თანამედროვე ადამიანს ყოველდღიურად ინფორმაციის დიდ ნაკადთან აქვს შეხება. ამიტომ აუცილებელია არა მხოლოდ ინფორმაციის გამოყენება, არამედ ამ ინფორმაციის გადამუშავებისა და ანალიზის უნარის ქონაც. ამ ყველაფრის სწავლა კი გონებრივი შესაძლებლობების გაუმჯობესების გზით არის შესაძლებელი.
დღეს გონების გასავარჯიშებელ ამოცანებს გთავაზობთ, რომლებიც საკუთარი თავის გამოცდაში დაგეხმარებათ. ეს სავარჯიშოები ანალიტიკურ აზროვნებას აუმჯობესებენ.
ამოცანის პირობები
1. თუ საჩუქრების მიღება გიყვართ ეს ამოცანა ნამდვილად მოგეწონებათ, თუმცა ამ შემთხვევაში ჯერ უნდა გამოიცნოთ თუ რომელ ყუთში იმალება საჩუქარი. ყურადღებით შეხედეთ ფოტოს და ეცადეთ სწორი არჩევანი გააკეთოთ, გამოცნობაზე კი 1 წუთზე მეტს ნუ დახარჯავთ.
2. მეორე ამოცანაში კი მასზე წარმოდგენილი ბავშვების სახელები უნდა გამოიცნოთ. აქ სულ 5 ადმაიანია: კონსტანტინე, ვლადიმერი, ნინო და 2 პეტრე. გამიყენეთ ფოტოზე არსებული მინიშნებები და სწორად შეარჩიეთ სახელები.
3. და ბოლოს კი საკეტის კოდის გამოცნობას გთავაზობთ, გამოიყენეთ ფოტოზე არსებული მითითებები. სულ 3 ციფრი გჭირდებათ თმცა მათი პოვნა არც ისე იოლია. მოგიწევთ კარგად დაფიქრდეთ რათა მიხვდეთ რომელი კომბინაცია შეეფერება საკეტს.
ამოცანის პასუხები
1. ამოცანის პირობის მიხედვით ორი ყუთის წარწერა მცდარია. თუ პირველ და მეორე ყუთზე არსებულ წარწერებს შევხედავთ, მივხვდებით, რომ აქ ერთი წარწერა იტყუება მეორე კი მართალია. ეს საშუალებას გვაძლევს მივხვდეთ რომე მესამე ყუთიც მცდარი ვერსიაა. შესაბამისად გამოდის, რომ ყუთ რომელსაც აწერია “საჩუქარი აქ არ დევს” – გვატყუებს და სწორედ მასშია მოთავსებული საჩუქარი.
2. ამოცანის პირობიდან ვიგებთ, რომ თუ ნინოს გადავაადგილებთ, მის გვერდით 2 პეტრე აღმოჩნდება. ეს ნიშნავს, რომ ახლა გოგონა მათ შორის დგას. ფოტოზე გოგონა პატარა ბიჭსა და ზოლებიან შარვლიან ბიჭს შორის არის, ესეიგი ეს გახლავთ 2 პეტრე.
ასეთ შემთვევაში კონსტანტინე თეთრ შარვლიანი ბიჭია, რომელიც მარცხენა კიდეშ დგას. შესაბამისად ვლადიმერი – ბურთიანი ბიჭია.
3. ჯერ შევხედოთ პირველ ზოლს: 6,8,2. რომელი ნომერია აქ სწორი და სწორ ადგილზეც დგას? მეოთხე ზოლი გვეუბნება, რომ კოდში არც 7 არც 3 და არც 8 არ ფიქსირდება. ეს ნიშნავს, რომ პირველ ზოლში სწორია 6 ან 2. თუმცა თუ მეორე ზოლის პირობას გავითვალისწინებთ 6 ნომერს ვიშორებთ, შედეგად ვიგებთ, რომ კოდია XX2, სადაც XX- არიც ციფრები რომლებიც უნდა ვიპოვოთ.
ბოლოს წინა და ბოლო პირობიდნა ვიგებთ, რომ კოდში არის ციფრი 0. მესამე პირობიდან კი ვარკვევთ, რომ 0 მეორე ადგილზე არ დგას, ეს ნიშნავს, რომ მისი ადგილი პირველ იქსშია. 0X2 – დაგვრჩა მესამე ციფრის პოვნა. მეორე და მესამე პირობიდნა კი ვიგებთ, რომ ეს ციფრი 6 გახლავთ. შესაბამისად ჩვენი კოდია 062.
იმედი გვაქვს ამოცანები მოგეწონათ, ალბათ მათი ამოხსნა არც გაგჭირვებიათ. თუ რომელიმე პასუხს არ ეთანხმებით, აუცილებლად მოგვწერეთ თქვენი ვერსიაც.