ოლივიე და “შუბა” თითქმის ყველა სუფრაზე გვხვდება. გასაკვირი არ არის, რომ ზოგიერთ დიასახლისს ჩვეულ კერძებში გარკვეული ცვლილებების შეტანა სურთ. დღეს გასწავლით როგორ უნდა მოამზადოტ საახალწლო ქათმის სალათი. ამ კერძში ერთმანეთს ჰარმონიულად ერწყმის უგემრიელესი ინგრედიენტები და შესაბამისად კერძიც აღუწერლად გემიელია.
ინგრედიენტები
- 0,5 მოხარშული ქათმის მკერდი
- 5 მოხარშული კარტოფილი
- 1 მოხარშული სტაფილო
- პატარა ხახვი
- 350 გრამი შამპინიონი
- 150 გრამი მაგარი ყველი
- 6 ქათმის კვერცხი
- 2-3 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი შესაწვავად
- მაიონეზი, მარილი, წიწაკა გემოვნებით
- კამა და ბროწეულის მარცვლები მოსართავად
მომზადების წესი
1. შამპინიონები მცირე ზომის კუბებად დაჭერით და ჯერ მშრალ, ცხელ ტაფაზე გააჩერეთ რათა არასაჭირო წყალი აორთქლდეს. შემდეგ კი ტაფას კუბებად დაჭრილი ხახვი დაუმატეთ და ზეთიც დაასხით. წვით მზაობამდე. ამის შემდეგ სოკო და ხახვი ცალკე თეფშში გადაიტანეთ – გასაგრილებლად.
2. კვერცხი მაგრად მოხარშეთ, გააცივეთ, გაასუფთავეთ და დაჭერით ორ ნახევრად. გულები ერთ ჭურჭელში მოათავსეთ, კვერცხის ცილა კი მეორეში.
3. დროა სალათი ავაწყოთ. აიღეთ დიდი ლამაზი თეფში და მასზე ჯერ მოხარშული კარტოფილი დაახეხეთ. დააყარეთ მარილი და შავი პილპილი და კოვზით მეშვეობით ფორმა მიეცით. ზემოდან მაიონეზის წვრილი ბადე გააკეთეთ.
4. მეორე ფენად სტაფილო გახეხეთ. შემდეგ მარილი და წიწაკა მოაყარეთ და კვლავ მაიონეზის ბადე გააკეთეთ.
5. მეორე ფენად წვრილ კუბებად დაჭრილი ქათმის მკერდი მოათავსეთ. ზემოდან მაიონეზის ბადის გაკეთებაც არ დაგავიწყდეთ.
6. შემდეგ წვრილად გახეხეთ კვერცხის გულები. ეს ფენაც კოვზით მოასწორეთ.
7. სოკოს მასის 2/3 შემდეგ ფენად მოაყარეთ, ფრთხილად მოასწორეთ და შემდეგ მაიონეზის ბადე გააკეთეთ.
8. მორჩენილი სოკო მორჩენილ კვერცხის გულებსა და მაიონეზს გადაურიეთ. ამ მასით კვერცხის ცილები ამოავსეთ და თანაბრად მოალაგეთ სალათზე. მნიშვნელოვანია, რომ ცილები ერთმანეთს არ ეხებოდნენ. ეს სალათი ამცივარში შედგით რამდენიმე საათით.
9. სალათის სუფრაზე მიტანამდე კვერცხი ცილებს ზემოდან მაიონეზი მოასხით. შემდეგ ემოდან თანაბრად გაანაწილეთ გახეხილი ყველი და შედეგად დათოვლილ ეფექტს მიიღებთ. ამის შემდეგ ისღა დაგვრჩენია თეფშზე კამა და ბროწეულის მარცვლებიც მოვათავსოთ. სალათი ზმად არის სუფრაზე მისატანად. გემრიელად მიირთვით!
ასეთი ლამაზი და ძალიან გემრიელი სალათი მარტიავდ მზადდება და გარწმუნებთ თქვენს სტუმრებს გულგრილად არ დატოვებს!