დამსაქმებლებს მორიელების სამსახურში აყვანა გარკვეული მიზეზების გამო დიდად არ უყვართ.

0
457
Photo credit: Depositphotos

არსებობს მოსაზრება, რომ მორიელი სამსახურში დაუნდობელი, აგრესიული და თავისნათქვამაა. ამიტომ დამსაქმებლების უმეტესობა თავს არიდებს მათთან მუშაობას. ამბობენ, რომ მადონამ უარი თქვა ცნობილ დიჯეისთან – დევიდ გეტტასთან თანამშრომლობაზე და მხოლოდ და მხოლოდ იმ მიზეზით, რომ მისი ზოდიაქო მორიელი იყო. მომღერალმა ის საქმიან შეხვედრაზე მიიწვია, თუმცა როგორც კი გაიგო, რომ დევიდი ზოდიაქოთი მორიელი იყო – სწრაფადვე თქვა უარი თანამშრომლობაზე.

2020 წლის ზაფხულში, მოსკოვის კოსმეტოლოგიურმა კლინიკებმა დროებით შეწყვიტეს მორიელების მომსახურება და მიზეზად რეტროგრადული მერკური დასახელდა. ამბობენ, რომ ამ პერიოდში ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები უკიდურესად აგრესიულები ხდებიან.

Photo credit: Depositphotos

მორიელი სამსახურში

ასტროლოგიური კვლევები ხშირად იუწყებიან, რომ მორიელებს რთული ხასიათი აქვთ. ეს ადამიანები ხშირად გვეჩვენება უსიამოვნოდ და ცინიკურად. ყველაფერი კი იმიტომ ხდება, რომ მათ არ ეშინიათ იმის პირდაპირ თქმა რასაც ფიქრობენ. ხშირად სწორედ მათი გულწრფელობა ხდება მათი უსიამოვნო სიტუაციების მიზეზი.

თანამშრომელი მორიელი ყოველთვის წესრიგისა და სამართლიანობისთვის მოგთხოვთ პასუხს და თუ მას მოეჩვენა, რომ უფროსობა რამეში ცდება, გულწრფელად მოგახსენებთ თავის პოზიციას.

Photo credit: Depositphotos

ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს ხშირად აქვთ ლიდერობის ნიჭი, მათთვის იოლია კონფლიქტების მოგვარება და სირთულეებთან გამკლავება. ჩვეულებრივ მორიელი კომპანიის გული და ერთგული მეგობარია. ასევე ხშირად გვევლინება საიმედო ბიზნეს პარტნიორად და ბრძენ ხელმძრვანელადაც.

Photo credit: Depositphotos

თუ დამსაქმებელი უარს ზოდიქოს ნიშნის გამო გეტყვით ნუ დაღონდებით, შეიძლება ეს სამსახური თქვენთვის არ იყო შექმნილი და წინ უკეთესი გელოდებათ.