საბედისწერო წლები ზოდიაქოს ნიშნების ცხოვრებაში

7186

ასტროლოგი პაველ გლობა დარწმუნებულია, რომ ადამიანის დაბადების თარიღი ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს მის ცხოვრებაში. წარმატებებისა და წარუმატებლობების პერიოდიც კი იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენი წლისაა ადამიანი ამ მომენტში. ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს აქვს დროის ის მონაკვეთები, როცა მათ ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენები ვითარდება.

Paparazzi-ს რედაქცია დაინტერესდა ამ საკითხით და მეტი ინფორმაცია მოიძია. აღმოჩნდა, რომ ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს აქვს თავისი მნიშვნელოვანი წლები. თუ ისინი გეცოდინებათ, მზად იქნებით ბედის საჩუქრებისა თუ გამოცდებისთვის.

Photo credit: Depositphotos

ცხოვრების მნიშვნელოვანი წლები

როგორ მოვიქცეთ, თუ წინ საბედისწერო წელი გველის? პირველ რიგში, ასტროლოგები გვირჩევენ, დავიცვათ საკუთარი პრინციპები, მიზნები და გეგმები. თუმცა, ამავდროულად, ყველაფერს უნდა მიაქციოთ ყურადღება და ბედისწერის მიერ გამოგზავნილი ნიშნები არ გაატაროთ. თუ ცვლილებები გარდაუვალია, ნუ ჩარგავთ თავს მიწაში. სჯობს, ყველაფერი ისე დაგეგმოთ, რომ სიტუაციიდან მაქსიმალური სარგებელი მიიღოთ.

სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ყველაზე მნიშვნელოვან პერიოდში შეიძლება მოხდეს ბევრი ისეთი რამ, რაც არ მოგწონთ. ამიტომ, მშვიდად მოეკიდეთ მნიშვნელოვან მოვლენებს, ნუ დაკარგავთ თავს. ზედმეტ ემოციებში გადაშვება, კონფლიქტების გაღვივება და ხიდების გადაწვა მარტივია. თუმცა, შემდეგ საკუთარ თავშეუკავებლობას ინანებთ.

აგრეთვე, უნდა გესმოდეთ ისიც, რომ მნიშვნელოვანი წლები პირობითი მითითებაა. ცხოვრება ხომ მშვენიერია, მისი ყოველი წამი ფასდაუდებელია. უბრალოდ, ზოგიერთ ეტაპზე მეტი ძალისხმევა დაგჭირდებათ, ისევ თქვენი მომავლისთვის. ახლა კი გეტყვით, ცხოვრების რომელი წლებია მნიშვნელოვანი და გარდამტეხი ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნისთვის.

Photo credit: Depositphotos

ცეცხლის ნიშნები

1. ვერძი

ამ ნიშნის წარმომადგენლები, ზოგადად, რჩეულ იღბლიანად ითვლებიან. თანაც, ყველაზე იღბლიანი პერიოდი, როგორც წესი, ვერძებს 40 წლის იუბილეს შემდეგ ეწყებათ. ცხოვრების უფრო გვიანდელ პერიოდებში, ისინი თავიანთ ნამდვილ დანიშნულებას პოულობენ, აღარ ეცემიან ამაოებას და სისულელეებზე აღარ ნერვიულობენ.

მნიშვნელოვანი წლები: 15, 19, 30, 35, 40, 45, 57, 60, 66, 76.

2. ლომი

ლომს ცვლილებები ვერ აშინებს. ეს ადამაინები, მართალია, საკუთარ თავს აძლევენ მოდუნებისა და სიზარმაცის უფლებას, თუმცა, გადამწყვეტ მომენტში ახერხებენ ძალების მოკრებასა და ყველა პრობლემის გადაჭრას. ცუდ და კარგ პერიოდებს ისინი თანაბრად ღირსეულად ლახავენ. მათ ამტანობაზე ლეგენდები დადის.

გარდამტეხი მომენტები: 19, 36, 40, 57, 60, 76.

3. მშვილდოსანი

ამ ნიშნის წარმომადგენლების იმედი არ უნდა გქონდეთ: ერთ მომენტში შეიძლება, მათი ცხოვრება მთლიანად გადაბრუნდეს, მან კი შეიძინოს ყველაფერი, რაზეც ოცნებობდა. მშვილდოსნის გზა წარმატებისკენ გრძელი, თუმცა მიზანმიმართულია. იგი თანდათან გაივლის ყველა სირთულესა და აღმართს, მიიღებს გამოცდილებასა და შრამებსაც კი. თუ საკმარისი რწმენა, მოთმინება და შრომისმოყვარეობა ექნება, დამსახურებული ჯილდო მის ხელთ აღმოჩნდება.

მნიშვნელოვანი წლები: 15, 19, 36, 38, 40, 45, 57, 75.

Photo credit: Depositphotos

მიწის ნიშნები

1. კურო

ბავშვობისა და ახალგაზრდობის ასაკში, კურო ხშირად უჩივის ბედს. ეს უსაფუძვლოდ არ ხდება – ამ წლებში მათ გზაზე საკმარისზე მეტი სირთულეა. თუმცა, 30 წელს იგი ოპტიმისტურად უნდა შეხვდეს. სწორედ ამ მომენტში დაიწყებს კურო პრობლემებთან მარტივად გამკლავებას, ყველას ჯინაზე.

ცხოვრების მნიშვნელოვანი წლები: 16, 21, 24, 30, 33, 39, 51, 60, 64.

2. ქალწული

ქვემოთ მოცემულ გარდამტეხ მომენტებში, ცვლილებებს არამხოლოდ პირად ფრონტზე, არამედ კარიერაშიც უნდა ელოდოთ. ნუ იღელვებთ, თუ სამსახურში საქმე ძალიან ცუდად მიდის. საკმარისია, ბეჯითად იმუშავოთ და გწამდეთ საკუთარი შესაძლებლობების. ასე კარიერული წარუმატებლობები სასწაულებრივად იქცევა წარმატებული მომავლისკენ მიმავალ საფეხურებად. გარკვეული დროის შემდეგ კი, ქალწული იმ მომენტებს აღიქვამს რთულ, თუმცა აუცილებელ გაკვეთილად.

გარდამტეხი მომენტები: 16, 21, 24, 32, 41, 50.

3. თხის რქა

ზოგიერთი ნიშანი ვერც კი გრძნობს, რომ თავისი ცხოვრების მნიშვნელოვან ეტაპს გადის. თუმცა, ეს თხის რქას ნამდვილად არ ეხება. ამ ნიშნის წარმომადგენლები კარგად უნდა მოემზადონ გარდამტეხი მომენტებისთვის, თუმცა, თავდაჯერებულობა არ უნდა დაკარგონ. შესაძლოა, ეს ძალიან რთული იყოს, თუმცა, ყველაფერთან გამკლავებას ნამდვილად შეძლებთ. მიღებული გამოცდილება ფასდაუდებელი იქნება.

მნიშვნელოვანი ეტაპები: 16, 21, 30, 31, 33, 41, 50, 57.

Photo credit: Depositphotos

ჰაერის ნიშნები

1. ტყუპები

ამ ადამიანს, თითქოს, ღვთიური ძალები მფარველობენ, ამიტომ, ტყუპები ახერხებს ცხოვრების მთავარი ეტაპების გავლას მინიმალური დანაკარგებით. ამიტომაც, ამ ნიშნისთვის მნიშვნელოვანი მომენტები გამოირჩევა სიმშვიდით, წინდახედულობითა და სასიამოვნო მოულოდნელობებით.

მნიშვნელოვანი წლები: 10, 20, 30, 40, 50, 64, 70 და 80.

2. სასწორი

მოაზროვნე სასწორი მოზომილი ცხოვრებით ცხოვრობს და იშვიათად გეგმავს დიდ ცვლილებებს. თუმცა, ცხოვრება სავსეა სურპრიზებით, რომლებსაც ამ ნიშნის წარმომადგენლებიც კი ვერ გაექცევიან. საინტერესოა, რომ მნიშვნელოვანი ეტაპები სასწორის ცხოვრებაში ყოველ 8 წელში მეორდება.

გარდამტეხი მომენტები: 8, 16, 24, 32, 40, 48, 56, 64, 72.

3. მერწყული

მეოცნებე მერწყული, ხშირად, იმდენად მოწყვეტილია რეალობას, რომ ვერც კი ამჩნევს, როდის გადის მნიშვნელოვან ცხოვრებისეულ მომენტებს. საბედნიეროდ, ზოგიერთი დადებითი ცვლილება მინიმალურ მოქმედებას მოითხოვს. ამიტომ, ამ ნიშნის წარმომადგენლები, ხანდახან, მარტივად აღწევენ სასურველს.

მნიშვნელოვანი წლები: 12, 22, 24, 32, 42, 48, 50, 64, 72.

Photo credit: Depositphotos

ჰაერის ნიშნები

1. კირჩხიბი

ახალგაზრდობის წლებში, კირჩხიბი თითქმის აღარ ფიქრობს თავით. ისინი სამყაროს ვარდისფერი სათვალეებით უყურებენ და სჯერათ, რომ მათი ყოველი შეყვარება ნამდვილი სიყვარულია, რომლისთვისაც მთელი ძალით უნდა იბრძოლოს. თუმცა, დაახლოებით 30 წლის ასაკში, იგი თითქოს გამოფხიზლდება, რაც კირჩხიბს არ უხარია ხოლმე. სამაგიეროდ, მომავალში სამყაროს გონების თვალით შეხედავს.

გარდამტეხი ეტაპები: 15, 25, 30, 35, 40, 45, 50, 60 და 75.

2. მორიელი

მორიელის რთული ხასიათი ხელს უშლის არამხოლოდ მის გარშემომყოფებს, არამედ თავად ამ ნიშნის წარმომადგენლებსაც. ცხოვრების მნიშვნელოვან მომენტებში, ისწავლეთ საკუთარი ნერვების კონტროლი, ცხოვრება რომ არ გაინადგუროთ.

საბედისწერო წლები: 16, 21, 30, 31, 33, 41, 50, 57.

3. თევზები

აი, ვის არ უყვარს ცვლილებები. მაშინაც კი, თუ რაღაც კარგი ხდება, თევზები ყოველთვის იპოვის სინანულის მიზეზს. მნიშვნელოვანი მომენტების დადგომამდე, გირჩევთ, მეტი იფიქროთ კარგი მომავლის შესახებ და ნაკლებად იდარდოთ. ეცადეთ, იპოვოთ ჰარმონია საკუთარ თავში, მხოლოდ ასე ვერ დაგაკლებთ ცვლილებები ვერაფერს.

მნიშვნელოვანი ეტაპები: 12, 24, 30, 36, 45, 48, 52, 60.

Photo credit: Depositphotos

თქვენ რა ეტაპები გაიარეთ? არ დაგავიწყდეთ თქვენი ნიშნის მითითებაც კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს