როგორ მოვაშოროთ თმას სიყვითლე ისე, რომ სახანძრო მანქანასავით წითელი არ გავხდეთ

2222

ბევრ ქალს თმის ცივი ჩრდილები უფრო მოწონს, ვიდრე თბილი. რატომ? შესაძლოა, საქმე იმაშია, რომ თბილი ფერები ყველა ტიპის გარეგნობას არ უხდება. ხოლო წითელ ფერში კაშკაშა ჩრდილები საკმაოდ სწრაფად გვბეზრდება. შეღებვიდან რამდენიმე დღე თვალს ახარებს, მაგრამ დროთა განმავლობაში ფერმკრთალდება და არც იქით არის და არც აქეთ.

თმის ცივი ჩრდილები

ჟღალი თმა რამდენიმე შემთხვევაში უნდა შეღებოთ. პირველი – ბუნებრივი თმის ფერის გაღიავების შემდეგ. მეორე – სხვა საღებავების შემდეგ. ნებისმიერ შემთხვევაში თმის მდგომარეობა, ასევე წინა შეღებვებები უნდა გაანალიზოთ.

სიყვითლის მოშორება თმის გაღიავების შემდეგ

რა თქმა უნდა, თმა სალონში უნდა გაიღიავოთ. სასურველია, წინასწარ სპეციალისტის ნამუშევრებს გადახედოთ, რომ მის პროფესიონალიზმში დარწმუნდეთ. დაიმახსოვრეთ რამდენიმე მნიშვნელოვანი წესი, თუ მაინც დამოუკიდებლად შეღებვა გადაწყვიტეთ!

1. თმის გათეთრებამდე გაღიავება არ შეიძლება. თმის ბუნებრივი ჩრდილი პიგმენტის გარეშე ყვითელია, ამიტომ ფხვნილით და მჟანგავით გათეთრებამდე გაღიავების მცდელობა თმის ხარისხის შემცირებას გამოიწვევს.

2. არ გამოიყენოთ 6%–ზე მაღალი მჟანგავი. ასეთი მჟანგავი საშუალება თმის ძირებისთვის განსაკუთრებით საზიანოა. გაყოფილი ბოლოებისგანაც არაფერი დარჩება.

3. პროდუქტების ინსტრუქცია განსაკუთრებით ყურადღებით წაიკითხეთ და პროპორციები ზუსტად დაიცავით.

4. ჩვეულებრივ, პროფესიონალები თმას 3-6% მჟანგავი საშუალებით მაქსიმუმ ნახევარი საათით აღიავებენ. ეს ჯანსაღი თმისთვის, რომლის ფერიც ადრე არ შეუცვლიათ! სხვა შემთხვევაში ინგრედიენტებს და დროს კორექტირება სჭირდება.

5. გარკვეული ყვითელი ფერის საფუძვლის მიღების შემდეგ, მას ფერი უნდა მისცეთ. სწორედ ამ ეტაპზე მიიღება ცივი ჩრდილები. აქ ფერების კომბინაციის ცოდნა გამოგადგებათ. ჩვეულებრივი, ფერების წრე დაგეხმარებათ. მასზე ნათლად ჩანს, რომ ყვითელ და მოყვითალო–ნარინჯისფერს იისფერი და მოლურჯო–იისფერი ფერები ფარავს.

6. ტონირებისთვის შეგიძლიათ სხვადასხვა პროდუქტი გამოიყენოთ. მაგალითად, პირდაპირი მოქმედების საღებავები. ზოგჯერ, შეგიძლიათ უბრალოდ იისფერი შეფერილობა აიღოთ და ცოტა უფერო კონდიციონერი გაურიოთ.

7. თმის ცივი ტონის შენარჩუნება შეიძლება და საჭიროა. მაგალითად, შეგიძლიათ იისფერი პიგმენტის მქონე შამპუნი და კონდიციონერი შეიძინოთ. ასეთი საშუალებების მუდმივი გამოყენებით ცივ ჩრდილებს დიდხანს შეინარჩუნებთ.

ზოგჯერ, ყველას სურს რომელიმე კონკრეტული ფერის მიღება. თუმცა უნდა გესმოდეთ, რომ ფერის არჩევისას ორიენტაცია თქვენი ბუნებრივი ფერის საფუძვლიდან უნდა დაიწყოთ. რა არის უფრო მნიშვნელოვანი: ხარისხის და სიგრძის შენარჩუნება თუ მტვრევადი თმა არარეალური შედეგის მიღწევის მცდელობისას?

ტონირება სხვა საღებავების შემდეგ

ამ შემთხვევაში ყველაფერი წინა საღებავის ტიპზეა დამოკიდებული. მაგალითად, ინით შეღებილი თმის გაღიავებას აზრი არ აქვს. შეგიძლიათ უფრო მუქი ფერის ჩრდილებით დაფაროთ. მაგალითად, შავი ან მუქი წაბლისფერი ჩრდილები.

თუ თმა არაპირდაპირი მოქმედების საღებავით იყო დამუშავებული, შეგიძლიათ ჩამოირეცხოთ. ამ მიზნით სჯობს შეარჩიოთ ისეთი ხარისხიანი საშუალებები, როგორიცაა Color off Estel-სგან. გაითვალისწინეთ, ასეთი პროცედურაც თმის ხარისხს ამცირებს.

პირდაპირი მოქმედების საღებავი თმიდან დროთა განმავლობაში თავისით ირეცხება. რა თქმა უნდა, ყველაფერი დროსა და ხარისხზეა დამოკიდებული. 1–2 თვეში თმის ფერი უფრო გაღიავდება. ამ დროს შეგიძლიათ რამდენიმე ტონით უფრო მუქად შეიღებოთ. გახსოვდეთ, რომ სიყვითლე ცივ ფერში გადადის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საღებავი იისფერ ან ცისფერ პიგმენტს შეიცავს. გისურვებთ თმის წარმატებულად შეღებვას და ჯანსაღ თმას.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს