სამწუხაროდ მოზარდებს არავინ ასწავლის თუ როგორ უნდა გაუმკლავდეს საყვარელ ადამიანთან დაშორებას. არადა სწორედ ამ პერიოდშია ადამიანი ყველაზე მეტად მოწყვლადი. ზოგჯერ წარუმატებელი სიყვარული მთელს ცხოვრებას ასვამს დაღს.
დროთა განმავლობაში სულიერი სიცარიელე სხვა ემოციებიტა და შეგრძნებებით ივსება. მაგრამ, რა უნდა ვქნათ თუ წლების შემდეგ, ჰორიზონტზე ისევ გამოჩნდა პირველი სიყვარული?
როგორ გადავიტანოთ საყვარელ ადამიანთან განშორება
” ჩემი მეუღლე სკოლაში სწავლის პერიოდში შემიყვარდა. ჩვენ პარალელურ კლასებში ვსწავლობდით და ბავშვობიდან ვიცნობდით ერთმანეთს, ჩვენი მშობლებიც მეგობრობდნენ. ჩემი მომავალი მეუღლე ჩემს მიმართ მეგობრულად იყო განწყობილი და სხვა გოგონა უყვარდა, ჩემ მეტოქეც სიყვარულითვე პასუხობდა მას. მათი ურთიერთბა გამოსაშვებ საღამომდე გაგრძელდა. გამოსაშვები საღამოს შემდეგ კი გოგონამ მას განუცხადა, რომ სხვა ქალაქში აპირებდა გადასვლას სასწავლებლად და მათი ურთიერთობა უნდა დასრულებულიყო. თუმცა როგორც მოგვიანებით გაირკვა, მან უბრალოდ უღალატა ჩემს მომავალ მეუღლეს, ეს კი ჩემი მეუღლისთის ძალიან დიდი დარტყმა აღმოჩნდა და 6 თვე მძიმე დეპრესიულ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
ამ პერიოდში ჩვენ კიდევ უფრო დავახლოვდით, ვმეგობრობდით და დეპრესიაც თითქოს ნელ-ნელა გაქრა. მალე ურთიერთობა უფრო სერიოზულ საფეხურზე გადავიდა და 2 წლის შემდეგ მან ხელი მთხოვა. თავი სიზმარში მეგონა და ვერ ვიჯერებდი რომ ყველაფერი ცხადში ხდებოდა. მალე ჩვენი ოჯახის შენება დავიწყთ, ტყუპები გაგვოჩნდა და გრძნობებიც უფრო გამყარდა. 10 ბედნიერი წლის შედეგ კი ქალაქში მეუღლის პირველი სიყვარული დაბრუნდა. დასრულდა ჩემი სიმშვიდის დღეები. გამიჩნდა შიში, რომ მისი გამოჩენისთანავე მათი პირველი სიყვარული ისევ იფეთქებდა და მეუღლე მასთან დაბრუნდებოდა. მეუღლემ ჯერ არ იცის მისი დაბრუნების შესახებ. არ ვიცი რა აჯობებს მისთის სიმართლის თქმა თუ ფაქტის დამალვა? ალბათ აჯობებს ვუთხრა, თითქოს მეუღლის სიყვარულში ეჭვი არ მეპარება, მაგრამ, როგორ შეიძლება მოღალატე ადამიანის ნდობა რომელმაც წარსულში უკევ უღალატა ჩემს მეუღლეს?”
რედაქციისგან
ძალიან იოლია მგრძნობ იარე ქალის გულში ეჭვის მარცვალის დათესვა. ალბათ ამ სტატიის გმირის გაგებაც არ გაგიჭირდებათ, თუ ერთხელ მაინც გქონიათ შემთხვევა როდესაც თქვენი ოჯახური სიმყუდროვისა და ოჯახის სიმთელის შენარჩუნებისთვის გიწევდათ ბრძოლა. თუმცა ღირს კი ტანჯვა და დარდი? ამ შეკითხვაას ალბათ ყველა თავისებურად უპასუხებს. ჩვენ ისღა დაგვრჩენია მოთმინება და გამძლეობა გისურვოთ.
საინტერესოა თქვენი აზრი. თქვენ როგორ მოიქცეოდით ჩვენი გმირის ადგილას? რა რჩევას მისცემდით მას?