ჩემს 68 წლის დაქალს ჯერ კიდევ გლუვი და მიმზიდველი სახის კანი აქვს – ყველაფერი კონიაკის დამსახურებაა!

375

კონიაკი – ერთ-ერთი ყველაზე კეთილშობილი სასმელია, კაცობრიობის მიერ მოგონილი. გაჯერებული გემოს გარდა, მას უამრავი სასარგებლო თვისება აქვს. როგორც აღმოჩნდა, ეს ნატურალური, მზით გაჯერებული სასმელი ახალგაზრდობის საიდუმლოს ინახავს. იგი შესანიშნავი საშუალებაა კანის საშინაო ლიფტინგისთვის.

© Depositphotos

კონიაკი კანს ამკვრივებს, ანიჭებს ჯანსაღ ელვარებას, აშორებს ნაოჭებს. იგი არამხოლოდ არსებულ ნაოჭებს აგლუვებს, არამედ ახლის გაჩენასაც უშლის ხელს. დღეს ჩვენი რედაქცია გაგიზიარებთ გამაახალგაზრდავებელი კრემის რეცეპტს, რომელიც ამ გასაოცარი სასმლით მზადდება.

სახის კრემის რეცეპტი

ინგრედიენტები

  • 1 უმი კვერცხის გული
  • 100 გ ნაღები
  • 1 ს.კ. თაფლი
  • 1 ჩ.კ. ლიმონის წვენი
  • 2 ს.კ. კონიაკი

მომზადება

1. ათქვიფეთ კვერცხის გული. თანდათან დაუმატეთ ნაღები, თაფლი, ლიმონის წვენი და კონიაკი. კარგად მოურიეთ.

2. მოათავსეთ მასა შუშის ქილაში და მჭიდროდ დაახურეთ თავსახური. კრემი მზადაა.

3. შეინახეთ მზა კრემი მაცივარში, არაუმეტეს 7 დღით.

გაწმენდილ კანზე, ბამბის დისკის გამოყენებით, დაიტანეთ ცოტაოდენი კრემი. 1 საათში მოიშორეთ ნარჩენები ქაღალდის ხელსახოცით. უმჯობესია, პროცედურა ღამით ჩაიტაროთ, რათა კრემი კარგად შეიწოვოს კანმა.

© Depositphotos

სასურველი შედეგის მისაღწევად, საჭიროა გაახალგაზრდავების კურსის ჩატარება. გაიმეორეთ პროცედურა ყოველდღე, 7-14 დღის განმავლობაში, შემდეგ შეისვენეთ და გაიმეორეტ კურსი ყოველ 3 თვეში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს