მენიუ 1 კვირაზე: 5 კგ დავიკელი და ვაგრძელებ. როცა ჭამა და ტკბილეული ძალიან მინდება, ვიღებ ლიმონს

0
469
© Depositphotos

თანამედროვე სამყაროში ქალებიც და კაცებიც ძალიან დაკავებულნი არიან. მათ გასახდომად დრო არ ყოფნით, არადა სხეულის კარგი ფორმების მიღება ყველას სურს. სწორედ ამიტომ, წონაში დასაკლებად „პაპარაცი“ კვების მარტივ სისტემას და რამდენიმე რჩევას გთავაზობთ. ის იმდენად მარტივი და ცხადია, რომ მისი დაცვა პრობლემას არ შეგიქმნით.

© Depositphotos

როგორ შეიძლება დაკლება

პასუხი წარმოუდგენლად მარტივია! წონაში დაკლებას შეძლებთ, თუ საკითხს კომპლექსურად მიუდგებით. სწორი კვება და აქტიური ცხოვრების წესი ნებისმიერ ფორმას გარდაქმნის.

© Depositphotos

რომელი დიეტით დავიკლებთ სწრაფად? ყველაზე სწორი პასუხი – არანაირი! დიეტა თქვენის ცხოვრების მხოლოდ ხანმოკლე მოვლენაა. როგორც კი ჩვეულ კვებაზე გადახვალთ, წონას იმწამსვე მოიმატებთ. სჯობს, სწორ კვებაზე გადახვიდეთ და მუდმივად ასე იკვებოთ.

© Depositphotos

სწორი კვების მენიუ

ორშაბათი

საუზმე – მთელი მარცვლეულის პური ყველით, მოხარშული კვერცხი, მწვანე ჩაი

სადილი – ორთქლზე მომზადებული ბოსტნეული (სახამებლის გარეშე), მოთუშული ქათმის ხორცი სოკოთი, კომპოტი.

ვახშამი – ხაჭო თაფლით და არაჟნით, ჩაი

წახემსება – ვაშლი, კეფირი

სამშაბათი

საუზმე – ორთქლზე მომზადებული ომლეტი ზეთის გარეშე, მწვანილი, პომიდორი, მწვანე ჩაი.

სადილი – სოკოს სუპ-პიურე, მოხარშული ქათმის ხორცი, სტაფილოს სალათი არაჟნით.

ვახშამი – კენკრის ჟელე, ბრინჯის პური ყველით.

წახემსება – ბანანი, მაწონი.

ოთხშაბათი

საუზმე – ხაჭო ბანანით და არაჟნით, მწვანე ჩაი.

სადილი – ორთქლზე მომზადებული ყვავილოვანი კომბოსტო, გამომცხვარი კარტოფილი, ორთქლზე მომზადებული ქათმის კოტლეტი.

ვახშამი – მოთუშული ლობიო პომიდვრის წვნიანში, უცხიმო თევზი ღუმელში გამომცხვარი, კენკრის მორსი.

წახემსება – ფორთოხალი, ვაშლი

ხუთშაბათი

საუზმე – შვრია თაფლით და ქიშმიშით, ლიმონის წყალი.

სადილი – სტაფილოს წვნიანი ლობიოთი, ორთქლზე მომზადებული ქათმის ხორცი, ჩაი.

ვახშამი – კეფირი, ხრაშუნა პური ხმელი ყველით, მწვანე ჩაი.

წახემსება – ხაჭო მწვანილით და არაჟნით.

პარასკევი

საუზმე – ტოსტი კვერცხით და პომიდვრებით, ლიმონის წყალი.

სადილი – მთელი მარცვლეულის მაკარონი ქათმის ხორცის ბურთებით.

ვახშამი – კენკრის ჟელე. ხრაშუნა პური.

წახემსება – ვაშლი, კეფირი.

შაბათი

საუზმე – უტკბილო ბრინჯი, მწვანილი, სოიოს სოუსი, მწვანე ჩაი.

სადილი – გამომცხვარი ბოსტნეული, თევზის კოტლეტი, სალათი მწვანილით.

ვახშამი – ხაჭო არაჟნით და თაფლით, ჩაი ან ყავა რძის გარეშე.

წახემსება – ლიმონის წყალი, ხრაშუნა პური.

კვირა

საუზმე – შვრია ქიშმიშით და თაფლით, ლიმონის წყალი.

სადილი – ტოსტი ქათმის ხორცით და ხმელი ყველით, მწვანე ჩაი.

ვახშამი – გამომცხვარი კარტოფილი და მწვანილი.

წახემსება – მაწონი, უტკბილო ხილი.

© Depositphotos

„პაპარაცი“ გირჩევთ მსგავსი კვების სისტემა მუდმივად შეინარჩუნოთ. კიდევ რამდენიმე მარტივი წესი გაითვალისწინეთ. ასე არა მხოლოდ დაკლებას, არამედ ლამაზი ფორმების დიდხანს შენარჩუნებას შეძლებთ.

© Depositphotos

ხრიკები მოხდენილი ფორმების შესანარჩუნებლად

1. თუ შესაძლებლობა გაქვთ, სამსახურში ფეხით იარეთ და ლიფტი ნაკლებად გამოიყენეთ.

© Depositphotos

2. გემრიელობის ჭამა გსურთ – მეგობრებს გაუნაწილეთ.

© Depositphotos

3. ტელევიზორში საყვარელ შოუს უყურებთ? დივანზე დაწოლილმა არ უყუროთ, არამედ ჰანტელების აწევით დაკავდით!

© Depositphotos

4. კვირაში ერთხელ საკუთარ თავს გადაუღეთ, რომ შედეგს თვალყური ადევნოთ.

5. სწრაფად დაკლება შეიძლება? შესაძლებელია, თუ მოწყენილობის გამო ჭამას შეწყვეტთ. ამ შემთხვევებისთვის რაიმე საქმიანობა მოიფიქრეთ.

6. დღეში მინიმუმ 7 საათი დაიძინეთ. თუ ნაკლებს დაიძინებთ, ბევრი ჭამის ან ვარჯიშის გამოტოვების დიდი ალბათობა არსებობს.

7. მოჭერილი ტანსაცმელი ჩაიცვით. რისთვის? ყველაფერი მარტივია! როცა ვიწრო ჯინსი და მაისური გაცვიათ, ბევრი ჭამის სურვილი არ გაგიჩნდებათ.

8. დაე, თქვენს მაცივარში დაჭრილი ხილი ან ბოსტნეული ყოველთვის გქონდეთ. თუ წახემსება მოგინდებათ, სასარგებლო ხილი და ბოსტნეული ხელთ გექნებათ.

9. აუცილებლად სახლში ისაუზმეთ. ასე სამსახურისკენ მიმავალ გზაზე რაიმეთი წახემსების სურვილი არ გაგიჩნდებათ.

10. მარილი ნივრით, ლიმონის წვენით ან სანელებლებით ჩაანაცვლეთ.

© Depositphotos

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი