მატრონა ერთ-ერთ ყველაზე ზუსტ წინასწარმეტყველად მიაჩნიათ, ბევრს კი სწამს, რომ მისი პირით თავად ღმერთი გვესაუბრებოდა. ალბათ, ამიტომ არ უყვართ მატრონა ეზოთერიკებსა და ჯადოქრებს, რომლებიც თავიანთ ძალებს ბნელი წყაროებიდან იღებენ. თუმცა, ახლა სულიერ მოლაპარაკებებზე არ ვისაუბრებთ. სტატიის თემა ნეტარი მატრონასადმი ლოცვაა.
გჯერათ წინასწარმეტყველების? მსოფლიოს მრავალი წინასწარმეტყველი ახსოვს, ისინი ყოველთვის ცნობილი იყვნენ, თუმცა, მათი ნათქვამის არსს ყოველთვის ვერ ვსწვდებოდით, ირიბად საუბრობდნენ. მხოლოდ მას შემდეგ, როცა ნაწინასწარმეტყველები ახდება, გვესმის, რას გულისხმობდნენ ისინი! Paparazzi-ის რედაქციამ უკვე არაერთხელ დაწერა მკურნალ მატრონას შესახებ, თუმცა, არასდროს გვითქვამს ის, თუ რას წინასწარმეტყველებდა წმინდანი 2021 წლისთვის.
ლოცვა ნეტარ მატრონასადმი
ალბათ, აზრი არ ექნება იმის გამეორებას, რაც უკვე იცით. ბრმა მტრედი, რომელიც მატრონას დედას ესიზმრა, გახდა მიზეზი იმისა, თუ რატომ არ თქვეს მშობლებმა უარი უცნაურ ბავშვზე. მართალია, მატრონას არ შეეძლო სამყაროს ხილვა ადამიანური თვალებით, თუმცა, უზენაესმა მას სხვა ნიჭი – სულიერი მხედველობის უნარი უბოძა.
7 წლის ასაკში, მან ხალხის განკურნება დაიწყო. იმ ადამიანების, რომლებმაც მისი და მისი ღვთიური დანიშნულებისა ირწმუნეს. ეს მან იწინასწარმეტყველა კრიზისი ეკლესიაში, ტაძრების დარბევა და დევნა. იცოდა, რომ სახელმწიფოს რევოლუცია ელოდა. მას ეკუთვნის უცნაური სიტყვები 2019 და 2021 წლების შესახებ.
–“დედამიწაზე ყველა დაწვება. მზის ჩასვლისას ყველა მიწაზე დაეცემა, ამოსვლისას კი ადგებიან და სამყაროც შეიცვლება.” ზოგიერთი ადამიანი დღემდე იმაზე ფიქრობს, თუ რას ნიშნავს ეს წინასწარმეტყველება. ერთნი თვლიან, რომ იგულისხმება გეოპოლიტიკა და დასავლეთ სამყაროს ერთგვარი დაცემა. სხვებს კი სწამთ, რომ საუბარი კორონავირუსზეა, რომლის შესახებაც პირველი ცნობა 2019 წლის ბოლოს გაჩნდა.
მატრონას წინასწარმეტყველება
ახლა ინტერნეტ-გამოცემები იუწყებიან, რომ მოსკოველმა მატრონამ კოლაფსი 2021 წლისთვის იხილა. სწორედ ეს წელი გვიმზადებს დიდ საფრთხეს. იმედია, სამყაროს დასასრული არ გველის, თუმცა, როგორც ჩანს, პანდემია მძვინვარებას განაგრძობს. აგრეთვე, შეიძლება გველოდეს სერიოზული პოლიტიკური რყევები. წმინდანმა ეს იმას დაუკავშირა, რომ ზოგადსაკაცობრიო ფასეულობები შეიცვალა.
ადამიანები შურისკენ გახდნენ მიდრეკილი, ერთმანეთს ვეღარ იტანენ. ინტერნეტმა საზღვარი გაუხსნა ყველას – ახლა ყველას შეუძლია, თავისი “სიმართლე” ამტკიცოს. ძალაუფლებისა და სიმდიდრის წყურვილი – აი, რა ამოძრავებს ადამიანებს. თავისთავად, ამ ცვალებად დროში ღმერთი სულ გადაგვავიწყდა. შესაძლოა, სწორედ ამაში მდგომარეობს ყველა იმ უბედურების სათავე, რომელსაც განვითარებული კაცობრიობა წააწყდა?
შეგახსენებთ, რომ ნეტარი მატრონა ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მართლმადიდებელი წმინდანია, მისთვის ლოცულობენ როგორც ფინანსური, ისე ოჯახური კეთილდღეობისა და ჯანმრთელობისთვის. ჩვენი აზრით, სწორედ ეს ლოცვაა აქტუალური ახლა, ყველაზე მეტად.
ლოცვა ნეტარ მატრონასადმი
“ჰოი, ნეტარო დედაო, მატრონა, შეისმინე და შეგვიწყნარე აქ ჩუენცა ცოდუილნი, შენდამი მღაღადებელნი, შეჩვეულო მთელი შენი ცხოვრების მანძილზე შეწყნარებად და შესმენად ტანჯულთა და ტვირთმძიმეთა, რწმენითა და სასოებით შენი მფარველობისა და შეწევნისადმი მოლტოლვილთა, სწრაფი შეწევნისა და სასწაულებრივი კურნების ყველასათვის მიმნიჭებელო; დე, ნუ მოგვაკლებ შენს გულმოწყალებას ჩუენ, უღირსთა, ამაო სოფლად მშფოთვარეთ და სულიერ მწუხარებათა შინა ნუგეშისა და თანაგრძნობის და ხორციელ უძლურებათა შინა, შეწევნის ვერსად მპოვნელთა: განკურნე უძლურებანნი ჩუენნი, გვიჴსენ ცდუნებათა და სატანჯუელთაგან ბოროტისა, ძლიერად მბრძოლისა, შეგვეწიე ტვირთვად ცხოვრებისეული ჯურისა და ატანად ცხოვრების მთელი სიმძიმილისა, რათა შევიძლოთ შენარჩუნება ღმრთის ხატებისა, სიცოცხლის ბოლომდე დამარხვა მართლამდიდებული მრწამსისა ღმრთისადმი შეურყეველი სასოებისა და იმედისა და არაფარისევლური სიყუარულისა მოყუასისადმი. შეგვეწიე ამ სოფლიდან განსვლისას, რაჲთა ჩუენცა მკჳდრდთა მას შინა წმიდათა თანა ღირს ვიქმენით მიწევნად სასუფეველსა ცათასა, მადიდებელნი გულმოწყალებისა და სახიერებისა ზეციური მამისა, სამებაში თაყუანისცემულისა, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, უკუნითი უკუნისამდე ამინ.”
ეს ლოცვა ხვალინდელი დღის იმედს შთაგაგონებთ, თუმცა, აუცილებლად გახსოვდეთ ისიც, რომ ბევრი რამ ჩვენს გულებში, ჩვენს თავებშია. როგორც მოვიქცევით, ისეთივე მომავალი გვექნება. ვინ იცის, იქნებ, სწორედ ეს დაგვეხმარება სამყაროს დასასრულის გადავადებაში?