, ეს პარასკევის 20 საათიდან კვირის 12 საათამდე გაგრძელდეს.

5. კვირას, შუა დღეს, გადით ბუნებაში და ჩაისუნთქეთ სუფთა ჰაერი. ამის შემდეგ, მიირთვით ნებისმიერი საკვები.

Photo credit: Depositphotos

6. შეიყვარეთ ბუნება. იგი გეხმარებათ გამოჯანმრთელებაში.

7. ყოველთვის მიესალმეთ ყველას, თუ გინდათ, რომ ჯანმრთელი იყოთ.

8. დაეხმარეთ სხვას ყველაფრით, რაც შეგიძლიათ. გააკეთეთ ეს უანგაროდ, ხალისით.

Photo credit: Depositphotos

9. ებრძოლეთ სიზარმაცეს, სიძუნწეს, შიშებს, ორპირობასა და სიამაყეს. ენდეთ ადამიანებს, შეიყვარეთ ისინი. არ მიიტანოთ გულთან ახლოს უკეთური სიტყვები და თავადაც არასდროს იყოთ უსამართლო სხვებისადმი.

10. გაიწმინდეთ გონება დაავადებების შესახებ აზრებისგან, თავს უკეთ იგრძნობთ.

Photo credit: Depositphotos

11. არ შეწყვიტოთ სხეულზე ფიქრი, იმოქმედეთ.

12. ამ საქმეში დააგროვეთ გამოცდილება და უამბეთ მის შესახებ სხვებსაც.

Photo credit: Depositphotos

ამბობენ, რომ სისტემა “ბავშვის” დადებითი გავლენა თვალსაჩინო ხდება მხოლოდ 3 კვირის შემდეგ, 12 წესის დაცვის დაწყებიდან. სისტემა დაგეხმარებათ ნებისმიერი ისეთი დაავადების განკურნებაში, რომლებიც ცხოვრების განმავლობაში შეიძინეთ, თუმცა, გენეტიკურ დონეზე ვერაფერს გახდება.

“ყველას გევედრებით, დაიკავეთ თქვენი ადგილი ბუნებაში, იგი არავის უჭირავს, მას ვერ იყიდით. მხოლოდ საკუთარი შრომით, ბუნებისა და საკუთარი თავის საკეთილდღეოდ, ცხოვრება რომ გაიმარტივოთ!” – ამბობდა პორფირი. მან 85 წელი იცოცხა და არასდროს უღალატია თავისი ჩვევებისა და სიტყვებისთვის.