იცოდით, რომ ხელის გულის ფორმა და თითების სიგრძე ბევრ რამეს ამბობს ადამიანის ხასიათზე? მთავარი საიდუმლო სწორედ არათითსა და საჩვენებელ თითებშია. დღეს Paparazzi-ის რედაქცია გთავაზობთ მარტივი ტესტის გავლასა და რაღაც ახლის გაგებას საკუთარი თავის ან ახლობლების შესახებ.
ხელის გულის ფორმა
ყურადღებით დააკვირდით ხელის გულს, შემდეგ კი დააკვირდით ზემოთ მოცემულ გამოსახულებას. რამდენად დიდია განსხვავება საჩვენებელ და არათითებს შორის? აირჩიეთ ამ 3 ტიპიდან ერთ-ერთი და წაიკითხეთ განმარტება ქვემოთ.
1. არათითი საჩვენებელზე დიდია
ასეთი თითების მფლობელები შესანიშნავი გარეგნული მონაცემებით გამოირჩევიან. ისინი უჩვეულოდ მომხიბლავები არიან და შესანიშნავად უგებენ გარშემომყოფებს.
თუმცა, მათ მსუბუქი აგრესიულობაც ახასიათებთ. ისინი მზად არიან გასარისკავად, ამიტომ, როგორც წესი, უფრო მეტ ფულს გამოიმუშავებენ, ვიდრე ის ადამიანები, რომლებსაც მოკლე არათითი აქვთ.
2. არათითი საჩვენებელზე მოკლეა
თითების ასეთი თანაფარდობა მიუთითებს მტკიცე თავდაჯერებულობას, ხანდახან კი თავმოყვარეობასაც. ასეთი ადამიანებისთვის საკმაოდ მარტივია მარტო დარჩენა, ისინი ხომ ვერ იტანენ, როცა აწუხებენ.
როგორც არ უნდა იყოს, როცა საქმე სიყვარულამდე მიდის, მათი თავდაჯერებულობა, თითქოს, ორთქლდება. ურთიერთობებში, ისინი იშვიათად დგამენ პირველ ნაბიჯს და იჩენენ ინიციატივას.
3. არათითი და საჩვენებელი თითები ერთი სიგრძისაა
როცა ეს ორი თითი ერთ სიმაღლეზეა, სახეზეა მათი მფლობელის იშვიათი ლოიალობა და გაწონასწორებულობა. ასეთი ადამიანები შესანიშნავ შუამავლებად და მოსიყვარულე პარტნიორებად იბადებიან. მათთან თავს ყოველთვის მშვიდად იგრძნობთ, ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა.
ამოიცანით საკუთარი თავი ან ნაცნობები ამ აღწერებში? გაგვიზიარეთ შთაბეჭდილებები!