რა ფერის ტანსაცმელს ჩაიცვამს თანამედროვე ქალი ხარის წელს

0
891

წელი სულ უფრო უახლოვდება ფინალს, ბევრი აჯამებს 2020 წელს, ინტერნეტში ახლობლებისთვის საჩუქრებს ეძებს ან უბრალოდ მენიუს ადგენს საყვარელი დღესასწაულისთვის. აი, ფერების ინსტიტუტმა Pantone-მა 2021 წლისთვისაც მოგვიმზადა მოდური ფერები.

დღეს Paparazzi-ის რედაქცია გაგაცნობთ უახლეს მოდურ პროგნოზს 2021 წლისთვის. სწორედ ეს ფერები დაიკავებს დამსახურებულ ადგილს ტანსაცმელში, მაკიაჟსა და ინტერიერში!

2021 წლის მოდური ფერები

ყოველწლიურად, Pantone-ს ფერის ინსტიტუტი განსაზღვრავს ფერებს, რომლებიც ახალ სეზონზე ყველაზე მოდური იქნება – არც 2021 წელია გამონაკლისი.

გასულ დეკემბერს, პანტონმა 2020 წლის ფერად კლასიკური ლურჯი დაასახელა, 2019 წლის ფერი “ცოცხალი კორალი” იყო, 2018-ში ყველაზე მოდურად ულტრაიისფერი ითვლებოდა, 2017-ში – ბალახის ფერი, 2016 წელს კი “ვარდისფერი კვარცი” და “სიმშვიდე” ყველაზე აქტუალური ფერები გახლდათ.

2021 წელს კი, 5 წელიწადში პირველად, პანტონმა ორი ფერი ერთდროულად წარადგინა: გამამხნევებელი ყვითელი და აბსოლუტური ნაცრისფერი. როგორც Pantone-ში თქვეს, ეს ორი ფერი ერთად ხაზს უსვამს იმას, თუ როგორ შეუძლია განსხვავებულ ელემენტებს გაერთიანება და ერთმანეთის მხარდაჭერა.

“ფერთა ასეთი კომბინაცია სიმტკიცესა და იმედს გვაძლევს. ჩვენ ხომ გვჭირდება, თავი შთაგონებულად და ამაღლებულად ვიგრძნოთ.” – ამბობს ორგანიზაციის დირექტორი, ლეატრის ეისმანი.

პირველ ფერს ეწოდება Illuminating. ესაა მკვეთრი და სიცოცხლით სავსე ყვითელი, რომელიც ასხივებს სიცოცხლეს, მზის ენერგიას. ეს, უდავოდ, ოპტიმიზმის ფერია!

მეორე კი Ultimate Gray გახლავთ. ნაცრისფერი და საიმედო ფერი, რომელიც ზღვის სანაპიროს კენჭბს ჰგავს, ხაზს უსვამს დროის გამოცდის ჩაბარების უნარს. ესაა სიმტკიცე და გამძლეობა.

პირველი ფერი პასუხს აგებს ცხოვრებისეულ სიხარულსა და იმედზე, მეორე – თავდაჯერებულობასა და სიმშვიდეზე. ღმერთს მადლობა! ახლა ყველას სწორედ ეს გვჭირდება – სიმშვიდე და იმედი.

ამ ფერების შერწყმა ასახიერებს ბედნიერებას, რომელიც სულიერი ძალითაა გამტკიცებული! ღრმა აზრების გარდა, ეს ფერები შესანიშნავად გამოიყურება როგორც ტანსაცმელზე, ისე ინტერიერშიც.

ყვითელ-ნაცრისფერის კავშირი შესანიშნავად ერწყმის ერთმანეთს ინტერიერში და დაუჯერებლად მოდურად გამოიყურება.

უბრალოდ შეხედეთ, რა სილამაზეა!

ჩაიცვამდით ასე?

თუ თქვენს გარდერობში ამ ფერის ტანსაცმელია, დაიწყეთ ელვარება ახლავე!

აგრეთვე, გთავაზობთ იმის გაგებასაც, თუ რა ტანსაცმლით უნდა შეხვდეთ ხარის წელს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით.

მოდური ტანსაცმლის, ინტერიერის დეტალების ან თუნდაც ჭურჭლის შერჩევისას, ყურადღება გაამახვილეთ გამამხნევებელ ყვითელსა და აბსოლუტურ ნაცრისფერზე, რომლებიც, სადაცაა, პოპულარობის პიკზე აღმოჩნდება.

ჩემი აზრით, 2021 წლის მოდური ფერები მართლაც შესანიშნავია! თქვენ მოგეწონათ ასეთი შერწყმა?