როგორ მოვამზადოთ კაკლები, მოხარშული შესქელებული რძით

525
Photo credit: Depositphotos

ალბათ კაკალი ნამცხვრის არომატი ბავშვობიდან გახსოვთ. დღეს სწორედ ამ ნამცხვრის რეცეპტს გაგიზიარებთ!

ორცხობილა “კაკალი” მოხარშული შესქელებული რძით

ინგრედიენტები

  • 100 გრამი შაქარი
  • 400 გრამი ხორბლის ფქვილი
  • 2 ცალი ქათმის კვერცხი
  • 200 გრამი კარაქი
  • 1 ჩაის კოვზი სოდა, რომელიც 2 ჩაის კოვზი ძმრით არის შეზავებული
  • მწიკვი მარილი
  • მოხარშული შესქელებული რძე

მომზადების წესი

1. კარაქი გაალღვეთ მირტოტალღურ ღუმელში ან წყლის აბაზანაზე

2. კვერცხი მარილთან და შაქართან ერთად აურიეთ. სოდას ძმარი დაამატეთ და კვერცხის მასაში გადაურიეთ. ჩაასხით გამდნარი კარაქი. მოაყარეთ გაცრილი ფქვილი და ხელით მოზილეთ.

Photo credit: Youtube

3. გააკეთეთ პატარა ბურთულები, რომლებიც თქვენი კაკლის ფორმის ზომის შესაფერისი იქნება.

Photo credit: Youtube

4. დადგით კაკლის ფორმა ცეცხლზე, მოათავსეთ მასში ცომის ბურთულები და დაელოდეთ მომზადებას.

Photo credit: Youtube

5. გამომცხვარ კაკალს მოხარშული შესქელებული რძე წაუსვით და შეართეთ.

Photo credit: Youtube

საიდუმლო ხრიკი: იმისთვის, რომ კაკალი უფრო ნაზი გამოვიდეს, ჩამოჭრილი კიდეები დაფხვენით და გულსართში გამოიყენეთ. გემრიელად მიირთვით.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს