50 წელს დიდი ხანია გადავაშორე. „შავ ბოტოქს“ რეგულარულად ვიყენებ და ჩემს მეგობრებზე უფრო ახალგაზრდულად გამოვიყურები

287
© Depositphotos

როცა დედასთან ერთად ვსეირნობ, ხშირად ჩემი თანაკურსელი ჰგონიათ. ხოლო როცა იგებენ, რომ დედაჩემია, უბრალოდ აღფრთოვანებას ვერ მალავენ: „როგორც ორი დაქალი ისე გამოიყურებით“! დედა კი უკვე დიდი ხანია 50 წელზე მეტისაა. ვამაყობ, რომ ახალგაზრდულად და მიმზიდველად გამოიყურება. არაერთხელ ვრწმუნდები: სილამაზისთვის ბევრი ფულის და დროის დახარჯვა საჭირო არაა.

© Depositphotos

სახის ნიღაბი ჟელატინით

ყველა ქალი ახალგაზრდობის გახანგრძლივებაზე ოცნებობს. ნაოჭებთან, პიგმენტურ ლაქებთან და ჩამოწელილ კანთან შეხვედრა კი არასდროს სურს. სამწუხაროდ, ადრე თუ გვიან ეს პრობლემები თავს იჩენს. ჩვენ შეგვიძლია ძვირადღირებული კოსმეტიკა შევიძინოთ, ბოტოქსის ინექცია გავიკეთოთ, გამაახალგაზრდავებელი აბები დავლიოთ. მაგრამ ასეთი ბოტოქსი რამდენად უსაფრთხოა? თან ფასიც – არც თუ ნაკლებად მნიშვნელოვანი საკითხია.

ყველამ იცის, რომ კარგი შინაურული კოსმეტიკა ელიტურ კოსმეტიკას საკმაოდ კარგ კონკურენციას უწევს. ზოგჯერ მას აჭარბებს კიდეც. „პაპარაცი“ გიამბობთ შინაურულ ჯადოსნურ საშუალებაზე, რომელსაც კოსმეტოლოგები „შავ ბოტოქსს“ უწოდებენ.

„შავი ბოტოქსის“ გამოყენების შემდეგ კანის დაჭიმვის და გაახალგაზრდავების ეფექტი მარტივად შეიძლება აიხსნას. საქმე მთავარ ინგრედიენტშია – ჟელატინი, რომელიც კანისთვის აუცილებელი სასარგებლო ნივთიერებების ბუნებრივ წყაროს წარმოადგენს. ჟელატინი ცილას, კერატინს, ვიტამინებს, მიკროელემენტებს და ამინომჟავებს შეიცავს.

საკვები ჟელატინის შემადგენლობაში კოლაგენი შედის. სწორედ ის კანის ელასტიურობას ზრდის და ნაოჭებს ასწორებს. ერთი სიტყვით, დაღლილი და ჩამოწელილი კანისთვის შეუცვლელი პროდუქტია. დედის რჩევით ჟელატინის ნიღაბს კვირაში ერთხელ ვიყენებ. პროცედურის წინ აუცილებლად ორთქლის აბაზანას ვიღებ. უკვე პირველი გამოყენების შემდეგ სახე ისეთი გახდა, როგორც მოდელებს ჟურნალის ყდებზე აქვთ!

© Depositphotos

მაქსიმალური ეფექტის მისაღწევად ნიღაბს განსაკუთრებული კომპონენტი უნდა დაუმატოთ, რომელიც კანის მდგომარეობას არეგულირებს, ასაკობრივ გამონაყარს მოგაშორებთ, ფორებს ღრმად წმენდს და სახის ფერს აუმჯობესებს.

ნაოჭების საწინააღმდეგო სახის ნიღაბი ჟელატინით ძალიან მშრალი კანისთვის არ გამოდგება. სახეზე გაფართოებული კაპილარების და კუპეროზის დროს უკუჩვენებულია. ასევე სახეზე ჭრილობის და ანთების დროს არ გამოიყენოთ.

© Depositphotos

თქვენ დაგჭირდებათ:

  • 1 ჩ/კ ჟელატინი
  • 2 ჩ/კ რძე ან წყალი
  • 1 აბი აქტივირებული ნახშირი

ჟელატინი და აქტივირებული ნახშირი – სახის ნომერი პირველი ნიღაბი, რომელიც დაბერების პროცესს აფერხებს და ახალგაზრდობას ახანგრძლივებს.

მომზადება:

1. აქტივირებული ნახშირი ფხვნილის სახით დააქუცმაცეთ. ჟელატინს აურიეთ და ცივი რძე დაუმატეთ.

2. კარგად აურიეთ. არ ინერვიულოთ, რომ ჟელატინი არ გაიხსნა, ასეც უნდა იყოს. ნარევი მიკროტალღურ ღუმელში 15 წამით შედგით ან წყლის ორთქლზე ჟელატინის გახსნამდე აურიეთ. ნიღაბი ოთახის ტემპერატურამდე გააგრილეთ.

3. ნიღაბი წაისვით, ფორებში უხეში ფუნჯით ან თითის ბალიშებით ღრმად შეიყვანეთ. ნიღაბი 15 წუთით გაიჩერეთ. ბოლომდე გაშრობა აცადეთ, ნიღაბი ფენად უნდა იქცეს.

4. დროის გასვლის შემდეგ ნიღაბი ფრთხილად მოიშორეთ, კუთხიდან დაიწყეთ. ნარჩენები თბილი წყლით მოიშორეთ. ნიღბის მოშორების პრობლემა არ უნდა გქონდეთ, რადგან ის ერთგვარ ფენად გადაიქცევა და კარგად შორდება.

© Depositphotos

5. ნიღბის ფენასთან ერთად სახიდან ყველა ჭუჭყი და ფორებში ჩამჯდარი ცხიმი მოგშორდებათ. სახე იდეალურად სუფთა გახდება და ბუნებრივ ბზინვარებას დაიბრუნებს.

6. ნიღბის გამოყენების შემდეგ სახე ფორების შემავიწროებელი ლოსიონით გაიწმინდეთ, შემდეგ დამატენიანებელი კრემი წაისვით.

7. ნიღაბი მაქსიმუმ კვირაში ერთხელ გამოიყენეთ.

თუ ჟელატინის ნიღბის რეცეპტი მოგეწონათ, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს