პირველ თოვლს არამხოლოდ სიხარული და კარგი Instagram-ფოტოები, არამედ თოვლის, მარილისა და ქიმიური რეაგენტების “ფაფაც” მოაქვს. ამიტომაცაა ასეთი მნიშვნელოვანი ფეხსაცმლის სწორად მოვლა, რითაც არამხოლოდ დაიცავთ მას დასველებისგან, არამედ ყოველდღიურ ფეხსაცმელს პირველად იერს დაუბრუნებს.
ბევრი იყენებს სპეციალურ ღრუბლებს, რომლებიც ფეხსაცმლის კრემითაა გაჟღენთილი. თუმცა, ისინი დიდხანს არ ძლებს და არც ისეთი იაფი ღირს. კარგია, რომ არსებობს შესაძლებლობა, ჩავანაცვლოთ იგი ხელთ არსებული საშუალებებით, რომლებიც გაცილებით ნაკლები ღირს. ან, შესაძლოა, საჭირო ინგრედიენტები უკვე სახლში გქონდეთ.
როგორ მოვუაროთ ფეხსაცმელს
აბუსალათინის ზეთი
მკვებავი და დამატენიანებელი თვისებების წყალობით, ზეთი აქტიურად გამოიყენება კოსმეტოლოგიაში.
იგი ებრძვის კანის სიმშრალესა და აქერცლვას, გვეხმარება ხშირი წამწამების გაზრდასა და ფრჩხილების გამაგრებაში.
ზეთის იგივე თვისებები აუმჯობესებს ფეხსაცმლის მდგომარეობასაც. იგი არბილებს, აღადგენს გამომშრალ ჩექმებს, იცავს მათ სითხის, ზამთრის რეაგენტებისა და მზისგან.
როგორ დავიცვათ ფეხსაცმელი ნესტისგან
ამისთვის დაგჭირდებათ 1 ფლაკონი აბუსალათინის ზეთი, რომელიც, დიდი ალბათობით, ოჯახის აფთიაქში გექნებათ, და კაპრონის ძველი კოლგოტები, რომლებსაც, უვარგისობის გამო, მალე გადააგდებთ.
დააწვეთეთ ზეთი ფეხსაცმელს და გადაანაწილეთ ზედაპირზე კოლგოტების გამოყენებით. ისინი კარგად იწოვს ზეთს და ფრთხილად აპრიალებს თუნდაც ყველაზე ნაზ ტყავს.
კოლგოტების ხელმეორედ გამოყენებაც შეიძლება, იგი მარტივად ირეცხება და დიდხანს გამოდგება ამ საქმისთვის. მიიღებთ ნაყიდი ღრუბლების შესანიშნავ ალტერნეტივას.
უნივერსალური მკვებავი კრემი ფეხსაცმლისთვის
მის მოსამზადებლად დაგჭირდებათ ცვილი, სკიპიდარი და აბუსალათინის ზეთი. გაათბეთ 6 წილი ცვილი ორთქლზე და დაუმატეთ 2-2 წილი სკიპიდარი და ზეთი.
გადაასხით მცირე ზომის თავსახურიან ბოთლში. წაუსვით კრემის ფენა ფეხსაცმელს. იგი წყალამრიდ დაცვას უზრუნველყოფს.
როგორ დავარბილოთ ფეხსაცმელი ხანგრძლივი შენახვის შემდეგ
აბუსალათინის ზეთით შეიძლება ყველაზე მშრალი, გაუხეშებული და დახეთქილი ტყავის განახლებაც. ამისთვის, გაჟღინთეთ ფლანელის ხელსახოცი გამთბარი ზეთით.
კარგად წაუსვით ფეხსაცმლის ზედაპირს და გააჩერეთ 2-3 საათით. გაიმეორეთ პროცედურა კიდევ ერთხელ და გააჩერეთ ფეხსაცმელი მთელი ღამით. შემდეგ მოაშორეთ ზეთის ნარჩენები ხელსახოცით.