ახალი წელი ბევრი დიასახლისისთვის ნამდვილ გამოცდას წარმოადგენს მათი კულინარიული შესაძლებლობებისთვის, თუმცა წელს ყველაფერი გაცილებით რთულია. წელს კერძები ისე უნდა შევარჩიოთ, რომ წლის მბრძანებელიც კმაყოფილი დარჩეს და მთელი 2021 წლისთვის მისი დადებითი განწყობა შევინარჩუნოთ.
რა გველოდება 2021 წელს
თეთრი ხარის სიმბოლო საიმედოობა, პრაჰმატულობა, სტაბილურობა და კონსერვატიულობაა. ეს ნიშნავს, რომ მომავალს წელს გრანდიოზულ ცვლილებებს არ უნდა ველოდეთ. თუმცა სტაბილურობა, სიმშვიდე და აყვავება ახალ დონეზე გადაიყვანოთ. ხარს ძალიან უყვარს კარგი ცხოვრების შექმნა და შემდეგ მისი შენარჩუნება.
ჰარმონიისა და კეთილდღეობის მიღწევისთვის ბევრი შრომა მოგიწევთ. სწრაფ წარმატებებს ნუ დაელოდებით, მაგრამ გახსოვდეთ, რომ შეუპოვარი შრომა კარგ ნაყოფს გამოიღებს. ახალი საქმის დაწყება არ ღირს რადგან თეთრ ხარს დიდი ცვლილებები არ უყვარს. ამიტომ უმჯობესი იქნება რაც გაქვთ იმის სრულყოფაზე გადაერთოთ.
2021 წელი მეტალის ხარის წელია, რასაც რამდენიმე განსაკუთრებული შტრიხი ახასიათებს. სხვა ხარები უფრო თავსეკავებულები და მშვიდები არიან, მეტალის ხარი კი თავისუფლებისა და გრძნობების ღად გამოხატვის სიმბოლოა. მეტალის ხარი მცირე ექსპერიმენტებს მხარს უჭერს და აუჩქარებელი აქტივობების მომხრეა.
კერძები ხარის წლისთვის
რა უნდა მოვამზადოთ იმისთვის, რომ მომავალი წელი წარმატებული იყოს? უპირველეს ყოვლისა უნდა გახსოვდეთ, რომ ხარები ბალახისმჭამელები არიან. რა თქმა უნდა ეს არ ნიშნავს, რომ ვეგეტარიანელი უნდა გახდეთ, მაგრამ, დღესასწაულებზე ზოგიერთი სახეობის ხორცისგან თავი უნდა შეიკავოთ.
მაგალითად, ძროხის ან ხბოს ხორცი მაგიდაზე საერთოდ არ უნდა იდოს. თუ თქვენს ოჯახში ხორცი უყბართ აჯობებს რეცეპტს გადახედოთ და სხვა წარმომავლობის ხორცი გამოიყენოთ. ჟელეს გაკეთებისას აგარ-აგარი გამოიყენეთ, ხორცეული კი ქათმის ხორცით ჩაანაცვლეთ.
საერთო ჯამში ხარებს გემრიელად ჭამა ძალიან უყვართ ამტომ გემრიელობებზე უარს ნუ იტყვით. მნიშვნელოვანია მათი რეცეპტები შემოწმებული იყოს და ოჯახში წლების მანძილზე გამოიყენებოდეს. განსაკუთრებული ეკზოტიკა არ დაგეგმოთ რადგან კონსერვატიულ ხარს ეს ნაბიჯი არ მოეწონება.
მაგიდაზე მცენარეული კერძები უნდა ჭარბობდეს. მოამზადეთ მოთუშული და შემწვარი ბოსტნეული. გააკეთეთ რამდენიმე სალათი მაგრამ მაიონეზის გარეშე. სოკოს კერძებიძ მისასალმებელია. თევზი და ზღვის პროდუქტებიც სასურველი იქნება წლევანდელ საახალწლო სუფრაზე.
ხორცეული შეგიძლიათ ქათმის, ცხვრის, ღორის ან კურდღლის ხორცისგან მოამზადოთ. არ დაგავიწყდეთ ახალი ხილი. რეკომენდებულია ხვადასხვა სახეობის ყველის ქონაც გასული წლის მბრძანებლის – ვირთხის პატივსაცემად.
იმ კერძების მაგალითები რომელთა მომზადებაც შეგიძლიათ:
მოთუშული ბოსტნეული (წიწაკა, სატაცური, ხახვი, ბადრიჯანი, კარტოფილი – მათი მომზადება სოკოსთან ერთად შეიძლება)
- ახალი სალათები (პომიდორი, ბოლოკი, ისპანახი – ზეითუნის ზეთით შეზავებული)
- დაჭრილი ბოსტნეული (თუ უმად მომზადებული სალათები არ გექნებათ)
- ყველა შესაძლო სოკოს კერძი (სოკოს პიურე, ჟულიენნი, სოკოს კრემ-სუპი, შემწვარი ან მოთუშული სოკო)
- თევზი და ზღვის პროდუქტები (ყოველგვარი ექსპერიმენტის გარეშე, მხოლოდ გამოცდილი კერძები)
- ხილის სასმელები, სალათები, დესერტები
- ცხელი და ცივი ხორციანი კერძები თუმცა ძროხისა და ხბოს ხორცის გარეშე
იმედი გვაქვს მიხვდით, რომ ძროხისა და ხბოს ხორცის გამოყენება საახალწლო სუფრისთვის კატეგორიულად არ შეიძლება. არანაირი ღვიძი, თირკმელი, გული და ა.შ.
გისურვებთ შესანიშნავ კერძებს და ბედნიერ დღესასწაულს, დაე თქვენი კერძები არა მხოლოდ ოჯახის წევრებს არამედ თეთრი მეტალის ხარსაც მოეწონოს.