ბუასილი ნამდვილად სერიოზული დისკომფორტია ადამიანისთვის: იგი ვერ ახერხებს ჯდომას, დგომას, ტუალეტში გასვლასაც კი. ეს უსიამოვნო დაავადება, რომელიც სწორი ნაწლავისა და მენჯის არეში ვენაზე ჭარბი ზეწოლითაა გამოწვეული, განსაკუთრებით აუტანელს ხდის ცხოვრებას.
გასიებული ვენის ანთება ანალური ხვრელის შიგნით(შიდა ბუასილი) ან გარეთ(გარე ბუასილი) შეიძლება გაჩნდეს. დიარეა, ყაბზობა, ფეხმძიმობა და სიმსუქნე, ასევე, ზრდის ზეწოლას ამ არეზე და იწვევს ბუასილს. პროქტოლოგების შეფასებით, მსოფლიოში 50 წელს გადაცილებული ადამიანების ნახევარს ეს დაავადება აწუხებს. ბუასილი ისტორიაშიც კი შევიდა “იმპერატორული დაავადების” სახელით.
ფილ მეისონი, ავტორი წიგნისა “ნაპოლეონის ბუასილი და სხვა უმნიშვნელო მოვლენები, რომლებმაც ისტორია შეცვალა”, გვიყვება: “უშუალოდ ვატერლოოს შტურმის აღების წინ, ნაპოლეონს ბუასილის მწვავე შეტევა ჰქონდა, რომელიც მას ცხენზე ჯდომასა და არმიის გაძღოლაში უშლიდა ხელს.”
ვერაგმა მტერმა ფრანგი იმპერატორის მხედართმთავრული ნიჭი შეასუსტა და ვატერლოოს ბრძოლა წააგებინა, ეს მტერი კი ბუასილი გახლდათ. იგი ეშმაკია, მყისიერუ შეტევა შეუძლია, თუმცა, ამავდროულად, თუ მის სისუსტეებს გაიგებთ, ლაჩარივით აორთქლდება თქვენი სხეულიდან.
როგორ მოვირჩინოთ ბუასილი სწრაფად, საშინაო პირობებში
იმპერატორის მკურნალებს რომ სცოდნოდათ, რომ ბუასილის სწრაფად განკურნება შესაძლებელია, და ეს მარტივი მეთოდები გამოეყენებინათ, ალბათ, რუსეთი ახლა ნაპოლეონის მიერ გაერთიანებული ევროპის შემადგენლობაში იქნებოდა. საბედნიეროდ, საშინაო საშუალებას შეუძლია ამ დაავადების მოსპობა.
1. თბილი აბაზანა
თბილი წყალი, რომელშიც უნდა ჩაჯდეთ, ამშვიდებს და ხსნის სპაზმებს. ასეთი აბაზანა უნდა მიიღოთ ტაშტში. გაიმეორეთ პროცედურა დღეში 2-3ჯერ, 20 წუთით, ნაწლავების დაცლისთანავე. პროცედურის შემდეგ ფრთხილად გაიმშრალეთ ანთებული ზონა პირსახოცით.
2. გლიცერინისა და მარილის საცხი
ინგლისური მარილი, იგივე მაგნიუმის სულფატი, გლიცერინთან კომბინაციაში მოგიხსნით ტკივილს, ანთებასა და წვას. შურიეთ ინგრედიენტების თანაბარი პროპორცია, შემდეგ მიიდეთ დაზიანებულ ადგილას ბინტით. გაიჩერეთ 15-20 წუთით. აუცილებლობის შემთხვევაში გაიმეორეთ პროცედურა ყოველ 4-6 საათში. ასევე, შეგიძლიათ ეს მასა მჯდომარე აბაზანას დაუმატოთ.
3. ყინულით სავსე პაკეტი
ყინულს ბუასილის დროს ხშირად იყენებენ. ყინულიანი პაკეტის დაზიანებულ ზონაზე მიდებით შეიმსუბუქებთ ტკივილსა და შეშუპებას რამდენიმე წამში.
4. ვაზელინი
ეს ძველი, კეთილშობილი ხალხური საშუალება ამსუბუქებს ბუასილის სიმპტომებს დამცავი ფენის წარმოქმნის ხარჯზე. კარგად შეიზილეთ ვაზელინი ჰემოროიდულ კვანძებზე და ზემოდან რბილი ქსოვილი დაიფინეთ. დაწექით და მენჯები ოდნავ წამოწიეთ. ვაზელინის გამოყენება შეამცირებს ქსოვილების შეშუპებას და მოხსნის ტკივილს.
5. ბამბის თეთრეული
ბამბის საცვლები ხელს შეუშლის სისველის წარმოქმნას და ბუასილის გაღიზიანებას. ასევე, ატარეთ თავისუფალი ტანსაცმელი, რომელიც არ იმეორებს მოძრაობას.
6. აუცილებელი დასვენება
წოლითი რეჟიმი რამდენიმე დღის მანძილზე მნიშვნელოვნად დაგეხმარებათ ანთებისა და გაღიზიანების მოხსნაში ჰემოროიდულ ვენებზე. მუცელზე ძილი თეძოებქვეშ მოთავსებული ბალიშით ამცირებს შეშუპებას.
7. ტუალეტის ჩვევები
არ მოითმინოთ, წადით ტუალეტში, როგორც კი საჭიროებას იგრძნობთ. დაჯექით უნიტაზზე ფეხებაწეული, მაგალითად, ფეხქვეშ გადაბრუნებული სათლი დაიდეთ. ასე პროცესი გაცილებით დაჩქარდება. არ იჯდეთ ტუალეტში დიდხანს! თუ არ გინდათ სისხლის ნაკადისა და ვენების შესიების მომატება მტკივან ადგილას, ადექით მაშინვე, როგორც კი მორჩებით. ტუალეტში კითხვის მოყვარულებმა უნდა დაივიწყონ ამ ჩვევის შესახებ.
8. ცელულოზის, წყლისა და პრობიოტიკების მიღება
მიირთვით მეტი პროდუქტი საკვები ბოჭკოს შემცველობით. ესაა ქლიავის ჩირი, ვაშლი, სტაფილო, ბარდა, ბროკოლი, ისპანახი, ბრუსელის კომბოსტო, პარკოსანი მცენარეები და შვრია. პროდუქტის მაღაზიებში მზა მცენარეული ცელულოზა იპოვეთ, მიირთვით და დააყოლეთ წყალი. მიირთვით მაწონი ბიფიდობაქტერიებით – ეს #1 იარაღია ყაბზობის წინააღმდეგ. აუცილებლად დალიეთ არანაკლებ 2 ლ წყალი დღეში.
9. განიკურნეთ ბალახეულის ძალით
გამამელისი, ალოე ვერა, ასფურცელა – ეს სამი ბალახი აფთიაქში მოიპოვება და ეფექტურია ბუასილის მკურნალობის დროს. გამოიყენეთ გამამელისის მალამო და დაორთქლილი მცენარით დღეში ორჯერ თბილი კომპრესები გაიკეთეთ. ბუასილს შველის ალოეს რბილობიც. ან აადუღეთ 1 ს.კ. ასფურცელა 250 მლ წყალში და გააკეთეთ მჯდომარე აბაზანები.
10. ჰომეოპათია
ამა თუ იმ საშუალების გამოყენების რეკომენდაცია უნდა მიიღოთ გამოცდილი ექიმი-ჰომეოპათისგან. ბუასილის მკურნალობისას რეკომენდებულია ცხენისწაბლა.
კვლევების თანახმად, რომელიც ჟურნალ Alternative Medicine Review-ში გამოქვეყნდა, ცხენისწაბლა აუმჯობესებს სისხლის მიკროცირკულაციას, კაპილარულ დინებას და სისხლძარღვების ტონუსს. გამოიყენეთ მცენარის ყვავილების ნაყენი არაყზე და ნახარში აბაზანებისთვის. 2 კვირის მანძილზე ძლიერი სიმპტომები შეწყდება.
არავინაა დაცული ამ უსიამოვნო დაავადებისგან, მათ შორის, არც ფრანგი იმპერატორები. ამიტომაა მნიშვნელოვანი, რომ ყველამ იცოდეს საშინაო საგანგებო ზომების შესახებ, თუ ბუასილმა თავი უადგილოდ იჩინა.