რისი გაკეთება არ შეიძლება ახალი წლის ღამეს, რათა თქვენს კარზე უიღბლობამ არ დააკაკუნოს

0
7739

2020 წელი ბევრისთვის ძალიან მძიმე აღმოჩნდა, ამიტომ 2021 წელს ბევრი დადებითი ცვლილება გვჭირდება. ასე რომ, ახალი წლისთვის უფრო საგულდაგულოდ უნდა მოვემზადოთ. იმისთვის, რომ ახალი წლის მბრძანებელმა წითელმა ხარმა კეთილი თვალით შემოგვხედოს უნდა გავიგოთ თუ რისი გაკეთება შეიძლება და რისი გაკეთება არ შეიძლება ამ დღესასწაულებზე. ამ სტატიაში მარტივ ნაბიჯებს გაგიზიარებთ, იმისთვის, რომ სახლში სწორი ატმოსფერო შექმნათ.

რა არ უნდა გავაკეთოთ

დავიწყოთ აკრძალვებით. აქ ჩამოთვლილთაგან არცერთი უნდა გააკეთოთ თუ გსურთ, რომ მთელი წელი უიღბლობა არ იყოს თქვენი მეგზური.

პირველი რაც უნდა გააკეთოთ გაკრიალებული სახლია. ახალ წელს სუფთა სხლით უნდა შეხვდეთ, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ 31 დეკემბერს დალაგება მაქსიმუმ 6 საათადე შეიძლება. ნუ დაალაგებთ სახლს 6 საათის შემდეგ და მით უმეტეს ნაგავს ნუ გადაყრით, თორემ მთელი წლის მანძილზე უიღბლობასა და პრობლემებს ვერ მოიშორებთ.

Photo credit: instagram/stihi_dlya_dushi_literatura

სილამაზეზე წინასწარ უნდა იზრუნოთ, რადგან 31-ში თმის შეჭრა, შეღებვა და სხვა ანიპულაციები არ შეიძლება. ახალი წლისთვის შავ და წითელ ტონებს ნუ შეარჩევთ. მეტალის ხარს ეს ნამდვილად არ მოეწონება.

რეკომენდებული არ არის საახალწლო სუფრის სიცარიელე, განსაკუთრებით კი ხარის წელში. აჯობებს იმაზე იზრუნოთ, რომ მაგიდა სავსე იყოს. მოერიდეთ ჟელატინიან საკვებს და რა თქმა უნდა ძროხის ხორცს მაგიდასთან ნუ მიიტანთ.

საახალწლო სურვილი სჩაფიქრებისას სიტყვებს”არ, არა, ნუ…” – ნუ გამოიყენებთ. მაგალითად “ავად არ გავხდეს” ნაცვლად თქვით “ვიყო ჯანმრთელი”. ამ ახალ წელს თავი ხმაურსა და ყვირილსაც მოარიდეთ.

მოემზადეთ ზეიმისთვის

ეცადეთ კარგ ხასიათძე იყოთ, ამაში მუსიკა დაგეხმარებათ. ყველაზე რუტინული საქმეც კი საინტერესო თამაშად იქცევა თუ მას მუსიკის თანხლებით გააკეთებთ. შექმენით საახალწლო ფლეი ლისტი. საღამოს კი საზეიმო ატმოსფეროში გაეხვიეთ თქვენი საყვარელი საახალწლო ფილმების წყალობით.

Photo credit: instagram/an_buduk

ახალ წელში გამოუსადეგარ, ულამაზო, დაზიანებულ ივთებს ნუ გადაიტანთ! მოიშორეთ ყველაფერი ზედმეტი. თუ ნივთი დიდი ხნის მანძილზე არ გამოგიყენებიათ და სიამოვნებას აღარ განიჭებთ ესეიგი დროა მოიშოროთ და რაიმე ახალი, გამსოადექი ნივთით ჩაანაცვლოთ.

იმისთვის, რომ დალაგების პროცესმა არ დაგქანცოთ სახლი ზონებად დაყავით: ყოველ დღე ერთი ზონა დაალაგეთ, დალაგების პროცესს კი საათზე დიდ დროს ნუ დაუთმობთ.

Photo credit: instagram/creative_nasti

სახლში საზეიმო ატმოსფეროს შექმნაში გირლიანდები, სანთლები და ნაძვის ხის სათამაშოები დაგეხმარებათ. საახალწლო გვირგვინი კი თქვენს საახალწლო მორთულობას 100 ქულად შემატებენ. ყველაზე საუკეთესო დეკორი კი ის არის რომელიც საკუთარი ხელით შექმენი.

და რა თქმა უნდა, უმტავრესი: დადგით ნაძვისხე, თქვენი ნებაა ხელოვნურ ნაძვს დადგათ თუ ბუნებრივს, ის თქვენ სახლს საზეიმო განწყობას შემატებს.

სახლში გამომცხვარი ნაცხვარი სახლს საზეიმო არომატით გაავსებს: დარიჩინი, ვანილი, კოჭა და რა თქმა უნდა მანდარინიც არ დაგავიწყდეთ.

Photo credit: instagram/evgenii_i_anna

წინასწარ განსაზღვრეთ თუ როგორი მაკიაჟი გექნებათ და ახლობლებისთვის მაკიაჟის გაკეთებაც არ დაგავიწყდეთ.

შეაჯამეთ განვლილი წელი. ნუ იწუწუნებთ და განაგრძეთ ცხოვრება. 2021 წელთან შეხვედრამდე ძველ წელს დაემშვიდობეთ. როგორიც არ უნდა ყოფილიყო ის, ეს თქვენი გამოცდილებაა.

Paparazzi-ს რედაქციის რჩევა

როგორც ხედავთ თუ წინასწარ მოემზადებით, ახალი წლისთვის მზადება შეიძლება ძალიან სასიამოვნო იყოს. გირჩევთ სანამ საათი 12-ჯერ ჩამოჰკრავს თქვენს თავს წინასაახალწლო დაპირება მიეცით და მომავალი წლის სურვილებიც ჩამოწერეთ.

გულწრფელად გისურვებთ თქვენი ყველა ჭეშმარიტი მიზანი და სურვილი ასრულდეს! დაე 2021 წელი ჰარმონიული, მშვიდობიანი, ლამაზი, თბილი, სიყვარულითა და სიკეთით სავსე იყო ყოველი ჩვენთაგანისთვის!