როგორ წერილებს წერენ თოვლის ბაბუას სხვადასხვა ზოდიაქოები

481

დღეს ჩვენი მკითხველისთვის სახუმარო ჰოროსკოპი მოვამზადეთ. გაგიეთ როგორი იქნებოდა თოვლის ბაბუისთვის მიწერილი წერილი ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით.სასიამოვნო კითხვას გისურვებთ!

ვერძი

Credit to Depositfiles

“ძვირფასო თოვლის ბაბუა, მინდა მაგარი მანქანა და ლამაზი შეყვარებული. მაპატიე, წელს ჩემი ქცევა საუკეთესო ნამდვილად არ ყოფილა, არც ამის წინა წელს… მაგრამ ახალ წელს გპირდები ნამდვილად ვეცდები გამოსწორებას!”

კურო

“ერთი სათლი მანდარინი და ათას ერთი შვებულება მინდა. თუ შვებულება არა, მანდარინი მაინც… ან ერთკვირიანი შვებულება. თქვენი ბრძნული შეხედულებით მიიღეთ აგდაწყვეტილება თოვლის ბაბუ.”

ტყუპები

Credit to Depositfiles

“ძალიან მინდა ახალ წელს გულწრფელ და ნამდვილ სიყვარულს შევხვდე. მინდა ჩემს საყვარელ ადმაიანთანჩახუტებული ვიჯდე და ყველაფერზე ვესაუბრო. თოვლის ბაბუა, ძალიან გთხოვ მაჩუქე ბედნიერი ურთიერთობები.”

კირჩხიბი

“შეიძლება ნაძვის ხის ქვეშ ხარისხიანი ძილის რამდენიმე საათი დამახვედროთ? და სახსრები რომ არ მტკიოდეს ამასაც გთხოვთ თუ შეიძლება. ისე ყველაფერი მაქვს, უღრმესი მადლობა.”

ლომი

Credit to Depositfiles

“გამარჯობა თოვლის ბაბუა. მე წელს საჩუქრად სიმდიდრესა და კარგ ჯანმრთელობას გიკვეთავთ. დაე ყველაფეში მიმართლებდეს მეც და ჩემს საყვარელ ადმაიანებსაც.”

ქალწული

“ძვირფასო თოვლის ბაბუა, ვოცნბობ ლამაზ სამკაულებზე, სახლში წესრიგზე და დამჯერ შვილებზე. შეიძება ბევრს გთხოვთ, მაგრამ ძალიან გთხოვთ ეცადეთ იქნებ ბავშვების ვარიანტი მაინც აასრულოთ.”

სასწორი

Credit to Depositfiles

“მე სტაბილურობა მინდა. უკვე ძალა აღარ მაქვს არც მორალურად და არც მატერიალურად ამ კრიზისის გასაძლებად. ხალხი ავად არის, ბიზნესი კოტრდება, ცხოვრება ძალიან გართულდა. ძალიან გთხოვ ახალ წელს იმედი მოგვეცი.”

მორიელი

“მხოლოდ ჩემი მეორე ნახევრის ბედნიერებას გთხოვთ. თოვლის ბაბუა, დაე ჩემი საყვარელი ადამიანი ბედნიერი იყოს და არ ავადმყოფობდეს. მადლობა!”

მშვილდოსანი

Credit to Depositfiles

“თოვლის ბაბუა, სიმართლე გითხრათ თქვენთვის მოწერაც არ მინდა. ცოლმა მაიძულა. როგორც ჩანს ჩემი წინა წერილი არც კი წაგიკითხავს. მაინც გაგახსენებთ, რომ ბრძენ და ქმრის დამჯერ მეუღლეს გთხოვდით. სურვილი კიდევ არ შეცვლილა!”

თხის რქა

“თოვლის ბაბუა, აჩუქეთ ჩემს ოჯახს მყარი ჯანმრთელობა! მალე დასრულდეს კარანტინი და ცხოვრება დალაგდეს. ძალიან დამღალა სახლში ჯდომამ, ხშირად ვჩხუბობთ.”

მერწყული

Credit to Depositfiles

“ყველაფერს თავად მივაღწევ, არაფერს გთხოვთ. თოვლის ბაბუა შენ უბრალოდ ჩემი სურვილების ასრულებას შეუწყე ხელი ან ხელი მაინც არ შემიშალო… ვიხუმრე!”

თევზები

“მინდა უბრალო, ადამიანური სადღესასწაულო განწყობა. გემრიელად ჭამა დღესასწაულებზე და კარგი დასვენება. წინასწარ გიხდით მადლოაბს!”

რომელ სურვილებს ეთანხმებით? რაც არ უნდა ისურვოთ გისურვებთ – ყველაფერი ახდეს! კარგ განწყობასა და დაუვიწყარ დღეასწაულებს გისურვებთ!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს