თავის მოვლის დროს დაშვებული შეცდომები რომლესაც ფეთხუმი ქალბატონები უშვებენ

0
288

თუ თანამედროვე რეკლამების კონტექსტს დავუჯერებთ ჩვენს გარშემო მსუბუქი, ჰაეროვანი, მხნე და მოკლედ რომ ვთქვათ იდეალური ქალბატონები მოძრაობენ. სადაც არ უნდა იყვნენ და რასაც არ უნდა აკეთებდნენ, ისინი მუდამ მოწესრიგებულები არიან და თან სდევთ სისუფთავის სურნელიც. თუმცა თუ საკითხს ჩავუღრმავდებით რამდენიმე შეცდომას ვიპოვით რომლებსაც ქალბატონები ხშირად უშვებენ.

ზემდეტი სიყვარული ცხოველების მიმართ

ძაღლები და კატები ძალიან გვიყვარს თუმცა მათ თავიანთი ადგილი უნდა ჰქონდეთ, არ უნდა მიირთმევდნენ პატრონის თეფშიდან და არც მათთან ერთად უნდა ეძინოთ საწოლში, ამგვარად ბაქტერიებისა და ზოგიერთი დაავადების რისკს ზრდით რადგან ცხოველების ჰიგიენა ადამიანის ჰიგიენისგან განსხვავდება.

შხაპის ხშირი გამოყენება

საპონი და შხაპის გელი სხეულის სისუფთავის შენარჩუნებისთვის მნიშვნელოვანია, თუმცა მათი ხშირი გამოყენება რეკომენდებული არ არის რაგდან ისინი კანისგან დამცავ საფარს ჩამორეცხავენ. ეს საფარი გარკვეულ ვიტამინებს გამოიმუშავებს, ორგანიზმს ბაქტერიებისგან იცავს და ხელს უწყობს საკვების ნორმალურ მონელებას.

სინთეტიკური თეთრეული

სინთეტკია კანთან არასდროს მეგობრობდა. ის კანთან ჰაერს არ უშვებს და შესაბამისად მაღალია ოფლიანობაც. ოფლიანობა კი კანს აღიზიანებს და იზრდება გამონაყარის ან სოკოს გაჩენის რისკი. ამიტომ აჯობებს ყოველთვის ნატურალური ნაჭრის თეთრეული აირჩიოთ. მართალია მათი დიზაინი არც ისე მომხიბვლელია მაგრამ, სამაგიეროდ ეს არჩევანი ჯანმრთელლობას მოგიტანთ.

ვადა გასურლი კოსმეტიკა

რაც არ უნდა დიდი ფული გქონდეთ გადახდილი კრემში, ეცადეთ ის ვადის გასვლამდე მოიშოროთ. გახსოვდეთ კრემის ვარგისიანობა გახსნიდან მაქსიმუმ 1 წლის მანძილზე ნარჩუნება, ტუშისა და ტონალურის – 6 თვის მანძილზე, სუნამო კი მაქსიმუმ 18 თვე ძლებს.

მოუწესრგებელი პარტნიორი

თქვენი პარტნიორიც აუცილებლად უნდა იცავდეს ჰიგიენის წესებს. ადამიანებთან მჭიდრო კონტაქტისის მაღალია სხვადასხვა დაავადებით დაინფიცირების რისკი, ეს თემა კი განსაკუთრებით პანდემიის დროს არის აქტუალური. გაოიყენეთ ხელთათმანი, პირბადე და ხშირად დაიბანეთ ხელები.

ჭუჭყიანი ფუნჯი და სპონჯი

კოსმეტიკის ფუნჯები და სპონჯი ყოველთვის სუფთა უნდა იყოს, მასზე კოსმეტიკის არცერთი ფენა არ უნდა იყოს დატოვებული. დაბინძურებული ფუნჯების გამოყენებისას სახეზე შეასძლოა გამონაყარი და ანთებითი პროცესი გაჩნდეს. მშრალი კოსმეტიკის ფუნჯი თვეში ერთხელ, თხევადი კოსმეტიკის ფუნჯები კი კვირაში ერთხელ უნდა გარეცხოთ.

პატარა ზომის სამოსი

ქალები ხშირად დგებიან დიეტაზე იმისთვის, რომ ზაფხულისთვის წონა დაიკლონ და 1 ან 2 ზომით მცირე სამოსის ჩაცმა შეძლონ. ზაფხულში მოტკეცილი სამოსის ტარება ორგანიზმისთვის არც თუ ისე კარგია. წარმოიდგინეთ ქსოვილში გამომწყვდეული კანი რომელიც ოფლიანდება და მასთან ჰაერიც ვერ აღწევს… ამას კარგი არაფერი მოყვება!

ღია ფეხსაცმელი

შიშველ ფეხზე ღია ფეხსაცმლის ჩაცმას კოჟრები ან კანის გადახეხვა სდევს თან. სასურველია ღია ფეხსცმელში მოკლე წინდა გამოიყენოთ.

სველი საცურაო კოსტუმი

ალბათ ხშირად გინახავთ ფილმებში თუ როგორ ცურავენ ლამაზმანები ზღვაში შემდეგ კი იმავე საცურაო კოსტუმით იღებენ მზის აბაზანებს. მაიამის შემთხვევაში ეს მეთოდი ალბათ გამართლებულია რადგან იქ მაღალი ტემპერატურაა და ცივი ქარი არასდროს ქრის, თუმცა შედარებით გრილ ქვეყნებში აჯობებს სათადარიგო საცურაო კოსტუმი ატაროთ და ბანაობის შემდეგ გამოიცვალოთ რათა რუჯის მიღების დროს არ გაცივდეთ.

ზედმეტად ცხელი წყალი

ცხელ წყალში ბანაობა კანის ფორებს ხსნის და მათგან სასრგებლო ცხიმებს გამოდევნის. თუ ცხელი წყლით ხშირად ბანაობთ ეს კანის გამოშრობამდე და მის სწრაფად დაბერებამდე მიგიყვანთ. ამიტომ უმჯობესი იქნება თუ ძალიან ცხელის ნაცვლად უბრალოდ თბილი წყლით იბანავებთ.

გაითვალისწინეთ ზემოთ მოყვანილი რჩევები და გაუფრთხილდით თქვენს ჯანმრთელობას.