კომბოსტოს მწნილი – განუმეორებელი გემო და ხმამაღალი ხრაშუნი

931
© Depositphotos

ვის არ უყვარს კომბოსტოს მწნილი. თუმცა, მისი დამოუკიდებლად მომზადება ყველას არ შეუძლია, რადგან ეს პრიცესი იმდენად მარტივი არაა, რამდენადაც გვეჩვენება. გვიწევს მინიმუმ 3 დღის დახარჯვა იმისათვის, რომ კომბოსტო ამჟავდეს. ხოლო თუ რეცეპტში შეცდომა დაუშვით, არ გაითვალისწინეთ ნიუანსები, კომბოსტო განაცრისფერდება ან საერთოდაც გაფუჭდება.

© Depositphotos

კომბოსტოს მწნილის რეცეპტი

როგორ მოვიქცეთ? უარი ვთქვათ ამ სიამოვნებაზე თუ ბაზარში საეჭვო პროდუქტი შევიძინოთ, უცნობი წარმომავლობით? ჩვენი რედაქცია დაჟინებით გირჩევთ, ნუ გააკეთებთ ზემოთ ჩამოთვლილს.

დღეს ჩვენ გთავაზობთ ძალიან გემრიელი და ხრაშუნა კომბოსტოს მწნილის რეცეპტს, რომელიც ყოველთვის სწორად გამოგივათ. იგი უნდა მოამზადოთ შუშის ქილაში, მეორე დღეს კი უკვე მჟავდება. ისე ხრაშუნობს, როგორც უმი კომბოსტო.

© Depositphotos

ინგრედიენტები

  • 2 კგ თეთრი კომბოსტო
  • 400 გ სტაფილო
  • 2 კბილი ნიორი

ინგრედიენტები მარინადისთვის

  • 150 მლ მცენარეული ზეთი
  • 75 მლ 9%-იანი ძმარი
  • 100 გ შაქარი
  • 2 ს.კ. მარილი
  • 3 დაფნის ფოთოლი
  • 5-6 მარცვალი შავი პილპილი
  • 0.5 ლ წყალი
© Depositphotos

მომზადება

1. დააქუცმაცეთ კომბოსტო თქვენთვის სასურველი სახით. სტაფილო დახეხეთ, ნიორი დაჭყლიტეთ. შეურიეთ ბოსტნეული და მჭიდროდ ჩაალაგეთ ქილაში. კომბოსტოს დაწურვა საჭირო არაა.

© Depositphotos

2. მარინადის მოსამზადებლად აადუღეთ წყალი და დაუმატეთ ყველა ინგრედიენტი, გარდა ძმრისა. მოურიეთ, რათა მარილი და შაქარი კარგად გაიხსნას. გააგრილეთ და დაუმატეთ ძმარი.

© Depositphotos

3. გადაწურეთ მარინადი საცერში და დაასხით კომბოსტოს. გააჩერეთ ფერმენტირებისთვის ოთახის ტემპერატურაზე. 24 საათში ხრაშუნა კომბოსტო მზადაა!

შეინახეთ ქილა მაცივარში ან სხვა გრილ ადგილას. გემრიელად მიირთვით!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს