რაში მდგომარეობს ახალი, თეთრი მეტალის ხარის წლის პირველი დღის “სარკისებური” თარიღის მაგია

1488

ალბათ გსმენიათ გამოთქმა: “როგორც შეხვდებით ახალ წელს, ზუსტად ისე გაატარებთ მთელს წელიწადს”, თუმცა წლის პირველი თარიღის დაგეგმვა ცოტა თუ ფიქრობს. ამ დღეს თავში ბევრი გეგმა და იდეა შეიძლება მოგივიდეს, თუმცა მოდით ყველაფერს თანმიმდევრულად მივყვეთ.

იცოდით, რომ 01.01.2021 – სარკისებური თარიღია, რომელიც თავის თავში ძალიან საკრალურ მნიშვნელობას ინახავს? მან შეიძლება მთელს მომავალ წელზე მოახდინოს გავლენა. ამიტომ ითვლება, რომ სწორედ ეს დღე უნდა გაატაროთ რაც შეიძლება კარგად და პროდუქტიულად. როგორ უნდა დაგეგმოთ ეს დღე ამას ჩვენს სტატიაში წაიკითხავთ.

Credit to Depositfiles

როგორ დავიწყოთ ახალი წელი

გასულ წელს ბევრი მოვლენა მოხდა, მოდუნება თთქმის შეუძლებელი იყო. ზოგმა სამსახური დაკარგა ზოგი კი პირისპირ შეეჩეხა კორონა ვირუსს. რაც არ უნდა იყოს, ყველა გვინდა ადამიანურად დავისვენოთ, თუმცა ამისთვის პირველ იანვარს ზარმაცობა არ გამოგვადგება. აჯობებს ეს დღე რაიმე კარგსა და მნიშვნელოვანს დაუთმოთ. თუ საშუალება გაქვთ ოჯახთან ერთად ბუნებაში სასეირნოდ გადით, მოერიდეთ ქალაქის არეულობას. სუფთა ჰაერი თქვენს გონებას გაწმენდს და დაგეხმარებათ მომავალი წლის გეგმებზე დაფიქრდეთ.

Credit to Depositfiles

გარდა ამისა თუ დიდი ხანია ფიქრობთ რაიმე განსაკუთრბული საქმით დაკავებას, 01.01.2021 – იდეალური დროა ამისთის. დაეს ეს თვქენი პირველი გაკვეთილი იყოს ინგლისურზე, ან იოგს დაწყების დღე. ეს შესანიშნავი სასტარტო წერტილია მომავალი ქმედებებისთვის. დაგვეთანხმეთ, სამომავლოდ გადადება უკვე აღარ ივარგებს.

01.01.2021 მოქმედების გეგმა

ახალი წლის ღამის შემდეგ გამოძინება რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია თუმცა შუადღემდე ნუ იძინებთ. კარგი იქნება თუ ადრე ადგებით და ივარჯიშებთ. დაკავდით იოგით ან მსუბუქი ფიტნესით.

შეიძლება ვინმეს არარეალური ეგონოს ეს თუმცა ნუ დაივიწყებთ, რომ დღესასწაულების შემდეგ თვქენს ორგანიზმს გაწმენდა-გასუფთავება ჭირდება, ამიტომ ეს ყველაფერი პირველი რიცხვიდან დაიწყეთ, ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულია!

ვარჯიშის შემდეგ გემრიელი საუზმე მიირთვით. ბევრი მიეჩვია ცივი სალათის ნარჩენების ჭამას მაგრამ აჯობებს ახალი კარგი თვისება გაიჩინოთ, მაგალითად რაიმე ახალისა და გემრიელის მომზადება.

ამ ყველაფრის შემდეგ შესანიშნავი დროა ახალი წლის მილოცვისთვის, მიულოცეთ მათ ვინც ახალი წლის ღამეს თქვენს გვერდით არ იყო – მეგობრებს, ნათესავებს. მადლობა მოუხადეთ მათ რომ თქვენს ცხოვრებაში არსებობენ.

Credit to Depositfiles

წელი რაიმე კარგი ჩვევით დაიწყეთ და მის ნაცვლად რომელიმე მავნე ჩვევა დაივიწყეთ. რათქმა უნდა თქმა ადვილია, გაკეთება კი საკმაოდ რთული, მაგრამ თქვენი გულწრფელი სურვილისა და მზაობის გარეშე საქმე წინ ვერ წავა. გახსოვდეთ პირველი იანვრის სარკისებური თარიღი – თამამი ნაბიჯებისთვის შესანიშნავი დღეა.

ახალი წლიდან შეგიძლიათ პირადი დღიურის ან ბლოგის წერა დაიწყოთ. თქვენი ემოციების ფურცელზე ამოფრქვევით ყველა სასიამოვნო ემოციასა და ცხოვრებისეულ მოვლენას აღბეჭდავთ.

Credit to Depositfiles

კიდევ ერთი სასარგებლო ჩვევა – ხარჯების ფიქსაციაა. ეს ხარჯების სწორად განკარგვასა და ფინანასური სიტუაციის დალაგებაში დაგეხმარებათ. თუ მზად ხართ თქვენი ცხოვრება თავდაყირა დააყენოთ – სცადეთ სოციალურ ქსელში ნაკლები დრო გაატაროთ. თანამედროვე ადამიანისთვის მსგავსი რამ თითქმის შეუძლებელია მაგრამ, გარწმუნებთ რაიმე ჰობით დაკავება გაცილებით სასიამოვნო საქმიანობაა.

რისი გაკეთება არ ღირს პირველ იანვარს

პირველ იანვარს ჩხუბი და ურთიერთობების გარკვევა არ შეიძლება. ამ დღეს სესხს ნუ აიღებთ. მრავალნაირი სიტუაცია არსებობს, ამიტომ აუცილებლად დაეხმარეთ მათ ვისაც ეს ჭირდება.

Credit to Depositfiles

ეს დღეს კარგი არ იქნება სიზარმაცისა და პროკრასტინაციისთვის თუმცა არც გადატვირთვა ივარგებს. ყველაფერში ოქროს შუალედი უნდ ადაიჭიროთ. დაიმახსოვრეთ ერთი ცრურწმენა. თუ მომსახურების სფეროში მუშაობთ და ამ წელს პირველი კლიენტისთვის ფასდაკლებით დაიწყებთ – მთელი წლის მანძილზე იღბალი იქნება თვქენი თანმდევი.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს