ყველამ ვიცით მოდის ციკლურობის შესახებ თუმცა ის ყოველთვის სწორად ვერ მუშაობს. ფეხსაცმლის ზოგიერთი მოდელი უიმედოდ ძველდება და მოდაში დაბრუნების შანსი აღარ აქვს. ამ სტატიაში ვისაუბრებთ თუ რომელმა ფეხსაცმელმა დაკარგა აქტუალობა და რით შეიძლება ასეთი ფეხსაცმლის ჩანაცვლება. აუცილებლად უნდა გვახსოვდეს, რომ მოძველებული ფეხსაცმელი კარადაში არ უნდა გედოთ, აუცილებლად გაყიდეთ ან გააჩუქეთ ის.
მოძველებული ფეხსაცმელი
წელს სტილისტები ლაკონური და თავშეკავებული ფეხსაცმლის შეძენას გვირჩევენ. თუ ქუჩაში ტემპერატურა ნულს ქვემოთ დაიწევს – წვრილი ქუსლებით სიარულზე საუბარიც ზედმეტია.
ზედმეტად მკვეთრი ფეხსაცმელი
სპეციალისტების რჩევით მკვეთრი ფერის ფეხსაცმელი თქვენი გარდერობისან სრულად უნდა ამოიღოთ. მათ ადგილას კი უფრო დაბალანსებული ფერები აირჩიეთ.
ღია ფეხსაცმელი წვრილ ქუსლზე
ოდესღაც ასეთი ფეხსაცმელი საკმაოდ მომხიბვლელად გამოიყურებოდა. ახლა კი გარდერობის მსგავსი ელემენტი უფრო ვულგარულად ჩაითვლება ვიდრე მომხიბვლელი. გირჩევთ უფრო მყარი ძირის მქონე ფეხსაცმელი აირჩიოთ.
მაღალი შავი ბოტფორტები
ხშირ შემთხვევაში ასეთი ფეხსაცმელი საკმაოდ მაღალ გოგონებს უხდებათ. უფრო დაბალ ქალბატონებს ეს ფეხსაცმელი უფრო დაბალს აჩენს. თუ თქვენი სიმაღლე 180 სანტიმეტრზე მცირეა გირჩევთ უფრო დაბალი ფეხსაცმელი შეარჩიოთ. 2021 წელს ტრენდში უფრო ფერადი ბოტფორდები იქნება და არა შავი.
ყავისფერი ბოტილიონები
უახლოესი რამდენიმე წლის მანძილზე ასეთი ფერების ამოღებაა რეკომენდებული. ამგავრი ფეხსაცმელი აბერებს ქალბატონს და მათ ბებიას ამსგავსებს, თუნდაც შესაფერისი ფასონის ბოტილიონი აირჩიონ.
ექსტრავაგანტული ფეხსაცმელი
ყველას გვინდება ჩვენს ლუქში რაიმე განსაკუთრებული შტრიხი ჩავამატოთ, თუმცა გარდერობის მსგავსი ელემენტები აქცენტირებას ქალბატონის უგემოვნობაზე მოახდენს. ყოველდღიურ ცხოვრებაში კი ასეთი ფეხსაცმელი ძალიან უცნაურად გამოიყურება.