აგურის ფორმის პურის რეცეპტი, დაუვიწყარი გემო ბავშვობიდან.

366
Photo credit: Depositphotos

ეს არომატული პური ბავშვობიდან გვახსოვს, მისი ხრაშუნა ქერქი და ძალიან რბილი გული ზოგჯერ მაღააზიიდან სახლში მიმავალ გზაზე შემოგვეჭმევოდა. რა თქმა უნდა მაღაზიებში ახლა ბევრი სახეობის პური იყიდება მაგრამ, ზოგჯერ სწორედ იმ პურის გასინჯვა გვინდება რომელიც ბავშვობას გვაგონებს.

ადრე პური ხელთ მზადდებოდა ახლა კი ამ პროცესს ცომის საზელი და სხვადასხვა ელექტრო მოწყობილობა აადვილებს, თუმცა გაჯეტებს საკვებში იმ მთავარი ინგრედიენტის დამატება არ შეუძლია რომელიც კერძს განსაკუთრებულ გემოს სძენს, ეს ინგრედიენტი – სიყვარულია.

Photo credit: Depositphotos

მოდით ეს პური რეცეპტის სრული დაცვით მოვამზადოთ და არც მთავრი ინგრედიენტის – სიყვარულის დამატება დაგვავიწყდეს!

ინგრედიენტები

  • 350 გრამი ფქვილი
  • 6 გრამი საფუარი
  • 200 მილიგრამი წყალი
  • 1 ჩაის კოვზი შაქარი
  • 140 მილიგრამი წყალი
  • 150 გრამი უმაღლესი ხარისხის ხორბლის ფქვილი

მომზადების წესი

ცომი მზადდება ორ ეტაპად

1. ჭურჭელში 200 მილიგრამი წყალი ცაასხით და 6 გრამი საფუარი დაუმატეთ. კარგად აურიეთ და ჩაის კოვზი შაქარი დაუმატეთ. იმავე ჭურჭელში 350 გრამი ფქვილი ჩაყარეთ ნელ-ნელა. შედეგად მყარი და სქელი მასა უნდა მიიღოთ.

Photo credit: Depositphotos

2. კარგად მოზილეთ მიღებული მასა და საკვების ცელოფანი გადააფარეთ. ახლა 5 საათით დაასვენეთ ცომი და აცადეთ გაფუება.

Photo credit: Depositphotos

3. ცალკე ჭურჭელში ჩაასხით წყალი და გახსენით 6 გრამი მარილი. ამის შემდეგ ეს წყალი ცომს დაუმატეთ. მიქსერის მეშვეობით კარგად აურიეთ და ნელ-ნელა დაუმატეთ დანარჩენი ფქვილი.

Photo credit: Depositphotos

4. პურის გამოსაცხობად მართკუთხედ ფორმას მცენარეული ზეთი მოუსვით და მსში ცომი მოათავსეთ. დატოვეთ 40 წუთი.

5. ქურა 200 გრადუსამდე გააცხელეთ. პირველი 15 წუთი ტემპერატურა არ შეცვალოთ, შემდეგ კი ტემპერატურა 190 გრადუსამდე დაწიეთ და კიდევ 30 წუთი აცხვეთ. სწორედ ასეთი ტემპერატურული ცვლილება მისცემს მას ხრაშუნა ქერქს.

დროის გასვლის შემდეგ უგემრიელესი პური მზად არის. გემრიელად მიირთვით!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს