მალე თეთრი მეტალის ხარის წელი დადგება. ამ სტატიაში გასწავლით თუ როგორ უნდა შეხვდეთ ახალი წლის ღამეს იმისთვის, რომ მომავალი წლის მბრძანებელმა იღბლითა და წარმატებით დაგვაჯილდოვოს.
თეთრი მეტალის ხარის წელი
კონსერვატიული და შეუპოვრობით სავსე ხარი შრომისმოყვარე ადამიანებს დააჯილდოვებს. თუ წლობით ცდილობდით მაგრამ, არაფერი გამოგდიოდათ, 2021 წელი სწორედ თქვენს წლად იქცევა! ნუ დაიწყებთ ახალ საქმეებს, უბრალოდ დრო დაუთმეთ იმ საქმეების გასაუმჯობესებლად რომლებიც წინა წლებში გქონდათ დაწყებული.
დღესასწაულისთვის მზადებისას ნაკლებად იფუსფუსეთ. თუ ევრი საკვების მომზადებას აპირებთ, ისეთი კერძები მოამზადეთ რომელთა წინასწარ მომზადება და გაყინვა შეიძლება. ამგვარად სადღესასწაულო დღეს ნაკლები შრომა მოგიწევთ.დაიმახსოვრეთ – ხარს აჩქარებული ქმედებები და რუტინა არ უყვარს!
მეტალი წლის სიმბოლოს გარკვეულ ემციურობასა და მგრძნობელობას მატებს. ამიტომ ზედმეტი არ იქნება თუ ახლობლებს დაელაპარაკებით. მოუყევით მათ თქვენი გრძნობების შესახებ და აუხსენით თუ როგორ ზრუნავთ მათზე და გიყვართ ისინი. მეტალის ხარს ასეთი გულწრფელობა და გახსნილობა ნამდვილად მოეწონება.
როგორ მოვიზიდოთ ფული და წარმატება
1. პირველ რიგში აუცილებელია სახლის დალაგება. მტვრის, ლაქებისა და დაბინძურებების მოცილება. აუცილებლად გადაარჩიეთ ნივთები, გადაყარეთ ძველი და დაზიანებული სამოსი, გაბზარული და გაცვეთილი ჭურჭელი. ამგავარად უბედურებას და სიღარიბეს მოიშორებთ.
2. როდესაც შამპანურის დალევას გადაწყვეტთ, იღბლაინი მონეტის შესახებ არ დაგავიწყდეთ. შუაღამეს, შამპანურიან ჭიქაში მონეტა ჩააგდეთ. სასმელი დალიეთ მონეტა კი საფულეში შეინახეთ. ეს მონეტა ფულს მოიზიდავს.
3. არ არის სასურველი მომავალ წელს ვალებით შეხვდეთ. ნურც შეუსრულებელ დაპირებებს დაიტოვებთ. თუ დანაპირების შესრულების ან ვალის ბოლომდე გადახდის საშუალება არ გაქვთ, ეცადეთ ნაწილობრივ მაინც მოიშოროთ ისინი.
კიდევ ბევრი რიტუალი არსებობს მომავალ წელს ფულისა და იღბლის მოსაზიდად თუმცა ეს სამი განსაკუთრებით აქტუალურია!