უგემრიელესი ბისკვიტის რეცეპტი პროფესიონალი კონდიტერისგან

0
472

ზამთრის ცივ საღამოებს ცხელი ჩაი და სახლში გამომცხვარი არომატული ბისკვიტი უფრო მყუდროსა და სასიამოვნოს ხდის. ამ სტატიაში ნაზი, მსუბუქი და შეუდარებელი იაპონური კასტელას ბისკვიტს გასწავლით.

ბისკვიტი “კასტელა”

ქვემოთ მოცემული ინგრედიენტები 18 სანტიმეტრი დიამეტრისა და 6 სანტიმეტრი სიმაღლის ჰაეროვანი ბისკვიტის მოსამზადებლად არის განსაზღვრული. იმისთვის, რომ ბისკვიტი კარგად გამოცხვეს, ინგრედიენტები ოთახის ტემპერატურის უნდა იყოს.

ინგრედიენტები

  • 4 კვერცხი
  • 120 გრამი შაქარი
  • 15 გრამი ვანილის შაქარი
  • 120 გრამი ფქვილი
  • 40 მილიგრამი რძე
  • 40 მილიგრამი მცენარეული ზეთი
  • მწიკვი მარილი

მომზადების წესი

1. შაქარს ვანილის შაქარი დაუმატეთ და კარგად აურიეთ. ცალკე აურიეთ რძე და მცენარეული ზეთი.

2. ახლა კვერცის ცილა და გული ერთმანეთისგან განაცალკევეთ. ცალკე ჭურჭელში კვერცხის გულებს მარილი მოაყარეთ და ერთგვაროვანი მასის მიღებამდე ურიეთ. ცილებს ცოტა მარილი მოაყარეთ და მიქსერის მინიმალური სიჩქარით თქვიფეთ.

3. როდესაც ცილა აქაფდება, მიქსერის სიჩქარეს მოუმატეთ და სამ ეტაპად ჩაყარეთ შაქარი. მას შემდეგ რაც შქარი გაიხსნება ბრუნვის რაოდენობა გაზარდეთ. მასა მიქსერით მანამ თქვიფეთ სანამ არ გამყარდება.

4. ცილას კვერცხის გულებისგან მიღებული მასა შეურიეთ. ფრთხილად ურიეთ კოვზით – თანაბარი, წრიული მოძრაობებით, სანამ მასა ერთგავროვანი არ გახდება. აქვე ჩაუმატეთ გაცრილი ფქვილი და მოურიეთ.

5. რძიან მცენარეულ ზეთ ცოტაოდენი ცომი დაუმატეთ (1 სუფრის კოვზი) და ურიეთ. შემდეგ იმდენნივე ცომი ჩაამატეთ და კვლავ მოურიეთ. პროცედურა კიდევ ერთხელ გაიმეორეთ. ამის შემდეგ ნარევი ცომში ჩაასხით და წრიული მოძრაობებით ურიეთ სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ.

6. ცომი პერგამენტ ჩაფენილ ფორმაში გადაიტანეთ. ცომი აუცილებლად ნელა გადაასხით რათა ჰაერის ბუშტუკები არ გაჩნდეს. მოასწორეთ მასა. ცენტრში ხის ჯოხი ჩაარჭეთ (ძირამდე) და წრიული მოძრაობებით ნელა დახატეთ სპირალი. ეს მოძრაობებიც ზედმეტი ჰაერის გამოშვებაში დაგეხმარებათ.

7. ბისკვიტი 170 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში 40 წუთით აცხვეთ. მზაობა შეგიძლიათ ბისკვიტის ცენტრში ხის ჩხირის ჩარჭობით შეამოწმოთ. თუ ჩხირს ცომი არ ამოყვა ე.ი. ბისკვიტი მზად არის. გემრიელად მიირთვით!

ბისკვიტი კასტელა ძალიან გემრიელი გამოდის. თუ ამ ბისკვიტის ტორტის მომზადებისთვის გამოყენება გსურთ, ბისკვიტი ჯერ საკვებ ცელოფანში უნდა გაახვიოთ და რამდენიმე საათით მაცივარში შედგათ. თუმცა აჯობებს თუ ბისკვიტს გრილ ადგილას მთელი ღამით დატოვებთ.