ზამთრის საღამოებში დიდ ფუმფულა პლედში გახვევა, გემრიელობების მომარაგება და ზღაპრული თოვლით ტკბობა გვინდება. ალბათ გეცნობათ ეს შეგრძნება… მაშინ ეს რეცეპტი სათქვენოა და ნამდვილად გამოგადგებათ.
ვაფლის მილების რეცეპტი ვაფლის ელექტრო საცხობისთვის
ცომის ინგრედიენტები
- 250 გრამი შაქარი
- 5 ცალი კვერცხი
- 300 გრამი ხორბლის ფქვილი
- 200 გრამი გამდნარი მარგარინი ან კარაქი
- 200-250 გრამი რბილი კარაქი
- 1 ქილა მოხარშული შესქელებული რძე
მომზადების წესი
1. მიქსერით ათქვიფეთ შაქარი და ქათმის კვერცხი. როდესაც ფუმფულა ქაფი გაჩნდება მასში გამდნარი კარაქი ჩაასხით და განაგრძეთ თქვეფა. მნიშვნელოვანი შენიშვნა: კარაქი ცხელი არ უნდა იყოს.
2. კვერცხისა და კარაქის მასის ათქვეფისას მას ნელ-ნელა ფქვილი მოაყარეთ. ცომი კონსისტენციით სქელ არაჟანს უნდა გაგონებდეთ.
3. ამის შემდეგ გააცხელეთ ვაფლის საცხობი და მის ორივე ნაწილს მცენარეული ზეთი წაუსვით. აჯობებს რაფინირებული ზეთი აიღოთ რათა მისმა სუნმა ცომი არ გაჟღინთოს. შემდეგ დაახლოებით 1 სუფრის კოვზი ცომი ვაფლის საცხობის ცენტრში მოათავსეთ და რამდენიმე წუთით აცხვეთ.
4. სანამ ვაფლი ცხელია, მისგან მილი უნდა გააკეთოთ. ამისთვის საჭირო ზომის დიამეტრის მქონე მილისებური ნივთი გამოგადგებათ.
5. კრემის მომზადებისთვის მიქსერით კარაქი ათქვიფეთ. როდესაც კარაქი მოცულობაში გაიზრდება და გაღიავდება, მოხარშულ შესქელებულ რძეს შეურიეთ. ვაფლის მილების კრემით გასავსებად საკონდიტრო ტომარა ან ცელოფნის პარკი გამოიყენეთ. მილები შესქელებული რძით კარგად უნდა ამოავსოთ.
მილების მომზადების დეტალური ინსტრუქცია შეგიძიათ ვიდეოში იხილოთ.