ზოდიაქოს რომელ ნიშნებს ჩაუკეტავს ხარი ფინანსურ ნაკადს

17016

მოდით, ამჯერად რისკებზე ვისაუბროთ! ჭკვიანი ადამიანები მხოლოდ დღევანდელი დღით არ ცხოვრობს. დღესასწაულები ჩაივლის, რუტინა და მსგავსი პრობლემები კი ისევ თავს გამოიჩენს. სესხები, იპოთეკები, ბიზნესი… მოკლედ, ხვდებით, რისი თქმაც მინდა. ამ სტატიაში საუბარი ფულსა და გაკოტრების რისკზე იქნება.

Photo credit: Pixabay

Paparazzi-ის რედაქციამ კიდევ ერთხელ ჩაიხედა ჰოროსკოპში იმ მიზნით, რომ გაეგო, თუ ვინ უნდა იყოს ფრთხილად, ფინანსური თვალსაზრისით. დიახ, თეთრი მეტალის ხარი ყველას არ მოეფერება თავისი ხორკლიანი ენით, ვიღაცას ურქენს ან ჩლიქსაც უთავაზებს. ვინ იქნება ეს “უბედური” – ჩვენ სტატიაში გაიგებთ.

გაკოტრების რისკი

ცნობილი ასტროლოგის, პაველ გლობის სიტყვებზე დაყრდნობით, მომავალ წელს ძლიერდება რაღაც შავი პლანეტა, რომელსაც ლილითი ეწოდება. სწორედ მის გავლენას უნდა ვუფრთხილდეთ. პირველ რიგში, ამ ცვლილებებში კურო მოექცევა, რადგან სწორედ მათზე ახდენს პლანეტა ყველაზე დიდ გავლენას.

Photo credit: Pixabay

როგორ გამოიყურება ეს გავლენა? ძირითადად, საუბარია დანაკარგებსა და სხვადასხვა სახის უსიამოვნებებზე. თუმცა, რამდენადაც კონკრეტული მითითებები არ არსებობს, ყველაფერი პირობით ფულში გადავიტანოთ, რითაც ჩვენი მდგომარეობის შეფასებას შევძლებთ. ასტროლოგი გვირჩევს ფინანსური ბალიშის მომზადებას, ეს კი ზოდიაქოს ყველა ნიშანს ეხება.

ზოგადად, სამჯერ უნდა დაფიქრდეთ, სანამ კაპიტალს დააბანდებთ ან დიდ შენაძენს გააკეთებთ. თუ შესაძლებლობა იქნება, გადადეთ ეს ყველაფერი მომავალი წლისთვის. თუმცა, ნუ დაგავიწყდებათ ის, რომ ასტროლოგია ინდივიდუალური თვალსაზრისითაა ზუსტი, საერთო პროგნოზი კი, შესაძლოა, სულაც არ შეგეხოთ თქვენ. მოკლედ, ეს თქვენს პირად მონაცემებზეა დამოკიდებული.

Photo credit: Pixabay

მაშ ასე, გავიგეთ, რომ მომავალ წელს, ზოგადად, არ ღირს რადიკალური ნაბიჯების დაუფიქრებლად გადადგმა. აუცილებლად შეამოწმეთ დოკუმენტები, რჩევა მიიღეთ სპეციალისტებისგან, გულდასმით შეისწავლეთ ხელშეკრულებები. ჭარბ თავდაჯერებულობას აქამდე არავისთვის მოუტანია სარგებელი, ამიტომ ნუ მოერიდებით საჭირო კონსულტაციას.

განსაკუთრებით ყურადღებით უნდა იყოს ვერძი, კირჩხიბი, სასწორი და თხის რქა. თქვენ არ უნდა მოდუნდეთ, ხელი პულსზე გეჭიროთ და მუდმივად იყუროთ იქეთ-აქეთ. წელი ისედაც არ იქნება მარტივი, ამიტომ, პირველ რიგში, უზრუნველყავით უწყვეტი მომარაგება. ასე გაიზრდება შანსი იმისა, რომ ეს პერიოდი განსაკუთრებული დანაკარგის გარეშე ჩაივლის.

Photo credit: Pixabay

გონება უნდა დაძაბოს კურომ, ლომმა, მორიელმა და მერწყულმა. რამდენადაც პაველ გლობა მომავალ წელს თქვენთვის არც ისე ხელსაყრელად მიიჩნევს, მზად უნდა იყოთ ყოველგვარი მოულოდნელობისთვის. უმჯობესია, არ ჩაერთოთ იმ საქმეებში, რომლებიც თუნდაც ეჭვის 1%-ს იწვევს. მერფის კანონით, სწორედ ეს 1% იქნება აქტიური. გარკვეულ სიტუაციებში, უბრალოდ მიენდეთ ინსტინქტს.

დარჩენილ ტყუპებს, თევზებს, მშვილდოსანსა და ქალწულს, პირიქით, წელი შესანიშნავ შესაძლებლობებს გაუხსნის. თუმცა, არც თქვენ გირჩევთ ყვავების ჭერას – ეს სურვილი სწრაფად და მარტივად დასრულდება კრახით. დანარჩენ შემთხვევებში, თუ ძალისხმევას სწორად გადაანაწილებთ, ფულადი ნაკადი თქვენს ცხოვრებაში უწყვეტად შემოედინება. დაე, ასე იყოს!

Photo credit: Pixabay

რა გითხრათ? უფრო დაუმეგობრდით ქალწულსა და მშვილდოსანს: თუ რამეა, ისინი შეძლებენ მომავალ წლამდე ფულის სესხებას. ხოლო, თუ თავად ქალწული ან მშვილდოსანი ხართ, ნუ მიატოვებთ ნაკლებად იღბლიან ნიშნებს – ისინი შემდეგ ყველაფერს დაგიბრუნებენ. პროცენტებიანად. თქვენ მოხვდით ამ იღბლიანებს შორის?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს