რა ადგილები დავასუფთაოთ ახალი წლის წინა დღეს იმისთვის, რომ იღბალი გვდევდეს თან

1085

წინასაახალწლო დღეებში საჩუქრებს ვყიდულობთ, ვიმარაგებთ პროდუქტებს, ვრთავს ნაძვის ხეს და რაღა თქმა უნდა ვცდილობთ ის ძველმანები მოვიშოროთ რომლებცი მომავალ წელს აღარ დაგვჭირდება. არავინ კამათობს, წინასაახალწლო დალაგება – უმნიშვნელოვანესი საქმეა, თუმცა საკუთარ თავში წესრიგის დამყარება ნაკლებ მნიშვნელოვანი არ გეგონოთ! ეს ყველაფერი კი იმისთვის უნდა გააკეთოთ, რომ პოზიტიურ აზრებს გაუხსნათ გზა და თქვენს ცხოვრებაში სასიამოვნო ცვლილებები შეიტანოთ.

Credit to Depositfiles

წინასაახალწლო დალაგება

ახალი წლის დასასრულს ყველას ვისთანაც იმ წელს ვურთიერთობდით თბილად ვიხსენებთ. ადამიანური ურთიერთობა ხომ ერთადერთი ნამდვილი სიმდიდრეა. თუმცა ისეც ხდება, რომ ზოგჯერ წელს უფრო მეტი ნეგატივი მოაქვს ვიდრე პოზიტივი. ადამიანები რომლებიც ველაფერს შავ ტონებში ხედავენ ჩვენს ცხოვრებისეულ ენერგიას გვართმევენ, გვაიძულებენ ჩვენს ძალებში ნაკლები რწმენა გვქონდეს და უიღბლობაზე ახდნენ ჩვენს დაპროგრამებას.

იმისთვის, რომ ნერვები და ძალები შეინარჩუნოთ ეცადეთ ურთიერთობები მინიმუმზე დაიყვანოთ. დატოვეთ მუდმივი ტანჯვა წარსულში. ახალ წელს ეს საშუალებას მოგცემთ მეტი დრო დაუთმოთ მათ ვინც თქვენთვის ნამდვილად ძვირფასია.

ნეგატიური დამოკიდებულება

აღმოსავლეთში ამბობენ: “მტერს არ შეუძლია ადამიანს ავნოს იმდენი, რამდენსაც ის საკუთარ თავს ვნებს თავისი ფიქრებით”. ხშირად ცუდ ფიქრებს საშაულებას ვაძლევთ გვმართონ. რეგულარულად გამეორების შემდეგ ისინი ქვეცნობიერში ილექება და სრულდება.

გასული წლის შეჯამებისას დაფიქრდით და გააანალიზეთ რომელიმე ცუდ აზრზე ხომ არ დაპროგრამირდით. მისი გადაპროგრამირება საკმაოდ რთულია, თუმცა ჩვენ მინიმუმ სამი მეთოდი მაინც ვიცით იმსთვის, რომ ცხოვრება პოზიტიურ რელსებზე განათავსოთ.

Credit to Depositfiles

დაუსრულებელი საქმეები

ფსიქოლოგებისთვის დიდი ხანია ცნობილია ზეიგარნიკი ეფექტი, როდესაც ტვინი უკეთ იმახსოვრებს შეწყვეტილ ქმედებებს ვიდრე დასრულებულ მოქმედებას. დაფიქრდით, ალბათ დაგრჩათ რომელიმე წარსულის პრობლემა რომელიც თავს მუდმივად გახსენებთ და არც თუ ისე სასიამოვნო გრძნობებს გიჩენთ.

ის რაც დავიწყეთ მაგრამ ბოლომდე არ მივიყვანეთ, ქვეცნობიერის დონეზე ჩვენს გონებას იკავებს და ენერგიას გვახარჯვინებს და არ გვაძლევს საშუალებას, რომ არსებულ ამოცანებზე ვკონცენტრირდეთ. ამიტომ ახალი წლის წინ გაანალიზეთ ყველაფერი რაც წარსულში არ დაგისრულებიათ.

Credit to Depositfiles

ზოგიერთი საქმე უნდა დაასრულოთ და ზოგიერთისგან კი სამუდამოდ გათავისუფლდეთ. ასეთი რევიზიის ჩატარებით თქვენს შებოჭილ ენერგიას გაათავისუფლებთ და პირველ ნაბიჯს გადადგამთ მომავალი წარმატებისთვის.

სურვილების რევიზია

ახალი წლის დღესასწაულები, კარგია სურვილების გაცვლისთვის – კარგი დროა დასაფიქრებლად: რა მინდა სინამდვილეში ცხოვრებაში?! გააცნობიერეთ ყველაზე მთავარი, გაამყარეთ ის მოქმედებით და მიუახლოვდით თქვენი ოცებების ასრულებას.

Credit to Depositfiles

სულში დაგროვილი ცუდი აზრები და ფიქრები ცხოვრებას გვიფუჭებს ამიტომ შინაგანი დალაგების ჩატარება ძალიან მნიშვნელოვანია. ბედნიერ ახალ წელს გისურვებთ, დაე მან თქვენს ცხოვრებაში კარგი ცვლილებები მოიტანოს!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს